ხათუნა ლაგაზიძე:

ხათუნა ლაგაზიძე: "მერაბიშვილის მიერ ხელისუფლების ხელში აღება ნიშნავს, რომ ძალოვანი უწყებების პირველი პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება"

საქართველოში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პროცესები ელვის სისწრაფით ვითარდება. მედიის საშუალებით პატიმრის წამების შემზარავი ვიდეო-მასალა გავრცელდა, რამაც მთელი საქართველო შესძრა. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თანამდებობა დატოვა შს მინისტრმა ბაჩო ახალაიამ. როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე და რა შანსები აქვს ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის ,,ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე ესაუბრა.

_ ქალბატონო ხათუნა, შს მინისტრმა ბაჩო ახალაიამ თანამდებობა დატოვა. როგორ შეაფასებთ მის გადაწყვეტილებას და მისი წასვლით მოგვარდება, თუ არა სისტემაში არსებული პრობლემები?
- მოცემულ ვითარებაში ბაჩო ახალაიას გადაყენება უფრო ლოკალური მნიშვნელობის ფაქტი მგონია. ახალაიას წასვლა რეალურად არაფერს ცვლის, რადგან მთლიანად სისტემაა შესაცვლელი და გადაწყვეტილებაა მისაღები, რას იზამს სისტემა არჩევნებამდე, პირველ ოქტომბერს და არჩევნების შემდეგ. მოვლენების განვითარება დამოკიდებულია არჩევნებამდე დარჩენილ ათ დღეზე. 

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ქვეყანაში ხდება ის არის, რომ საზოგადოება ხელისუფლების პროლაფსის პირობებში ცხოვრობს. იგი დაკავებულია მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მიზნით, რომ ძალაუფლება როგორმე შეინარჩუნოს და გადარჩეს.

_ საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი პროცესებიდან გამომდინარე აქვს შანსი ხელისუფლებას იბრძოლოს თვითგადარჩენისთვის?
_ ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლების ქმედებებსა და გადაწყვეტილებაზე. მმართველი გუნდის ნაბიჯებით, თუ ვიმსჯელებთ მან უარი თქვა ძალისმიერი მეთოდების გამოყენებაზე ვგულისხმობ, ბაჩო ახალიას წასვლას და შს მინისტრად ეკა ზღულაძის დანიშვნას. ხელისუფლების გადაწყვეტილება საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ერთგვარი მესიჯია, რომ ძალისმიერი მეთოდებით პროცესების განვითარებას არ უნდა ველოდოთ, მაგრამ როცა ხელისუფლება აბსოლუტურ კოლაფსშია ძნელია გარანტიის მიცემა გამოიყენებს, თუ არა ძალისმიერ სცენარს. 

_ საზოგადოების უმრავლესობა ბაჩო ახალაიას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. როგორ ფიქრობთ, რეალურად იქნება შესაძლებლობა შს ყოფილი მინისტრის გასამართლების?
_ ორი დღის წინ, ბაჩო ახალაიას გადადგომაც ბევრს არ წარმოედგინა, მაგრამ გადააყენეს. Aამიტომ, როცა ხელისუფლება თვითგადარჩენას ცდილობს ყველაფერს გააკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. საზოგადოებამ ხელისუფლებას განაჩენი უკვე გამოუტანა, მაგრამ ერთადერთი, რამ რასაც ხელისუფლება ებღაუჭება დასავლეთის პოზიციაა, რომელიც ჩემთვის ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს გარდა თავისი პოზიცია არავის გამოუხატავს ე.ი. რაღაცას ელოდებიან. ამიტომ ხელისუფლება ეცდება სწორედ მათ თვალში ჩამოირეცხოს ის იმიჯი, რომელიც ბოლო მოვლენების დროს შეექმნა. თუმცა ისევ გავმეორდები და ვიტყვი, რომ საზოგადოებისთვის ძნელია გარანტიების მიცემა, რომ ხელისუფლება ძალისმიერ მეთოდებს ისევ გამოიყენებს, თუ არა. 

