„უნიქარდი“ ბაზარზე 2010 წლის აპრილიდან გამოჩნდა და საკმაოდ მოკლე დროში პოპულარული გახდა. დღეს უნიქარდით სარგებლობა 200-ზე მეტ კომპანიის 1000-ზე მეტ ობიექტშია შესაძლებელი და სავაჭრო სეგმენტში არსებულ ყველა სფეროს მოიცავს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნიქარდზე ქულები ყველაზე სწრაფად გროვდება.
„უნიქარდი უნივერსალური დაგროვებითი ბარათია. ლოიალურობის პროგრამები საქართველოში აქამდეც არსებობდა, თუმცა არა უნივერსალური ხასიათის. „უნიქარდმა“ შეძლო მომხმარებლისთვის ათეულობით ბარათის გამოყენებასთან დაკავშირებული უხერხებულობა მოეხსნა და ერთი ბარათის კომფორტული და მარტივი მოხმარების პირობებით ჩაენაცვლებინა. უნიქარდი უვადო და უფასოა. ორ ძირითად ბარათთან ერთად მსურველს სრულიად უფასოდ, დამატებითი 3 ბარათი გადაეცემა ანუ, ხუთივე ბარათი აგროვებს ერთ ანგარიშზე, რაც დაგროვების ტემპს გაცილებით ზრდის. და რაც მთავარია, დააგროვეთ ყოველთვის, როდესაც ყიდულობთ!“ – განმარტავს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ანა კოშაძე.
უნიქარდმა ოპერირება უკვე რეგიონებშიც დაიწყო, რამდენი მომხმარებელი ჰყავს და რამდენი საჩუქარია დღემდე გაცემული?
–კომპანიამ ამ მოკლე დროში მომხმარებლის დაინტერესება ბარათის უნივერსალურობის ხარჯზე შეძლო. ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ მომხარებლის ინტერესებს. უნიქარდით სარგებლობა თბილისის გარდა, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავშიც შესაძლებელია. უნიქარდს 344 164 მომხმარებელი ჰყავს, მათ შორის პირველი სექტემბრიდან დღემდე 44 164 ახალი მომხმარებელი შეიძინა და პირველ ნოემბრამდე 87 175 საჩუქარი გასცა. უნიქარდის ბარათით ქუთაისის 16 ათასამდე და ბათუმის 43 ათასამდე მცხოვრები სარგებლობს.
რა სარგებელს ვიღებთ ქულების დაგროვებით, გარდა იმისა რომ არაფერს არ ვკარგავთ?
–დაგროვილი ქულებით ღებულობთ საჩუქრებს. საჩუქრები საკმაოდ მრავალფეროვანია. „უნიქარდმა“ ვებ-კატალოგზე მუშაობა უკვე დაასრულა. განახლებული ბეჭდური კატალოგი კი, სულ მალე, 18 ნოემბერს გამოვა. ახალ კატალოგში 2 ათასამდე საჩუქარია შესული და მისი შერჩევა მომხმარებელს უკვე 12 ქულიდან შეეძლება. „უნიქარდის“ ვებ-კატალოგში განთავსებულია სამოგზაურო ტურების განახლებული ვარიანტიც. საჩუქრები მრავალფეროვანია და მომხმარებლის ყველა სეგმენტზეა გათვლილი.
უნიქარდის ახალი კატალოგი მომხმარებლის ქცევაზე და დაკვირვებების შედეგად შეიქმნა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დააგროვოს ქულები და მიიღოს საჩუქარი, არჩევანი საკმაოდ დიდია, რომელთა ჩამონათვალიც ასევე შეიძლება იხილოთ ჩვენს ვებ-საიტზე: www.unicard.ge.
თქვენ ოფიციალური გვერდი გაქვთ ფეისბუქზეც, სადაც უკვე 14 ათასამდე მეგობარი გჰყავთ...
–გამუდმებით ვცდილობთ, ქულების დაგროვების პროცესი სასიამოვნო და სახალისო იყოს. ამის გამოხატულებაა სხვადასხგვარი აქციები და წამახალისებელი კონკურსები facebook-ზე, მისამართი: www.facebook.com/unicard.ge, სადაც ყოველდღე სახალისო გათამაშებებია, უნიქარდის პარტნიორების შესახებ ქვეყნდება სხვადასხვა კითხვები და გამარჯვებულებს ვჩუქნით ქულებს. ჩვენს მომხმარებლებს ქულების დაგროვება უკევ ფეისბუქზეც შეუძლიათ.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს პარტნიორ კომპანია „ვისოლთან“ ერთად სპეციალური აქცია - „ვისოლის კვირეული“. კვირეულში მონაწილეობა შეუძლია „უნიქარდის“ ყველა მეგობარს. გამარჯვებულები მთელი კვირის განამვლობაში მიიღებენ პარტნიორი კომპანიისგან სპეციალურ პრიზს.
