„ნაციონალური მოძრაობის" წევრი მეგი გოცირიძე ფეიქბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს: „მხოლოდ ერთს ვიტყვი ამ თემასთან დაკავშირებით და ამაზე ხმას აღარ ამოვიღებ. სანამ ივანიშვილი ცოცხალია, ამ ქვეყანაში ვერავინ ამოვა ამ წუმპედან, ვერც პოლიტიკოსები, ვერც პოლიტიკოსებად წოდებულები, ვერც პარტიები, ვერც ის ნახევარი საქართველო, რომელიც ივანიშვილის წინააღმდეგ აძლევს ხმას და საკუთარ არჩევნს ვერ იცავს, ვერც დიდი და ვერც პატარა. არავინ არ იმსახურებს მიშას ჩამოსვლას და არც უნდა ჩამოვიდეს.
თითო ლექციის წაკითხვაში იმდენს უხდიან, რამდენ პენსიასაც ერთი წელი ვერ იღებს ჩვენი პენსიონერი, რატომ უნდა ჩამოვიდეს, საკუთარი სიცოცხლე რატომ უნდა გაწიროს, არ ეყო ჩვენს გამო რამდენი ტალახიც ესროლეს შინაურებიდან დაწყებული, გარეულებით დამთავრებულებმა?
დღესაც თქვენს გასაკეთებელს იმას აკეთებინებთ და კიდევ იმან უნდა გარისკოს, ლომის ხახაში უნდა შეყოს თავი იმიტომ, რომ თქვენ გადაგარჩინოთ და ეჭვიც არ მეპარება, რომ შორიდან მოცქირალები ისევ თქვენ იტყვით : რა ძალა ედგა, ნეტავ არ ჩამოსულიყოო“, - წერს მეგი გოცირიძე.