ედუარდ შევარდნაძე:

ედუარდ შევარდნაძე: "ქვეყნის სათავეში ბიძინა ივანიშვილი მოვა და ხალხი ამოისუნთქავს"

ჯოჯოები, მღრღნელები, მუ­მიები... - ამ ეპითეტებით ამ­კობენ ხელისუფლების წარ­მომადგენლები ოპონენ­ტებს, განსაკუთრებით კი - "ქართულ ოცნებას" და მის ლიდერებს. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ხელისუფ­ლების წარმომადგენელთა ლექსიკონში ახალი ტერმინე­ბი გაჩნდა - "კლასი" და "კლა­სობრივი ბრძოლა"... ქვეყანა­ში წინასაარჩევნოდ შექმნილ ვითარებაზე ექსპრეზიდენ­ტი ედუარდ შევარდნაძე გვე­საუბრება.

- ბატონო ედუარდ, "ნაციო­ნალური მოძრაობის" წარმომადგენლები ოპონენტებს ხშირად მიმარ­თავენ ისეთი ეპითეტებით, როგორიცაა "ჯოჯოები, მღრღნელები, მუ­მიები..." რა შეიძლება ეწოდოს ამგვარ დამოკიდებულებას ოპონენტე­ბის მიმართ?
- ასეთი გამონათქვამების გამოყენება ოპონენტების წინააღმდეგ დაუშვებე­ლია, ოპოზიციის ცალკე კლასად გამოყოფა კი უსამართლობაა. სხვა სიტყ­ვებს ამ მოვლენის დასახასიათებლად ვერც კი ვპოულობ. საერთოდ, წინასა­არჩევნო კამპანია ის პროცესია, რომელმაც უნდა გაარკვიოს ურთიერთობა ადამიანებს შორის, ურთიერთობა ქვეყნის ხელისუფლებასა და მის მოქალა­ქეებს შორის. როდესაც საპირისპირო რამ ხდება და ურთიერთობა კიდევ უფ­რო იძაბება, ეს მიუღებელია. საზოგადოებას შევახსენებ ერთ მნიშვნელოვან ფაქტს:

თუ არ ვცდები, ჯერ კიდევ 1987 წლის დასაწყისში, როდესაც საბჭოთა კავში­რის დაშლაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელი იყო, მე, როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოფიციალურად მივმართე ხელისუფლებას, უარი გვეთ­ქვა "კლასობრივ ბრძოლაზე", რადგან ეს ტერმინი თავისი არსით იმ ეტაპზე უკვე სრულიად ეწინააღმდეგებოდა "ახალი აზროვნების" პრინციპებს. სწო­რედ ეს გახდა წინაპირობა იმისა, რაც ორი წლის შემდეგ მე და აშშ-ის იმჟამინ­დელმა სახელმწიფო მდივანმა ჯიმ ბეიკერმა განვაცხადეთ ვაიომინგში, რომ ჩვენ, ორი სუპერსახელმწიფო, რეალურად გავხდით პარტნიორები დასავ­ლეთსა და აღმოსავლეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობის და, საბოლოოდ, ფასეულობათა ინტეგრაციის საკითხებში.

- "რუსული პროექტი" - ხშირად ასე მოიხსენიებს ხელისუფლება ბიძი­ნა ივანიშვილს...
- ეს არის სრული სისულელე! კაცმა, რუსეთში რაც ებადა, ყველაფერი გაყიდა და მაინც რუსეთთან კავშირში სდებენ ბრალს. სხვათა შორის, მე ცუდს ვერა­ფერს ვხედავ იმაში, რომ ქართველ პოლიტიკოსს მიზნად ჰქონდეს რუსეთ­თან ურთიერთობის მოგვარება. ეს დასავლეთთან ურთიერთობაზე უარის თქმას არ ნიშნავს. ბიძინა ივანიშვილს სულ რომ არაფერი გაეკეთებინა ქარ­თველი ხალხისათვის და მხოლოდ სამების ტაძარი აეშენებინა, ღირსებად მარტო ეს ეყოფოდა, თუმცა მას ჩემი ადვოკატობა არ სჭირდება. კიდევ ერ­თხელ გავიმეორებ: ბიძინა ივანიშვილი მოვა ქვეყნის სათავეში და ხალხი ამო­ისუნთქავს!