_ როგორ ფიქრობთ, მომხდარი ფაქტებიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუ არა ,,ქართული ოცნების" მხარდაჭერების რაოდენობა?
_ ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერების რაოდენობა ნამდვილად გაიზრდებოდა. მოცემულ სიტუაციაში ,,ქართულმა ოცნებამ" საზოგადოებრივი პროცესების მართვა საკუთარ თავზე უნდა აიღოს, რადგან არ შეიძლება მოვლენების თვითდინებით მიშვება. ამიტომ ეს იქნება ,,ქართული ოცნების", როგორც ხელისუფლებაში მოსასვლელი პარტიის სერიოზული გამოცდა.

_ ივანე მერაბიშვილის პრემიერად დაინიშვნა საზოგადოების ნაწილმა ეს მის ჩამოქვეითებად აღიქვა. საუბრობდნენ იმაზეც, რომ მიხეილ სააკაშვილს ივანე მერაბიშვილის ჩამოშორება სურდა. დღეს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მომხდარს ბევრი ივანე მერაბიშვილის სცენარის ნაწილად აღიქვამს. თქვენ რას ფიქრობთ?
_ სხვათა შორის საქართველოს ელჩმა აშშ-ის საინტერესო განცხადება გააკეთა, რომ მიხეილ სააკაშვილი პრემიერის პოსტზე არავითარ შემთხვევაში არ იქნება, რადგან ქვეყანს თავისი პრემიერი ოთხი წლის ვადით უკვე არჩეული ჰყავს. იგივე პათოსით გამოვიდა გიორგი ბარამიძე ამომრჩეველთან, რომ მან აქცენტი ივანე მერაბიშვილზე გააკეთა. აღარაფერს ვლაპარაკობ იმაზე, რომ შს მინისტრად ეკა ზღულაძის დანიშვნით სამინისტრო ივანე მერაბიშვილის კონტროლის ქვეშ დაბრუნდა. ამიტომ ეს ყველაფერი მძივებით ერთმანეთზე აკრეფილი იმაზე მიანიშნებს, რომ პროცესი რომელიც ხელისუფლებაში ივანე მერაბიშვილის კორონაციის მცდელობა. 

_ დაუშვათ, ის, რაც საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში ხდება მართლაც მერაბიშვილის სცენარია. რა მიზანი ამოძრავებს პრემიერს?
_ ხელისუფლების მხრიდან მოქმედებს ისეთი სცენარი, რომ მათმა ერთმა ნაწილმა მაინც შეინარჩუნოს პოზიტიური სახე ვგულისხმობ, ივანე მერაბიშვილს და მის გუნდს. ვფიქრობ, როცა საქართველოს აშშ-ის ელჩი ამ ტიპის განცხადებებს აკეთებს, გარკვეული მოლაპარაკებები ამ კუთხით იგივე ამერიკასთან მიდის. თუმცა მეორე საკითხია პროცესები, რომელიც საზოგადოებაში მიმდინარეობს, როგორ, რა ფორმით წარმიმართება და რამდენად მისაღები იქნება ის მოდელი, რომელსაც მმართველი გუნდი ხალხს სთავაზობს. არჩევნებამდე დარჩენილი პერიოდი იქნება სერიოზული კომპრომატების ომი ორივე ,,ნაციონალური" და ,,ქართული ოცნების" მხრიდან. ყველაზე მეტად ამ ეტაპზე ის მაინტერესებს ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიმღებ პირად დარჩა, თუ არა სააკაშვილი. ეს კი უახლოეს დღეებში გამოჩნდება. მერაბიშვილის გუნდის მიერ ხელისუფლების ხელში აღება ნიშნავს იმას, რომ არა მხოლოდ ახალაია გაიწირება, არამედ ძალოვანი უწყებების პირველი პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება.