გორის სამხედრო ჰოსპიტალში ნაცემ პატიმრებს ეძებენ

გორის სამხედრო ჰოსპიტალში ნაცემ პატიმრებს ეძებენ

19 სექტემბერს, 23:20 საათზე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გორის სამხედრო ჰოსპიტალი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის პრესსამსახური ავრცელებს. ჰოსპიტალში ვიზიტის მიზეზი საინფორმაციო სააგენტოების მიერ რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც, გორის სამხედრო ჰოსპიტალში სამი ნაცემი პატიმარი გადაიყვანეს.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეხვდა და ესაუბრა ჰოსპიტალის ხელმძღვანელს – თამაზ გვასალიას. სახალხო დამცველის წარმომადგენელთან საუბარში ჰოსპიტალის ხელმძღვანელმა უარყო სამხედრო ჰოსპიტალში პატიმართა მიყვანის ფაქტი და დაადასტურა, რომ ამ დროისათვის ჰოსპიტალში არ არის განთავსებული არცერთი პატიმარი.