1 ოქტომბერს შესაძლოა, საქართველოს ახალი ისტორია «დაიწყოს». ყოველ შემთხვევაში, როგორც ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, ამ დღეს არჩევანი კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებს კი არა, ეროვნულ და ანტიეროვნულ ცნობიერებას შორის უნდა გაკეთდეს. მე-20 საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან მოყოლებული, საქართველოში «ანტიეროვნული ცნობიერება», როგორც წესი, რუსეთსა და სოროსთან ასოცირდება. მართალია, «სოროსისტებს», «კრემლისტებისგან» განსხვავებით, მედია მოღალატეებად არ აცხადებს, მაგრამ იყო პერიოდი, როცა ცალკეული პოლიტიკური დაჯგუფებები სოროსის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან გამოსვლებს აწყობდნენ. მეტიც, რამდენიმე წლის წინ, თბილისის ცენტრში სოროსის ფიტულიც კი «დაასაფლავეს»... ზოგი თვლის, რომ «სოროსის მითი» ჩვეულებრივი «შეთქმულების თეორიაა». შესაძლოა, არც უამისობაა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ «ვარდების რევოლუციას» ზურგს სწორედ ეს პერსონა უმაგრებდა. ამასთან, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში სოროსი, უბრალოდ, პერსონა ნონ-გრატადაა გამოცხადებული. მაინც, ვინ არის, რატომ არ უყვართ საქართველოში და, საერთოდ, რა კავშირშია ჯორჯ სოროსი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებთან?
«ბაბუა ჯორჯის» საიდუმლო
ერთ-ერთი უკანასკნელი ცნობა, რომელიც სოროსზე მსოფლიო მედიაში გავრცელდა, ისაა, რომ 82 წლის მილიარდერი და ფინანსისტი მესამედ ქორწინდება. ამ ბურუსითმოცული მოხუცის რჩეული 40 წლის ტამიკო ბოლტონია. როგორც დასავლური მედია იუწყება, მილიარდერმა და ტამიკომ ერთმანეთი 2008 წლის გაზაფხულზე გაიცნეს. სოროსის ახალი ცოლი იმ კომპანიის მფლობელია, რომელიც მომხმარებელს იოგას ე.წ. ონლაინ-ვარჯიშებს სთავაზობს...
მექალთანეობა ჯორჯ სოროსის ერთადეთი მამხილებელი მასალა არაა. მართალია, მსოფლიო პოლიტიკაში სიტყვა ეთქმის და ერთგვარი «რუხი კარდინალიცაა», მაგრამ ბევრ ქვეყანაში თვლიან, რომ სოროსი თანამედროვე მსოფლიოს «შავი ჭირია». ეს შესაძლოა, გადამეტებული შეფასებაა, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, ინგლისაა და საფრანგეთში «ბაბუა ჯორჯს» არ უშვებენ: ოფიციალურმა ლონდონმა რამდენიმე წლის წინ ფუნტ-სტერლინგის წინააღმდეგ განხორიცელებულ მაქინაციებში ამხილა, ოფიციალური პარიზი კი, მას ერთ-ერთი უმსხვილესი ფრანგული ბანკის გაკოტრება-ლიკვიდაციის ხელშეწყობას აბრალებს.
ჯორჯ სოროსის ნამდვილი სახელი და გვარი გეორგი შვარცია. ის 1930 წელს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დაიბადა. 1936 წელს, ფაშიზმის საფრთხის გამო, მომავალი მილიარდერის მამამ გვარი შეიცვალა და სოროსი გახდა. 1946 წელს ჯორჯ სოროსის ოჯახი, გაყალბებული პასპორტებით, საბჭოთა კავშირის კონტროლირებადი უნგრეთიდან ინგლისში გაიქცა, სადაც მომავალმა მილიარდერმა, 1952 წელს, ლონდონის ეკონომიკის სკოლა დაამთავრა. სტუდენტობისას, თავი რომ გაეტანა, ჯორჯი მიმტანად და პორტიედ მუშაობდა. სოროსის თავის ერთ-ერთ მასწავლებლად ცნობილ ფილოსოფო კარლ პოპერს მიიჩნევს. სხვათა შორის, თავისი ორგანიზაციას «ღია საზოგადოების ინსტიტუტი» სწორედ პოპერის ერთ-ერთი ნაშრომის გავლენით დაარქვა...