გარდა ფეისბუქისა, სპეციალური აქციები მიმდინარეობს ჩვენს პარტნიორ მაღაზიებშიც, სულ ახლახანს დასრულდა „უნიქარდის აქცია თქვენი უბნის მარკეტებში“, რომელიც 10 ოქტომბერს დაიწყო და 10 ნოემბერს დასრულდა. ამ პერიოდის განმავლობაში მარკეტებში ყოველ ჯამურად დაგროვილ 5 ქულაზე უნიქარდისგან მომხმარებელი საჩუქრად დამატებით 5 ქულას იღებდა. აქციაში მონაწილეობდა 70-ზე მეტი სუპერმარკეტი. ოქტომბერში „უნიქარდმა“, „ჯორდანოს“ მაღაზიათა ქსელთან ერთად, საშემოდგომო აქცია დაიწყო, რომელიც ერთი თვე გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში „ჯორდანოს“ ყველა მაღაზიაში მომხმარებელი „უნიქარდისგან“ გაზრდილ ქულებს იღებდა - 10 ლარზე 3 ქულას. ამასთან, „უნიქარდის“ მფლობელები „ჯორდანოში“ ექსკლუზიური, 30 პროცენტამდე ფასდაკლებით სარგებლობდნენ.
ამ ეტაპზე სპეციალური აქცია მიმდინარეობს მაღაზია „Cop.Copine“-ში, სადაც უნიქარდის მომხმარებელი ექსკლუზიური 30 პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებს, მას ასევე ელის საჩუქარი და გაზრდილი ქულები, ყოველ 10 ლარზე 2,3 ქულა.
რატომ არ ტარდება უნიქარდის ბარათი ზოგიერთ მაღაზიაში ფასდაკლებების დროს?
–ამ ეტაპზე ჩვენი პარტნიორი კომპანიები თავად საზღვრავენ როგორ მოიქცნენ ფასდაკლებების დროს. ვფიქრობ, სულ მალე უნიქარდის მფლობელებს ყველა ობიექტში ნებისმიერი ფასდაკლების დროს ექნებათ საშუალება დააგროვონ ქულები. „უნიქარდი“ ცდილობს პარტნიორებს მოქნილი პირობების შეუქმნას. საკონტრაქტო სისტემა ისეა აწყობილი, რომ ჩვენს თითოეულს პარტნიორს მოქმედების თავისუფლების მაქსიმალური ხარისხი აქვს. ჩვენ არ ვზღუდავთ მათ მათი ფასდაკლების სისტემის, თუ ლოიალურობის პროგრამების განხორციელებაში. მომხმარებელი თავად განსაზღვრავს დაგროვებითი სისტემის რომელი სქემით ისარგებლოს.
უნიქარდით სარგებლობა 200-ზე მეტ კომპანიის 1000-მდე ობიექტშია შესაძლებელი, მათ შორისაა 70-ზე მეტი სუპერმარკეტი, შევა თუ არა უნიქარდი სხვა სუპერმარკეტებში?
–რა თქმა უნდა, ჩვენ ყოვედღიურად ვფართოვდებით და ჩვენი პარტნიორი კომპანიების რიცხვი დღითიდღე იზდება. გაიზარდა უნიქადის პარტნიორი სუპერმარკეტების რაოდენობაც. 70 მარკეტს, სულ ახლახანს, 4 ახალი მარკეტი შეემატა: „თელეთი“, „ლიდერი XXI“, „ჯეო მარკეტი“ და „სითი მარკეტი“.
სამომავლო გეგმებზე რას გვეტყოდით?
–დღეს უნიქარდი თბილისის გარდა არის ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში. მომავალში ვგეგმავთ გორში, თელავსა და მცხეთაში შესვლასაც. გვინდა, რომ მოვიცვათ საქართველოს ყველა დიდი ქალაქი. საქმიანობის მცირე პერიოდის მიუხედავად, უნიქარდმა, როგორც უნიკალურმა საპარტნიორო პროგრამამ უკვე გაამართლა და ამის დასტურია ჩვენს ქსელში შემავალი კომპანიების შემოსავლებისა და მომხმარებლების ზრდა.