კახეთის გზატკეცილზე, საგარეჯოსთან ავარია მოხდა. სამხედრო ტექნიკა რომელსაც ქვემეხი გადაჰქონდა ავარიაში მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით ერთმანეთს სამი მანქანა დაეჯახა, ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილეები არიან "ფორდის", "მერსედესის" და თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.