სოროსი თავს ლიბერალური დემოკრატიის მიმდევრად მიიჩნევს. ამასთან, თვლის, რომ ადამიანმა თავისი ცოდნა და რწმენა, ანუ რელიგიური შეხედულებები მუდმივად უნდა «გადაამოწმოს»...
სხვათა შორის, საქართველოშიც, როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ლიბერალური დემოკრატიის «გავრცელება» სწორედ სოროსთან ასოცირდება _ იმ პერსონათა ნაწილი, რომლებიც ქართულ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მე-20 საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევარში გამოჩნდნენ, თავს სწორედ «ლიბერალური დემოკრატიის» მსახურებად მიიჩნევენ. ასე, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია, თეა თუთბერიძე, თინა ხიდაშელი, დავით უსუფაშვილი, ძმები ბერძენიშვილები და ასე შემდეგ... ობიექტურობისთვის, იმის თქმაც აუცილებელია, რომ თავის დროზე, ანუ მე-20 საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ჯოჯრ სოროსი ფინანსურად ქართველ მეცნიერებსაც ეხმარებოდა, თუმცა მოგვიანებით, ამ მეცნიერთა ნაწილი «ანტისოროსელი» გახდა.
ქართველ «ანტისოროსელთა» განცხადებით, ჯორჯს სოროსი ქართული ცნობიერებისა და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ იბრძვის და ამ მიზნების განხორციელებაში ზემოხსენებული პერსონები ეხმარებიან. ამ თეორიის მიმდევართა თქმით, თავის დროზე სწორედ ამიტომ შეიქმნა «თავისუფლების ინსტიტუტი», რომლის დამფუძნებლებიც «რესპუბლიკელები» ძმები ბერძენიშვილები, დავით ზურაბიშვილი, ოდიოზური გივი თარგამაძე და, ასევე, ოდიოზური ლევან რამიშვილი და გიგა ბოკერია იყვნენ. ახალდაარსებულმა «თავისუფლების ინსტიტუტმა» სახელი ე.წ. იაჰოვას მოწმეთა დაცვითა და ბასილ მკალავიშვილის წინააღმდეგ ბრძოლით გაითქვა... ბოლოს, საქმე იქამდეც მივიდა, რომ ძმები ბერძენიშვილები, სოზარ სუბარი და «თავისუფლების ინსტიტუტის» სხვა სახეები მკალავიშვილმა ანათემას გადასცა...
ჯორჯ სოროსი არაფერს აწარმოებს, ანუ კლასიკური ბიზნემსენი არაა. მისი ბიზნესი, უხეშად რომ ვთქვათ, სხვისი ინტელექტის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებაა. ამ მხრივ პირველი სერიოზული მოგება კი, სოროსს «კვანტუმ ფონდმა» მოუტანა, რომელიც 1970 წელს მეგობრებთან ერთად დაარსა. 1992 წელს, ბრიტანულ ფუნტ-სტერლინგთან დაკავშირებული «ფინანსური ვირეშმაკობით», როგორც ინტერნეტში გავრცელებული მასალები მოწმობს, სოროსმა მილიარდ-დოლარიანი მოგება ნახა.
ებრაული წარმოშობის ფინანსისტი თავის მოგების დიდი ნაწილს, როგორც წესი, «ღია საზოგადოების» მშენებლობაზე ხარჯავს. აღსანიშნავია, რომ «ღია საზოგადოების» ფილიალი საქართველოში მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან, ანუ იმ დროიდან მოქმედებს, როცა ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ასპარეზზე ე.წ. ლიბერტარიანელები გამოჩნდნენ.
კომერციის თავისუფლება, ტოლერანტობა განსხვავებული, ახლებური აზროვნებისა და ქცევის მიმართ _ ესაა «სოროსის ფონდის» მთავარი პოსტულატები. ინტერნეტ-მასალების მიხედვით, სოროსის «ღია საზოგადოების ინსტიტუტი» და მისი შვილობილი ორგანიზაციები ამ იდეების ხორცშესხმისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ყოველწლიურად 400-მილიონამდე დოლარს ხარჯავენ. სოროსი განსაკუთრებულ აქცენტს ე.წ. განათლების რეფორმაზე აკეთებს. 2003 წლის მონაცემებით, საკუთარი იდეების განხორციელებაზე, რომელსაც «ლიბერტარიანელები» ქველმოქმედებას ეძახიან, სოროსს 4 მილიარდი დოლარი ჰქონდა დახარჯული.
