კახეთის გუბერნატორი: ოპოზიცია ინაუგურაციის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას ვერ გამართავს

კახეთის გუბერნატორი: ოპოზიცია ინაუგურაციის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას ვერ გამართავს

„ნაციონალურ მოძრაობას" აქვს არჩევანი, წავიდეს საბოლოო მარგინალიზაციის გზით ან ჩაეტიოს დემოკრატიულ, თავისუფლების გამოხატვის ჩარჩოებში, მათ ამისთვის ყველა პირობა შეექმნათ, - ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, აქციის ორგანიზატორებს განემარტათ, რომ ტერიტორიაზე უკვე დაგეგმილია ღონისძიება, მაღალი რანგის სტუმრების მისვლა დაგეგმილი და მათ აქციის ცენტრალურ მოედანზე ჩატარება შესთავაზეს.

„როდესაც ოპოზიციამ მერიას მიმართა მიტინგის ჩატარების მოთხოვნით, მათ განუმარტეს, რომ ეს სახელმწიფო ღონისძიება უკვე დაგეგმილია, არიან სტუმრები, მაღალი რანგის ხელმძღვანელები ჩამოსული, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ხალხის მოსვლაა დაგეგმილი, წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, მერიამ ცენტრალურ მოედანზე შესთავაზა აქციის ჩატარება. ამას არავინ უშლის ხელს.

აქ აქციას ვერ გამართავენ იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ტერიტორია სახელმწიფო ღონისძიებას ეკუთვნის. ამ შემთხვევაში ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას აქვს არჩევანი, წავიდეს საბოლოო მარგინალიზაციის გზით ან ჩაეტიოს დემოკრატიულ, თავისუფლების გამოხატვის ჩარჩოებში. მათ ამისთვის ყველა პირობა შეექმნათ. თუ სურთ კონფრონტაცია, მარგინალიზაცია, ეს მათი არჩევანია. მე ვურჩევდი, უფრო დემოკრატიული განვითარების გზა აერჩიათ. თელავი მხარს უჭერს ამ ღონისძიების ჩატარებას. ეს არის ისტორიული დღე ქვეყნისთვის და თელავისთვის", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.