რატომ სცემეს ცისკარიშვილმა, არველაძემ და ოქრუაშვილმა პატიმარი

რატომ სცემეს ცისკარიშვილმა, არველაძემ და ოქრუაშვილმა პატიმარი

პეტრე ცისკარიშვილის გატა­ცებაში ეჭვმიტანილ კოტე ცი­ხისთავს პატიმრობამ მიხე­ილ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის დროს მოუწია. ეს ის პერიოდია, როცა შინა­გან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებუ­ლი პენიტენციური სისტემა იუსტიციის სამინისტროს გა­დაეცა.

პეტრე ცისკარიშვილის გატა­ცებაში ეჭვმიტანილ კოტე ცი­ხისთავს, ჯერ კიდევ გასამართლებამდე, ღამის ორ საათზე საკანში დაუპა­ტიჟებელი სტუმრები, იუსტიციის მინისტრ მიხეილ სააკაშვილის მოადგი­ლეები ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი არველაძე, ასევე პარლამენტარი პეტ­რე ცისკარიშვილი ესტუმრნენ. ირაკლი ოქრუაშვილი და პეტრე ცისკარიშვი­ლი პატიმარს სასტიკად გაუსწორდნენ. პატიმარს სცემდა გიორგი არველა­ძეც. დოკუმენტში ვკითხულობთ: "შემოვიდა ოპერატიული შეტყობინება, რომ პარლამენტარმა პეტრე ცისკარიშვილმა, იუსტიციის მინისტრის მოადგი­ლეებმა - ირაკლი ოქრუაშვილმა და გიორგი არველაძემ შუაღამისას საკნი­დან გამოიყვანეს პატიმარი კოტე ციხისთავი და მთელი სისასტიკით სცე­მეს". მოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ მოძალადეებს პატიმრის საკნის კა­რი გაუღო ირაკლი ოქრუაშვილის ბიძამ, რომელიც იმხანად ციხის თანამშრო­მელი იყო. სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ციხისთავს მთელ სხე­ულზე აღენიშნებოდა მოტეხილობები და სისხლჩაქცევები. პატიმარი ხან­გრძლივი პერიოდის განმავლობაში გადაადგილებასაც კი ვერ ახერხებდა. მი­უხედავად იმისა, რომ აშკარა იყო მაღალი თანამდებობის პირთა მიერ ჩადე­ნილი დანაშაული, შევარდნაძის ხელისუფლების სამართალდამცველებმა, იმხანად ახალგაზრდა რეფორმატორებად ცნობილი პირების დასჯა ვერ შეძ­ლეს და მომხდარ დანაშაულზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. საქ­მის მოკვლევაც, მტკიცებულებათა უქონლობის მოტივით, მალევე შეწყდა.

P.S. დღეს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი უცხოეთშია გადახვეწილი, პეტრე ცისკარიშვილს "ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ სიაში საპატიო N2 ადგილი უკავია, გიორგი არველაძე კი ტელეკომპანია "იმე­დის" ერთ-ერთი მფლობელი და ხელმძღვანელია.