ჯორჯ სოროსმა ე.წ. ხავერდოვანი, გნებავთ, ყვავილოვანი რევოლუციების პროექტის დაფინანსება ჯერ კიდევ იმ დროს დაიწყო, როცა საბჭოთა კავშირს დანარჩენი მსოფლიოსგან «რკინის ფარდა» ჰყოფდა _ მილიარდერი აქტიურად აფინანსებდა ანტისაბჭოთა მოძრაობებს ცენტრალურ ევროპაში. ყოველ შემთხვევაში, არსებობს ინფორმაცია, რომ პოლონური «სოლიდარობისა» და ჩეხური «ქარტია 77»-ის ფინანსური თუ იდეური ხერხემალი სწორედ სოროსი იყო.
ასევე, არსებობს ინფორმაცია, რომ «ვარდების რევილუციაც» სწორედ სოროსმა დააფინანსა. მართალია, ამ შეფასებას თავად მილიარდერი ბოლომდე არ იზიარებს, მაგრამ არსებობს კულუარული ცნობით, რომ «ვარდების რევოლუციის» წინ, ანუ 2003 წლის ზაფხულში ქართული «სოროსის ფონდის» იმჟამინდელი ხელმძღვანელი, კახა ლომაია, რომელიც რევოლუციის შემდეგ განათლების მინისტრი გახდა, ამჟამად კი, დიპლომატიურ სამსახურშია, აშშ-ში ჯორჯ სოროსს შეხვდა. სწორედ ამ შეხვედრაზე, როგორც კულუარებში ამბობენ, «ვარდების რევოლუციის» დეტალები განიხილეს და შემდეგ, რევოლუცია სწორედ ამ გეგმის მიხედვით «განხორციელდა». ეს კულუარული ინფორმაცია, შესაძლოა, სიმართლესმოკლებულია, მაგრამ ფაქტია: კახა ლომაია თითქმის ერთადერთია, რომლისთვისაც მიხეილ სააკაშვილს, «ვარდების რევოლუციის» შემდეგ «უბატონოდ ბუზიც არ აუფრენია» _ მართალია, რამდენიმე ხნის წინ, სააკაშვილმა ლომაიასეული განათლების რეფორმა გააკრიტიკა, მაგრამ ლომაია «ვარდების ინსტემბლიშმენტში» მაინც მნიშვნელოვანი ფიგურაა. არადა, პრაქტიკა ნათელყოფს _ ისინი, ვისაც სააკაშვილი აკრიტიკებს, «ნაციონალურ კარიერას» ერთობ ცუდად ამთავრებენ ხოლმე...
ქართველი «სოროსისტები»
ქართველ ლიბერტანიალებს, ანუ მათ, ვინც ჯორჯ სოროსის იდეებს იზიარებს, ცხონებული გურამ შარაძე «სოროსიკოებს» ეძახდა. მართალია, «სოროსიკოები» ამ მეტსახელში დამამცირებელს ვერაფერს ხედავენ, მაგრამ თუკი ბოლო წლების ქართულ პოლიტიკას გავაანალიზებთ, ასეთ სურათს მივიღებთ: მთავარი ბრძოლა პარტიულ პროგრამებს შორის კი არა, ორ იდეოლოგიას, ანუ ცნობიერებას შორის მიდის. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სოროსის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი განსხვავებული აზრისა და განსხავავებული რელიგიის პატივისცემა, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ტოლერანტობაა. ქვეყანაში, რომლის არაერთი მეფეც, მაგალითად, დავით აღმაშენებელი უდიდესი ტოლერანტიზმით გამოირჩეოდა, უცხოტომელისგან ტოლერანტობის ქადაგება, ცოტა არ იყოს, სასაცილოა. ყოველ შემთხვევაში, ისინი, ვინც თავს ჭეშმარიტ «ანტისოროსელებად» მიიჩნევენ, თვლიან, რომ სოროსი ქართულ ცნობიერებას ებრძვის. ქართული ცნობიერების დასაცავად საქართველოში არაერთი ორგანიზაცია მოქმედებს, თუმცა «სოროსელებს» ყველაზე მძაფრად «მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი» ებრძვის. პოლიტიკურ არენაზე კი, ეროვნული ცნობიერების ერთ-ერთ მთავარ ლობისტად «ქართული დასის» ლიდერი ჯონდი ბაღათურია ითვლება. ზოგი მიიჩნევს, რომ «მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა» და