„იგი არაპომპეზურობის მიმართულებით წავიდა“, - საყვრელიძე გმირთა მემორიალთან ზურაბიშვილის

„იგი არაპომპეზურობის მიმართულებით წავიდა“, - საყვრელიძე გმირთა მემორიალთან ზურაბიშვილის "საიდუმლო" ვიზიტზე

„ოპოზიციის თემა არ უნდა ყოფილიყო წამყვანი, ეს უფრო არაპომპეზურობისკენ იყო მიმართული“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე სალომე ზურაბიშვილის გასაიდუბლოებულ სტუმრობას გმირთა მოედანსა და მთაწმინდის პანთენში.

ცნობისთვის, ოპოზიციის წარმომადგენლები კვირას გმირთა მოედანზე აქციის გამართვას აპირებდნენ, რათა სალომე ზურაბიშვილისთვის არ მიეცათ მემორიალის გვირგვინით შემკობის საშუალება. თუმცა, მათი მოლოდინისა და არსებული ინფორმაციის საწინააღმდეგოდ, ზურაბიშვილი შაბათს, წინასწარ დაანონსების გარეშე ეწვია ჯერ გმირთა მოედანს და შემდეგ მთაწმინდის პანთეონს.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილი მათთან კონტაქტს და მოსალოდნელ ინციდენტსა და გართულებებს მოერიდა.

„არ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიციის თემა იყოს წამყვანი. თუ ძალიან მოინდომე, სალომე ზურაბიშვილი მყავს მხედველობაში, დაცვის ხაზს ისე გააძლიერებ, რომ ოპოზიცია ამ ხაზს ვერ გადააბიჯებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ იგი უფრო არაპომპეზურობის მიმართულებით წავიდა, რაც ევროპული პოლიტიკის დამახასითებელია.

„მან თავიდანვე განაცხადა, რომ ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე, ევროპული სტილის ინაუგურაცია სურდა და ამ ხაზს მიჰყვება. თუნდაც ის, რომ უარი თქვა პრეზიდენტის სასახლეში შესვლაზე.

„პრეზიდენტის რანგშიც, ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროპულ სტილს დაიცავს. ევროპულ პოლიტიკას პომპეზურობა არ უყვარს, პომპეზურობა უფრო აღმოსავლური პოლიტიკის დამახასიათებელია“, - განაცხადა „რეზონანსთან“ საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.