გადავდივართ საპარლამენტო რესპუბლიკაზე, საპარლამენტო დემოკრატიაზე, რომელიც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ევროპულ ოჯახს და ევროპულ ფასეულობებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თელავში სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დაწყებამდე განუცხადა.
„ჩვენი მოლოდინი გახლავთ ის, რომ აღნიშნული საკონსიტიტუციო ცვლილებები საშუალებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო წარმატებულები ვიყოთ ჩვენს გზაზე, რასაც ჰქვია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. კიდევ ერთხელ მსურს, ყველას მივულოცო დღევანდელი დღე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.