ზურაბიშვილის იძულებულია სტუმრები სასტუმროში მიიღოს, რეზიდენცია ისევ დაუსრულებელია

ზურაბიშვილის იძულებულია სტუმრები სასტუმროში მიიღოს, რეზიდენცია ისევ დაუსრულებელია

სალომე ზურაბიშვილი ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში გადასვლას არ აპირებს და ათონელის რეზიდენციაში კი რემონტი არ დასრულებულა. ამიტომ იგი პრეზიდენტის რანგში პირველ სტუმრებს ერთ-ერთ სასტუმროში მიიღებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალი ხელმძღვანელის ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, ათონელის რეზიდენცია ბოლომდე დასრულებული არ არის და საპრეზიდენტო ფლიგელის გამართვას კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება, თუმცა მზად არის ადმინისტრაციული მხარე, სადაც სალომე ზურაბიშვილი მუშაობას რამდენიმე დღეში შეუდგება. მიუხედავად იმისა, რომ ავლაბრის რეზიდენცია პრეზიდენტის ადგილსამყოფელად აღარ ითვლება, მმართველი გუნდი მას სამომავლოდ უმაღლესი დონის დელეგაციების მისაღებ ადგილად განიხილავს.

„საპრეზიდენტო ფლიგელი ათონელზე, საჭიროებს ორ თვენახევარს, მაგრამ ადმინისტრაციული ნაწილი არის მზად. ჯერ ადმინისტრაციულ ნაწილში იქნება და შემდგომში საპრეზიდენტო ფლიგელში გადმოვა.

პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ასევე პრეზიდენტი, ისარგებლებენ მაღალი დონის ვიზიტების დროს ავლაბრის რეზიდენციის იმ ნაწილით, რომელსაც ჰქვია საპრეზიდენტო ფლიგელი“, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.