მომღერალი ნინი ქარსელაძე შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით აღფრთოვანებულია და მას ჩემპიონს უწოდებს. "ზუსტად ამიტომ ხართ ჩემპიონი - ჩემი მინისტრი" - წერს ქარსელაძე.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ, ველისციხეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია. ჩვენ პატივს ვცემთ ინსტიტუტებს და შესაბამისად, პოლიციამ სრულად შეასრულა თმენის ის ვალდებულება, რომელიც მას გააჩნია.
მე მინდა დიდი ბოდიში მოვუხადო და დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ პოლიციელს. მინდა დავპირდე მათ და სხვას არავის, რომ დღეს საღამოდან, ხვალინდელი დღიდან, ყველა ქმედება, ყველა პროვოკაციული ქმედება რომლებიც იყო განხორციელებული, სხვადასხვა წერტილებში სამართლებრივად იქნება გაანალიზებული და იქ სადაც იქნება სისხლის სამართლის შემადგენლობა, ყველას მიუხედავად სტატუსისა და თანამდებობისა შესაბამისი პასუხი მოეთხოვება. მე ამას ვპირდები ჩემს თანამშრომლებს, თითოეულ პოლიციელს. დღეს ჩვენ ყველამ ერთად, როგორც ინსტიტუტმა, პატივი ვეცით პრეზიდენტის ინსტიტუტს და თმენის ვალდებულებაზე უფრო მეტი მოვითმინეთ. თუმცა მინდა, რომ დავპირდე მათ, დღეს საღამოდან მოხდება თითოეული ქმედების სამართლებრივი ანალიზი, თითოეული მოქნეული ხელის, თითოეული დაზარალებული პოლიციელის, თუ მოქალაქის, არ აქვს მნიშვნელობა, განურჩევლად სტატუსისა, ყველას მოეთხოვება შესაბამისი პასუხი“, - განაცხადა გახარიამ.