სხვა მსგავსი ორგანიზაციების უკან სწორედ ბაღათურია დგას, თუმცა თავად ბაღათურია ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც საარჩევნო კამპანია «გახურდა», ბაღათურიამ საჯარო გამოსვლებისას რამდენჯერმე ახსენა, რომ მისი ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი «სააკაშვილი ბანდისაგან» ქვეყნის გათავისუფლებაა და ამ გზაზე მთავარი მოწინააღმდეგეები «ლიბერალები», ანუ ე. წ. სოროსელები არიან... მთავარი ინტრიგაც სწორედ ამაშია, თუმცა ინტრიგის კვანძის გასახსნელად, მოდით, პრეისტორია გავიხსენოთ:
ლიბერალური და, საერთოდ, დემოკრატია, რასაკვირველია, კაცობრიობისთვის ცნობილი მმართველობის ყველაზე უკეთესი ფორმაა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ახალ იდეებსა თუ განსხვავებულ აზროვნებას ადამიანები ზოგჯერ მტკივნეულად ეგუებიან. ალბათ, სწორედ ამიტომაც, «სოროსის იდეოლოგიის» მიმდევარი ქართველი პოლიტიკოსები საზოგადოების გარკვეულ, არცთუ მცირე ნაწილში ავტორიტეტით არ სარგებლობენ. არადა, ამ პოლიტსუბიექტებზე ვერ ვიტყვით, რომ განათლება აკლიათ, ან სიტყვა-პასუხი ეშლებათ, მაგრამ მათი მთავარი მამხილებელი «სოროსელობაა»...
მაინც, ვინ არიან «ქართველი სოროსელები»? _ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოში «სოროსის იდეოლოგიის» სათავეებთან, მიხეილ სააკაშვილი, ძმები ბერძენიშვილები, გიგა ბოკერია, დავით უსუფაშვილი, თინა ხიდაშელი, დავით ზურაბიშვილი, ლევან რამიშვილი და კიდევ რამდენიმე პიროვნება იდგა, თუმცა დღევანდელი მოცემულობით, ეს პერსონები სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკში არიან. «ვარდების რევოლუციის» შემდეგ, პოლიტიკურ კულუარებში გავრცელდა ხმა, რომ ჯორჯ სოროსმა სააკაშვილსა და მის გუნდზე თითქოს გული აიყარა და ფსონი «რესპუბლიკელებზე» დადო. ამასთან, ითქვა, რომ მსგავსი «გადანაწილება» აშშ-ში გამართულ იმ შეხვედრაზე მოხდა, რომელსაც გიგა ბოკერია და თინა ხიდაშელი ესწრებდონენ, თუმცა იმხანად გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ინტერვიუში ხიდაშელმა ეს ინფრომაცია არ დაადასტურა...
ბაღათურია VS «რესპუბლიკელები»
ყოველივე ზემოთქმულის ფონზე, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, რასაკვირველია, არსებობს შეკითხვა, თუ როგორ მოხვდნენ «რესპუბლიკელები» ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში. თავდაპირველად არსებობდა კულუარული ხმა, რომ «რესპუბლიკელები» კოალიციის მთავარი იდეოლოგები იყვნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც კოალიციამ ე.წ. პარტიული სია გამოაქვეყნა, სხვა სურათი მივიღეთ. ყოველ შემთხვევაში, მითს, რომ ივანიშვილი «რესპუბლიკელების» გარეშე ნაბიჯს არ დგამს, წყალი შეუდგა და აი, რატომ: «ქართული ოცნების» სიის ე.წ. საპატიო ათეულში მხოლოდ ერთი «რესპუბლიკელია» _ პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, «ოცეულში» კი, ძმებ ბერძენიშვილებიდან მხოლოდ ერთ-ერთი _ დავითი მოხვდა. შესაბამისად, გაჩნდა ვერსია, რომ ივანიშვილი «რესპუბლიკელებისგან» რაღაცნაიარად გამიჯნვნას ცდილობს.
