მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ვარშალომიძის ქუჩა, _ ასეთი აბრებითაა დამშვენებული თურქეთის ქალაქ ჰოფაში მდებარე "სტამბულბაზარი".
საინტერესოა, რა დამსახურებისთვის გამოხატეს თურქებმა ასეთი მადლიერება ქართველი პოლიტიკოსების მიმართ?
"გურია ნიუსთან" საუბარში ამ ქუჩების ერთ-ერთი თვითმხილველი მარინე სუნგულია ამბობს, რომ ნანახით გაოცებული დარჩა:
_ როდესაც "სტაბულბაზარში" ვიყავი, კორიდორში ვნახე მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ვარშალომიძის სახელობის აბრები გამოკრული. ნანახმა ჩემი გაოცება გამოიწვია, რადგან თურქები ყველაფერს თურქულს უფრთხილდებიან და ინგლისურენოვანი აბრებიც კი არ აქვთ გამოკრული _ ყველაფერი თურქულ ენაზე წერია. ერთ-ერთმა თურქმა, ჩემს შეკითხვაზე, _ რატომ დაარქვეს ეს სახელები, დამტვრეული ქართულით, მიპასუხა: "ესენი ჩვენი კაცები არიან და ბათუმი ჩვენია".