თელავში სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია მიმდინარეობს

თელავში სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია მიმდინარეობს

თელავში, "ბატონის სასახლეში" პრეზიდენტის საინაუგურაციო ღონისძიება მიმდინარეობს.

ცერემონია სასახლეში საქართველოს მიმავალი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შესვლით დაიწყო, რის შემდეგაც "ბატონის სასახლეში" შვილებთან ერთად მივიდა სალომე ზურაბიშვილი.

გაიმართება ფიცის დადება - პრეზიდენტი ფიცს ბიბლიასა და კონსტიტუციაზე დადებს.

ფიცის დადების ცერემონიის შემდგომ, ძალაში საქართველოს ახალი კონსტიტუცია შევა.

ამასთან, საჯარისო ქვედანაყოფების მეთაურები ჩააბარებენ პატაკს უკვე არჩეულ მთავარსარდალს.

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრება მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი. ინაუგურაციის ცერემონიალზე იმყოფებიდან საქართველოს მიმავალი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, მთავრობის წევრები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ინაუგურაციას არ ესწრება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.