ამავე კონტექსტში შეიძლება, განვიხილოთ მაჟორიტარული ოლქებიც. მაგალითად, საბურთალოზე, ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიცია გაერთიანებული ძალებით შებრძოლებოდა «ნაციონალთა» კანდიდატ ანდრია ურუშაძეს, «ქართული დასისი» ლიდერს ჯონდი ბაღათურიას დავით უსუფაშვილი დაუპირისპირდა.
სხვათა შორის, სიის წარდგენისას, «ქართული ოცნების» ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, მიმდინარეობდა მოლაპარაკება, რომ კოალიციის სიაში ჯონდი ბაღათურიაც ყოფილიყოო. ამ მოლაპარაკებას ბაღათურიაც ადასტურებს, თუმცა მიანიშნებს, რომ კოალიციის სიაზე უარი მნიშვნელოვანი მორალური ხარვეზების გამო თქვა. ამასთან, ბაღათურიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მასა და ივანიშვილს შორის კომუნიკაციის პრობლემაც არსებობდა. მართალია, ბაღათურია არ აკონკრეტებს, თუ რას გულისხმობს ამ «მნიშვნელოვან მორალურ ხარვეზსა» და «კომუნიკაციის პრობლემაში», მაგრამ შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ «კომუნიკაციის პრობლემა», პირდაპირ თუ ირიბად, სწორედ «რესპუბლიკელებს» უკავშირდებათ.
საერთოდ, «რესპუბლიკელებისა» და ჯონდი ბაღათურიას «იდეოლოგიური მტრობა» ჯერ კიდევ «ვარდების რევლუციამდე» დაიწყო. როგორც «ქართულ სიტყვას» ინკოგნიტო წყარომ უამბო, 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოში შესული «ნაცმოძრაობასა» და ჯონდი ბაღათურის შორის დაპირისპირება შეტაკებაში გადაიზარდა და ბაღათურიას მაშინდელი «ნაცმოძრაობის» წევრი «რესპუბლიკელები» «ამოუპანღურებია», თუმცა ეს ინციდენტი იმასთან შედარებით, რაც 2007 წელს, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოხდა, მართლაც, «ჟურნალია».
მოკლედ, როგორც «ქართულ სიტყვას» ინკოგნიტო წყარო უყვება, 2007 წლის სისხლიანი 7 ნოემბრის შემდეგ შექმნილმა «გაერთიანებულმა ოპოზიციამ» საპრეზიდენტო კანდიდატურის დასახელება ე.წ. შიდა კენჭისყრით გადაწყვიტა. გაერთიანების წევრებს არჩევანი ლევან გაჩეჩილაძესა და დავით უსუფაშვილს შორის უნდა გაეკეთებინათ. ამასთან, ცნობილი ყოფილა, რომ უსუფაშვილი გაჩეჩილაძეს ერთი ხმით მოუგებდა. ეს ერთი «ხმა» კი, კონსტანტინე გამსახურდიას ეკუთვნოდა. ჰოდა, ჯონდი ბაღათურიას კონსტანტინე გამსახურდია კენჭისყრიდან დემონსტრაციულად გაუყვანია და იმდენი უქნია, დაურწმუნებია, რომ ხმა უსუფაშვილისთვის კი არა, გაჩეჩილაძისთვის მიეცა. მოკლედ, ეს «შიდა კენჭისყრა» იმით დამთავრდა, რომ «გაერთიანებული ოპოზიციის» საპრეზიდენტო კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე გახდა. წყაროს თქმით, იმ დღიდან «რესპუბლიკელებმა» ბაღათურია სამუდამოდ აითვალწუნეს.
ამ ინფორმაციის გადამოწმებმა «ქართულმა სიტყვამ» თავად ჯონდი ბაღათურიასთან სცადა, თუმცა მას შემდეგ, რაც გაოგო, თუ რა საკითხზე გვსურდა საუბარი, «ქართული დასის» ლიდერმა ტელეფონი გათიშა...
