პატრიარქს ახალაიასთან შეხვედრის დროს გული წაუვიდა

პატრიარქს ახალაიასთან შეხვედრის დროს გული წაუვიდა

როგორც „საქართველო და მსოფლიოს“ საპატრიარქოსთან დაახლოებულმა პირმა აცნობა, გუშინ საპატრიარქოში დათა ახალაიასა და სოსო თოფურიძის მისვლის შემდეგ პატრიარქი ცუდად გახდა. წყაროს ცნობით, ახალაია პატრიარქს მუქარის ტონით ესაუბრებოდა და თხოვდა შეეცვალა განცხადება, რომელშიც პატრიარქი პატიმრების მიმართ განხორციელებულ ძალადობას გმობდა. ახალაია პატრიარქს ეუბნებოდა, ახალ განცხადებაში მას ხელისუფლება გაემართლებინა. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, პატრიარქს აღელვებისგან გულიც კი წაუვიდა ამ დროს. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დათა ახალაიამ და თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციის უფროსმა სოსო თოფურიძემ კი საპატრიარქო უკომენტაროდ დატოვეს.

„საქართველო და მსოფლიო“ ინფორმაციის გადასამოწმებლად კათალიკოს– პატრიარქის მდივანს, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს დაუკავშირდა. მან ჩვენთან საუბრისას არ დაადასტურა ინფორმაცია გუშინდელი ინცინდენტის გამო. თუმცა ამის პარალელურად, მედიასაშუალებებში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ პატრიარქზე სერიოზული ზეწოლა მიმდინარეობს. როგორც

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ დილის ეთერში განაცხადა, ხელისუფლება პატრიარქზე ზეწოლას ახდენს. მისივე თქმით, პატრიარქმა პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება 14:45 საათზე გააკეთა, სტუმრები კი საპატრიარქოში 15:00 საათზე მივიდნენ.

„თუ საუბარია იმაზე, რომ ეს ზეწოლისთვის გაკეთდა, მაშინ შეიძლება ვისაუბროთ ზეწოლის მცდელობაზე ხელისუფლების მხრიდან, თუმცა ეს იყო უშედეგო მცდელობა. უშედეგო იმიტომ, რომ მათი სტუმრობიდან ნახევარ საათში გავრცელდა მეორე განცხადება, რომელშიც საპატრიარქო მომხდარს კვლავ გმობს და საზოგადოებას უცხადებს, რომ საზეიმო საეკლესიო დღესასწაულები გადაიდო. მათ სურვილი ჰქონდათ, ინფორმაცია მიეწოდებინათ პატრიარქისთვის, რომ სისტემის რეფორმირებას აპირებენ. როგორ აპირებენ რეფორმირებას – უფრო დახვეწილი ცოცხები და ხელკეტები შემოაქვთ თუ რა არის, ვერ გეტყვით, მაგრამ ამაზე სასაუბროდ მივიდნენ“, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

ეს ხელისუფლების მხრიდან პატრიარქზე ზეწოლის პირველი შემთხვევა არაა. „საქართველო და მსოფლიო“ წერდა იმაზე, რომ 22 ივლისს ალავერდში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, პრეზიდენტმა პატრიარქი ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერაში დაადანაშაულა, ხმამაღლა უყვიროდა, პატრიარქს ხელიც კი მოჰკიდა, არაფერი შეგეშალოსო