გასულ საღამოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემა "აქცენტების" სტუმარი კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი იყო. გადაცემა, რომლის რეგლამენტი დაახლოებით ერთი საათია, გუშინ ზუსტად 20:00 საათზე დაიწყო.
საკმაოდ დაძაბული და დინამიური პაექრობა "აქცენტების" წამყვანს ეკა კვესიტაძესა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსს შორის საათსა და 30 წუთს გაგრძელდა. კამათი იმდენად მწვავე იყო, რომ ერთ მომენტში ივანიშვილმა ეკა კვესიტაძეს მიმართა: "ძალიან გთხოვთ, ნუ მეჩრებით!". თუმცა ამ ფრაზისთვის ივანიშვილმა ჟურნალისტს ბოდიში არაერთხელ მოუხადა.
როგორც აღმოჩნდა, დაძაბული ვითარება მხოლოდ ეკრანზე არ ყოფილა. "აქცენტების" მიმდინარეობისას საეთეროშიც საკმაოდ ნერვიულობდნენ. როგორც "ივერონს" საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთმა თანამშრომელმა უამბო, თავიდან კულისებში მშვიდად იყვნენს, თუმცა შემდეგ მიხვდნენ, რომ პროცესებს არა ეკა კვესიტაძე, არამედ ივანიშვილი მართავდა.
"ამ დროს დაიწყეს მითითებების მიცემა. საეთეროში სრული ქაოსი იყო, კვესიტაძეს ყურში ყველა, ლამის სააკაშვილი, აძლევდა მითითებებს", - განაცხადა არხის თანამშრომელმა.
კადრს მიღმა შექმნილი სიტუაციით გამოწვეული დაძაბულობა და შესაბამისად, წამყვანის მღელვარება მაყურებელსაც არ დარჩენია შეუმჩნეველი. საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული გუშინდელი "აქცენტების" სრული ჩანაწერის ქვემოთ კომენტარი არაერთმა პირმა დატოვა, მათ შორის "საქართველოს გზის" ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმაც.
"კვესიტაძის შემხედვარეს, ყურიდან ხელს რომ ვერ იშორებდა, ფილმი "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" გამახსენდა", განსაკუთრებით ის მომენტი, ვერიკო ანჯაფარიძეს ყურში რომ არ ესმის. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ეგ სცენა გამახსენდა".
"აუ, როგორ იტანჯება ეს ქალი???? წვალობს, წვალობს...რა ქნას? აუ, მაგრად გაუფუჭდა ეთერი, ოღონდ თავის მხარეს:)))"
სალომე ზურაბიშვილი კი წერს: "თბილისს რომ უყურებეთ, არ არის წინწასული... ბოლოში რომ კნავის კაციტაძე (სავარაუდოდ, კვესიტაძეს გულისხმობდა) და ყურში სხვა ვეღარაფერს ვერ უჩურჩულებენ?"