ისე, ჩვენში დარჩეს და, მართლაც, უცნაურია, რომ «ქართულ ოცნებაში» ჯონდი ბაღათურია არაა და, მეტიც, საბურთალოზე კოალიციამ კონკურენტიც ჩაუსვა. შესაძლოა, ვინმემ თქვას, ამაში უცნაური არაფერიაო, მაგრამ ფაქტია: ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ, სააკაშვილს ყველაზე სერიოზული დარტყმა სწორედ ბაღათურიამ მიაყენა _ პარლამენტში წლიური ანგარიშით მისულ პრეზიდენტს კომპრომანტები აუფრიალა და საქმე იქამდეც მივიდა, რომ სააკაშვილი პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გააქცია... სააკაშვილის ეს საქციელი რომ აეხსანათ და გაემართლებიათ «ნაციონალებმა» განაცხადეს, ბაღათურია ივანიშვილთან კასტინგს გადისო, მაგრამ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა და რამდენიმე დღის წინ ივანიშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ ცხადყო, რომ ბაღათურია საქართველოში ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც «მორალური ხარვეზების» გამო, უარი თქვა სიის ათეულზე. არადა, ამ ათეულში მოხვედრისთვის ბევრი პოლიტიკური ლიდერი ოცნებობდა და ერთმანეთსაც ხოცავდა. ივანიშვილის ზენოხსენებულმა განცხადებამ კი, ბაღათურიას რეიტინგი უფრო გაზარდა...
საერთოდ, საზოგადოების ნაწილში მუსირებს აზრი, რომ ივანიშვილმა საბურთალოზე უსუფაშვილი ბაღათურიას «შესაჭმელად» მიუგდო და ამ გზით მის და, საერთოდ, «პერსპუბლიკელების» ჩამოშორებას ცდილობს... ეს შესაძლოა, «შეთქმულების თეორიაა», მაგრამ ფაქტია: ივანიშვილის შემდეგ, ბაღათურია ის ლიდერია, რომელმაც სააკაშვილი პარლამენტიდან გააქცია, შესაბამისად, ხალხის ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა. ახლა კი, მინდია გულუასთან კავშირის შემდეგ, ანგარიშგასაწევი ფიგურაც გახდა, რაც მმართველი გუნდისა და მისი ლიდერისთვის, ბუნებრივია, მიუღებელია. ამიტო, მოსალოდნელია, რომ ქართველ «აგენტთა არიალია» გაფართოვდეს და ნაციონალებმა, ივანიშვილთან ერთად, «პუტინის აგენტებად» ბაღათურია-გულუას ტანდემიც გამოაცხადონ...
ფული და ქართული არჩევნები
2011 წლის ოქტომბრამდე, ანუ იმ დრომდე, ვიდრე ქართულ პოლიტიკაში მსოფლიოში ცნობილი მეცენატი და მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდებოდა, ითვლებოდა, რომ არჩევნებს ის იგებდა, ვისაც ფული ჰქონდა. ალბათ, სწორედ ამ ლოგიკიდან გამომდინარე, «ნაციონალებმა» სასწრაფოდ მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც, გაცხადებული პოლიტიკური ინტერესების მქონე სუბიექტს არჩევნების წინ ფულის დახარჯვა ეკრძალება და თუკი მაინც დახარჯავს, ეს ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაითვლება. ამას თან დაერთო ყბადაღებული დაყადაღებებიც და საქმე იქამდე მივიდა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრესი ადამიანის, ანუ ბიძინა ივანიშვილის კოალიციას, როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში თავად ივანიშვილმა განაცხადა, ფული იმისთვისაც კი არ აქვს, რომ მაგალითად, მაჟორიტარობის კანდიდატთა საარჩევნო გაზეთები დაბეჭდოს.
