კახა კალაძე:: დამარცხებულ ადამიანებს არ უნდათ აღიარონ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება

კახა კალაძე:: დამარცხებულ ადამიანებს არ უნდათ აღიარონ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება

დამარცხებულ ადამიანებს არ უნდათ აღიარონ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება, ეს მათი პრობლემაა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, თელავში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

“ჩვენს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება პრობლემა არ არის. თუმცა, დამარცხებული ადამიანების მხრიდან ის, რომ არ უნდათ აღიარონ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება, მათი პრობლემაა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, განსაკუთრებით მადლობა იმ ადამიანებს, ვინც მხარი დაუჭირა “ქართულ ოცნებას” და სალომე ზურაბიშვილს. 16 დეკემბერს ჩატარდება ინაუგურაცია და საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი”, – განაცხადა კახა კალაძემ.