აგვისტოს ომის ისტორიის სწავლება სკოლებში იანვრიდან დაიწყება. 2008 წლის ომის ისტორია ახალი საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოების“ ნაწილი იქნება. თუმცა ამ საგნის სწავლებისას არ დაისმება მტკივნეული კითხვა - ვინ დაიწყო ომი?!
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ამბობენ, რომ ამ საგნის სწავლება ქართული ჯარის პოპულარიზაციასა და საზოგადოებაში პატრიოტული სულისკვეთების გაზრდას შეუწყობს ხელს. საგნის სწავლება რამდენიმე სკოლაში საპილოტე რეჟიმში მე-10 კლასელებისთვის დაიწყება. ამ დროისთვის უწყებას საგნის სწავლებისთვის 20-მდე პირი ჰყავს გადამზადებული. საგნის პედაგოგებად უკვე შეირჩნენ სამხედრო პირები.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, აგვისტოს ომის ისტორია უშუალო სასწავლო კურსი კი არ იქნება, არამედ ეს იქნება დამატებითი კურსი და, ვისაც სურვილი ექნება, მას მიაწვდიან ინფორმაციას აგვისტოს ომის შესახებ.
„ამაში ცუდი არაფერია. ბავშვებმა უნდა იცოდნენ ამ ომის შესახებ. აგვისტოს ომი ისტორიაა, ისტორია კი მეცნიერებაა და ამ წიგნსაც სერიოზული მომზადება სჭირდება. ვერ გეტყვით, ამით პატრიოტიული სულისკვეთება გაიზრდება თუ არა, მაგრამ იმის თქმა დანამდვილებით შემიძლია, რომ, საერთოდ, საქართველოს ისტორიის სწავლებით იზრდება პატრიოტული სულისკვეთება“,-აღნიშნა როინ მეტრეველმა.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი დიმიტრი შველიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აგვისტოს ომი ჩვენი უახლესი ისტორიის სამწუხარო ფურცელია, რომელიც ჯერ კიდევ არც გამხდარა ისტორია. მიუხედავად ყველაფრისა, ეს მაინც გმირული ფურცელია, რადგან სისხლი დაიღვარა და ქართველმა ჯარისკაცებმა თავი გასწირეს. ამდენად, ძალიან კარგია, თუკი სკოლებში მისი შესწავლა დაიწყება.
„საქართველოს ისტორიას ვასწავლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და აგვისტოს ომის შესახებ ველაპარაკები ხოლმე სტუდენტებს. აქ მთავარია, ჩვენი ისტორიკოსები როგორ დაწერენ ამ ისტორიას, ეს ჯერ ჩვენ არ ვიცით. ეს უნდა დაიწეროს გმირული, პატრიოტული სულისკვეთებით და იქ არ უნდა ეწეროს, თითქოს ომი საქართველომ დაიწყო და ჩვენ ვართ დამნაშავეები, ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან. მაშინ ამას აჯობებს, საერთოდ არ ვასწავლოთ აგვისტოს ომის ისტორია“, - მიიჩნევს დიმიტრი შველიძე.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ დავითმუსხელიშვილის განმარტებით, პირადად მას აგვისტოს ომთან დაკავშირებით უცხოელთა არაერთი შეფასება წაუკითხავს, სადაც ყოველთვის ქართული ჯარის დადებითი მხარეების შესახებ იყო ხაზგასმული. ისიც კი იყო აღნიშნული, რომ რუსის ჯართან ყველა სახმელეთო შეტაკება ქართველებმა მოიგეს. ერთადერთი, რის გამოც ქართველები დამარცხდნენ, ეს იყო რუსეთიდან მომდინარე საჰაერო იერიში.
„რუსების სიძლიერე არის მხოლოდ რაოდენობაში. ამიტომ მე ვთვლი, რომ ეს ბრძოლაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლაა და ჩვენმა ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რა მოხდა აგვისტოს ომის დროს. ზუსტადაც ეს გმირულ ენთუზიაზმს გააღვივებს მომავალ თაობაში და ხაზგასმული უნდა იყოს, რომ აგვისტოს ომის დროს ყველა სახმელეთო ბრძოლა მოვიგეთ, მაგრამ ძალა აღმართს ხნავს“, - აღნიშნა დავით მუსხელიშვილმა ჩვენთან საუბრისას.
რა უნდა ასწავლოთ მომავალ თაობას სიცრუე?!
ვაიპრეზიდენტ მიშტლერ დაღმაშენებლის მხედართმთავრული "ნიჭიერება"?!
რუსეთის წინააღმდეგ ბლიცკრიგის 21 საუკუნის ჰიტლერუკას კრახი?!
ამ ომის გმირების მიშმაკური გეგმისადმი მსხვერპლად შეწირვა?!
მსხვერპლად შეწირული გმირების გვამების უპატრონოდ ყვავ-ყორნების საჯიჯგვნად მიტოვება და შემდეგ ბულდოზერით საფლავში ჩაყრა?!
სიკვდილსგადარჩენილი გმირ მეომართა დევნა, დაპატიმრება, დახვრეტა, კასრებში დაბეტონება და ზღვაში ჩაძირვა?!
ვერა და ვერ ისწავლეთ ჭკუა, კოჰაბიტაციამ ისე გამოგათაყვანათ აზრზე ვეღარ მოდიხართ, რეებს ბოდიალობთ?!
მარიხუანის აფიორა არ გაგივიდათ და ახლა ახალ აფიორას იწყებთ?!
დავკრათ ამ ნაცური სამინისტროს წუნკლებს!