- "ქართული ოცნების" ლიდერს ხშირად აკრიტიკებენ იმის გამოც, რომ თავის დროზე ფინანსურად აძლიერებდა ხელისუფლებას. როგორია თქვენი აზრი ამ საკითხზე?
- მე მათ შევახსენებ, რომ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა არა მარტო ჩვენი ქვეყნის მმართველ ძალას, არამედ ეხმარებოდა სრულიად საქართველოს. მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქართველი ხალხის ინტელექტუა­ლურ განვითარებაში. თანაც, სრულიად უხმაუროდ აკეთებდა უამრავ სასი­კეთო საქმეს. რატომ ავიწყდებათ, რამდენი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა?!

- ბევრი ამბობს, რომ ხელისუფლება არჩევნების შედეგების გაყალბე­ბას შეეცდება...
- ხელისუფლებას არჩევნების გასაყალბებლად ძალიან დიდი რესურსი აქვს: არმია, პოლიცია, გამგეობები... ასე რომ, არჩევნების შედეგების გაყალბება მო­სალოდნელია, უფრო მეტიც, ეს არის რეალური საშიშროება, რომელსაც შეიძ­ლება მხოლოდ ერთი იარაღი დავუპირისპიროთ: 1-ელ ოქტომბერს ყველა უნ­და მივიდეთ საარჩევნო უბანზე და ხმა მივცეთ სასურველ კანდიდატს. ეს ყველა ჩვენგანის მოვალეობაა, მერე სხვას რომ არ გადავაბრალოთ ის, რაც ქვეყანაში ხდება. ხმის მიცემის უფლება, ეს არის კონსტიტუციით გარანტირე­ბული უფლება, რომელსაც ადამიანს ვერავინ წაართმევს და ეს უფლება ყვე­ლამ უნდა გამოიყენოს.

უცხოელი დამკვირვებლების სიმრავლე გარკვეულ გარანტიას ქმნის სამარ­თლიანი არჩევნების ჩასატარებლად, მაგრამ გადამწყვეტი ძალა მაინც ჩვენი ხალხია, მან უნდა განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის ბედი, მისი მომავალი.

- როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები, თუ არჩევნები გაყალ­ბდება? სხვათა შორის, ბევრი შიშობს, რომ ხელისუფლება თავისი ოპონენტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას არ მოერიდება...
- მთავარია, საარჩევნო წესები არ დაირღვეს! რაც შეეხება ძალის გამოყენებას, მგონი, ამას ხელისუფლება ვერ გაბედავს, რადგან ის პასუხს აგებს როგორც ქართველი ხალხის, ასევე მთელი მსოფლიოს წინაშეც. სწორედ ხელისუფლე­ბის მოვალეობაა, არჩევნები კანონიერად ჩატარდეს.

მით უმეტეს, 1-ლი ოქტომბრის არჩევნები მსოფლიოს ყურადღების ცენ­ტრშია მოქცეული.

- გარდა "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნებისა" ქვეყა­ნაში არსებობს ე.წ. მესამე ძალა, რომელსაც ჩვენი საზოგადოების ნაწი­ლი ფსევდოოპოზიციად აღიქვამს. ჩნდება კითხვა - რა როლს შეასრუ­ლებს ეს ძალა მომავალ არჩევნებში?
- რა თქმა უნდა, ქვეყანაში არსებობს სხვა პოლიტიკური ძალებიც, მაგრამ მა­თი როლი გადამწყვეტი ვერ იქნება. თუმცა, ისინი "ქართულ ოცნებას" ხმების ნაწილს მაინც წაართმევენ.

- დასასრულ, ბატონო ედუარდ, რას ელოდებით უკვე მოახლოებული არჩევნებისაგან?
- ვიმედოვნებ, რომ ივანიშვილი ამ არჩევნებში გაიმარჯვებს და ეს საქართვე­ლოს მშვიდობასა და წინსვლას მოუტანს.