უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი შსს-ს მიმართავს და თელავში ინაუგურაციის პარალელურად გამართულ აქციაზე მომხდარი ინცინდენტების გამო რეაგირებას მოითხოვს.
“მოგმართავთ რიგითი მოქალაქე და დარწმუნებული ვარ ბევრი ჩემნაირად ფიქრობს, სანამ “ნაციონალური მოძრაობის” ქმედებები რადიკალურად გაცდა კანონს, დააკავეთ ლიდერებად წოდებული კრიმინალები, მელია, ზოდელავა და სხვები! მასე, რომ მე მოვიქცე ან რიგითი მოქალაქე, საპატრულო პოლიციას მასე რომ ვუყვირო ხომ დამაკავებთ არა? მაშინ რატომ უთმენთ ამდენს? დააკავეთ ყველა “ნაცლიდერი” სანამ უმართავი გახდა სიტუაცია და გაუშვით გვიან როცა დასრულდება ინაუგურაცია! დასავლეთის და ლიბერალების შეშფოთებას კი ნუ ითვალისწინებთ, იმ ხალხის აზრი გაითვალისწინეთ ვინც თქვენ აგირჩიათ! სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა თითოეულ მათ ნაბიჯში და რას უცდით? ეს ზედმეტი დემოკრატიულობაა სწორედ მათი თავსგასულობის მიზეზი დღეს!”– წერს ინგა ბერიკაშვილი.