თელავში, რუსთაველის ქუჩაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა გზა გადაკეტეს და მანქანებს, რომლებიც ინაუგურაციაზე მიემართებიან, არ უშვებენ.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, ველისციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომელთაც პოლიცია გზას არ უხსნის, გამოუშვან. წინააღმდეგ შემთხევაში ისინი გზის გადაკეტვას განაგრძობენ და ინაუგურაციისკენ მიმავალ ადამიანებს არ გაუშვებენ.