მოკლედ, მმართველმა გუნდმა საარჩევნოდ ივანიშვილის ფული გაანეიტრალა, თუმცა ამასობაში, ქართულ პოლიტიკას კიდევ ერთი მილიარდელი მოევლინა _ რუსეთში მოღვაწე მინდია გულუა, რომელიც არსებული ინფორმაციით, მთელი რუსეთში ყველა ელექტროგაყვანილობისა და გათბობის სისტემების საკონტროლო პაკეტს ფლობს და სხვა მსხვილ ბიზნესებსაც აკონტროლებს. გულუას მიერ საქართველოში დაფუძნებულ პარტიას _ «გნახლებული საქართველოსთვის» მისი და, ნანა თავმჯდომარეობს. გულუამ და ბაღათურიამ პოლიტიკური ძალის, ფულისა და რეიტინგის გაერთიანება მოახერხეს, რაც ქართული პოლიტიკისთვის, როგორც ანალიტიკოსები მიიჩნევენ, ფეთქებადსაშიში ნაზავია. ამიტომაც, არსებობს მოლოდინი, რომ ხელისუფლება არჩევნებამდე «წერტილოვან დარტყმებს» ჯონდი ბაღათურიასა და მის მილიარდელ მოკავშირეზეც მიიტანს, მით უმეტეს, რომ გულუამ, როგორც ამბობენ, შესაწლოა, ე.წ. თბილისის წყალი, ლგაზი და «თელასიც» იყიდოს...
ჯონდია ბაღათურიას საჯარო გამოსვლების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ საქართველოს კი არა, შესაძლოა, აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბითაც ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია და მან ფული პრეზიდენტობით დააგროვა...
მოკლედ, მართალია, კანონით, პოლიტიკაში «ფულის ტრიალი» აკრძალულია, მაგრამ პერიოდულად მაინც ვრცელდება ხმა, რომ მაგალითად, მმართველი გუნდი ე.წ. აგიტატორებს 200-200 ლარს ურუგებს. ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში კი, ივანიშვილმა პირდაპირ განაცხადა, ის პედაგოგები და სხვა პროფესიის ადამიანები, ვინც ამ უკანონო სქემაში, ანუ არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობენ, ხელისუფლების შეცვლის მერე, პასუხს აუცილებლად აგებენო...
და ისევ სოროსი
«ვარდების რევოლუციის» შემდეგ, სოროსმა განაცხადა, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებში მისი მონაწილეობის შესახებ გავრცელებული წარმოდგენა გადაჭარბებულია. «კონსპირაციული თეორიის» ერთ-ერთი მთავარი «მუღამი» სწორედ ისაა, რომ «კონსპირატირების» ვინაობა და სხვა დეტალები არ განსაჯაროვდეს. შესაბამისად, დანამდვილებით ვერასოდეს გავიგებთ, თუ რა დოზით იღებდა მონაწილეობას «ბაბუა ჯორჯი» «ვარდების რევოლუციაში», თუმცა არსებობს ფაქტები, რომლებიც ღიად მიუთითებენ, რომ სოროსი საქართველოში ფულს ხარჯავს.
რისთვის ახარჯებს სოროსი საქართველოს ფულს? _ ამ შეკითხვაზე გულუბრყვილო პასუხი ასეთია: ცდილობს, პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ხელი შეუწყოს დემოკრატიის განვითარებას. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ ამ ფონზე არც ერთი ქართული გამონათქვამი უნდა დაგვავიწყდეს, მუსიკას ის უკვეთავს, ვინც იხდის... ჯორჯ სოროსი კი, საქართველოში წარმოუდგენლად ბევრს «იხდის»:
ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციით, ფონდი «ღია საზოგადოება _ საქართველო», ანუ ე.წ. სოროსი ღია საზოგადოებისთვის დამახასიათებელია კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებათა, უმცირესობათა და მათი აზრის პატივისცემა, ხელისუფლების გადანაწილება და საბაზრო ეკონომიკა. ეს საზოგადოება ღიაა განვითარებისთვის,» _ ასე აფასებს ფინანსისტი, ლიბერალი პოლიტიკოსი, ფილანტროპი და ფილოსოფოსი, აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ერთ-ერთი ყოფილი დირექტორი ჯორჯს სოროსი თავის საქმიანობას, თუმცა ზემოხსენებული თანხები მოხმარდა თუ არა საქართველოში თუნდაც ადამიანის უფლებების დაცვას და მედიის განვითარებას, ეს ცალკე საუბრის თემაა. სხვათა შორის, აღსანიშნავია, რომ «თავისუფლების ინსტიტუტი», რომელიც სოროსის იდეოლოგიის მიმდევარია, «ნაციონალური კადრების მთავარ «სამჭედლოდ» ითვლება...