მიუტანეს

მიუტანეს "იაჩიკებში" შეფუთული ბალონები,იქიდან გამოიყვანეს "შლანგი" და ასე "აანთო" ამ საცოდავმა...

გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით "ვინც უნდა ის ჩამოვიდეს და თუ გავმტყუნდები, მიჩვილოს და დამიჭიროს" „თავისუფალი საქართველოს“ რეგიონული მდივნის გია ყრუაშვილზე დაყრდნობით,    სააკაშვილის ხარაგაულში ვიზიტის კულუარების აქვეყნებს.

"11 სექტემბერს ამერიკაში სავაჭრო ცენტრის აფეთქების დღეს მიხეილ სააკაშვილმა ღმერთისა და კაცის მიერ მივიწყებულ ხარაგაულში მტრის თვალის დასავსებად და მოყვრის გულის გასახარად გაზი აანთო, მაგრამ ხარაგაულს გაზი არ აქვს! "ალიას" პარტია "თავისუფალი საქართველოს" რეგიონული მდივანი გია ყრუაშვილი ესაუბრა".

"სააკაშვილი ჩამოფრინდა სამი საათის დაგვიანებით, დაახლოებით შვიდის ნახევარზე. მანამდე ორჯერ მოატყუა ხალხი, ჩამოვდივარო და ახლა, მესამედ, როგორც იქნა აღირსა და ჩამობრძანდა. სპორტის სასახლე და სკვერი უნდა გაეხსნა და ეგ არ იყო მაგათი სპორტული ზეიმი. ხუთი წუთითაც არ გაჩერებულა სპორტდარბაზში, მხოლოდ კარში გაყო თავი, რაღა ჟურნალისტებს კადრი აეღოთ. მერე ბავშვი აიყვანა ხელში, მერე სკვერში, სადაც 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალია, მიუტანეს "იაჩიკებში" შეფუთული ბალონები, რომლებიც პოლიციელებმა სადღაც გადამალეს, მერე იქიდან გამოიყვანეს "შლანგი" და ასე "აანთო" ამ საცოდავმა გაზი და გამოაცხადა - დღეიდან ხარაგაულში 280 ოჯახს გაზი ექნებაო! ჩამოვიდეს ნებისმიერი ადამიანი და თუ ვინმე ხარაგაულში გაზს აანთებს, თქვენი ხმალი და ჩემი კისერი!" - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ყრუაშვილი.

"აი, ამ "მუსკულა" ბიჭებს ვეკითხები - წითელი მაიკებით რომ დადიან აღმა-დაღმა, მიხელ სააკაშვილმა რომ გითხრათ, ცოლებთან აღარ დაწვეთო, რას იზამთ-მეთქი, იტყვით რა ვქნათ, კაცო, ასე საჭირო, აბა სამსახურსა და ხელფასს ხომ არ დავკარგავთო? ცოტა გამოფხიზლდით ხალხო, თორემ აღარ დარჩა ეს ქვეყანა. ბალონები ჰქონდათ პოლიციელებს დამალული სკვერში და ასე მოხდა ეს ამბავი - თავიდან სააკაშვილს უნდოდა ერთ-ერთ ოჯახში აენთო გაზი, სადაც, რა თქმა უნდა, ბალონი იქნებოდა ასევე დამალული, მაგრამ ეს ამბავი გაბაზრდა და მერე სხვა ვერაფერი მოიფიქრეს. ამ წუთის მდგომარეობით, ვინც უნდა ის ჩამოვიდეს, მიჩივლოს და დამიჭიროს! სოლომონ მეფის ქუჩის გვერდით არის ის სკვერი, მაგ ქუჩაზე მაქვს მე ჩემი ოფისი და არსად გაზი არ არის და ამ სულელმა საიდან აანთო გაზი? დავიარე დღეს მთელი კორპუსები, ყველგან ვნახე და არსად გაზი არ არის", - განაგრძობს რესპონდენტი.

"გახსოვთ, ვანო მერაბიშვილი რომ ჩამოვიდა ხარაგაულში და საავადმყოფოს მშენებლობა რომ დაათვალიერა, სწორედ იმ დღეს მოიყვანეს ახალგაზრდა ბიჭები, ჩააცვეს მუშების ტანსაცმელი, ვითომ რაღაცას აშენებდნენ და როგორც კი მერაბიშვილი წავიდა, იმ დღის შემდეგ საავადმყოფოს კაციშვილი არ მიჰკარებია. ხარაგაულში იმ ექიმებს, რომლებიც ბავშვებს აცრებს უტარებენ, იცით რამდენი აქვთ ხელფასი? 4 ლარი!!! ბავშვებს გეფიცებით, ახლა ველაპარაკე ექიმს და 4 ლარი აქვთ ხელფასი. მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას რომ არ შეცდეთ და ამ მკვლელებს, ბანდიტებსა და სამშობლოს მოღალატეებს არ მივცეთ ხმა", - დასძენს გია ყრუაშვილი.