"სააკაშვილისგან არაფერს არ გამოვრიცხავ საერთოდ. მისგან აბსოლუტურად ყველაფერისთვის მზად ვართ. ეს კაცი არის წერას აყოლილი, ყველაფერზე წამსვლელი, რაც კი შეიძლება უკუღმართი და ბოროტება ადამიანის თავში დაიბადოს. არჩევნებამდე ერთი თვე დარჩა და ის ყველაფერს გააკეთებს სიტუაციის ასარევად. მთავარია, არც ჩვენ და არც მეზობელი ქვეყნები არ აყვნენ სააკაშვილის პროვოკაციას სააკაშვილს იარაღის გამოყენების ლეგიტიმური უფლება არავინ არ უნდა მისცეს. სააკაშვილი ძალიან ბინძურად ათამაშება თემას, რასაც ჰქვია პრობლემები ჩრდილოეთ კავკასიაში. საქართველოს ეს ბუმერანგიივით მოუბრუნდება, მაგრამ სააკაშვილს ფეხებზე ჰკიდია. ის აშკარად აფათურებს ხელებს ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე პროცესებში - საქართველოს ეს არ აწყობს, ხოლო სააკაშვილს აწყობს", - აცხადებს ექსპერტი-კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით პაატა ზაქარეიშვილი: "ლაფანყურის სპეცოპერაცია სააკაშვილის დაგეგმილი სამხედრო პროვოკაციაა".
"ეს არ არის ახალი სახის პროვიკაცია, იგივე გააკეთა მან 2008 წლის 21 მაისის არჩევნების დღეს გალის რაიონის სოფელ ხურჩაში, როცა 2 ავტობუსი დაიწვა. ამ ტიპის პროვოკაცია მოსალოდნელი იყო. ჯერჯერობით ფაქტები ძალიან მწირია და ძნელი სათქმელია, ვინ არიან ის ახალგაზრდები: ისინი ნამდვილად გატაცებულნი იყვნენ, შეკრულები არიან, დამუშავებული არიან ხელისუფლებისგან თუ უნებლიე მონაწილეები ამ სპექტაკლისა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ხელისუფლება გარკვეულწილად შეკრულია ჩეჩნური მოძრაობის ლიდერებთან და მგონი თავად დადგეს ეს სპექტაკლი - დრო გავა და დავამტკიცებთ ამას, იმდენად ცნობილია ჩემთვის სააკაშვილის სტილი. ხელისუფლება რომ შეიცვლება. ძალიან ბევრ პროვოკაციას ფარდას ავხდით და ვაჩვენებთ საზოგადოებას, რო ეს ყველაფერი იყო დადგმული", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
"ოპოზიციას, რა თქმა უნდა, დაადანაშაულებენ. შეიძლება ვიღაც მოისყიდონ ოპოზიციიდან, ან ჰყავდეთ კიდეც აგენტი. თუმცა მაინც ეჭვი მეპარებარომ ოპოზიცია სერიოზულად ჩაიტრიონ ამ პროცესებში იმიტომ, რომ ჯერ ოპოზიცია პროცესებს ვერ მართავს, მართავს ხელისუფლება და პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებას. ისევე როგორც 2008 წლის 3 ივლისს, როდაც სანაკოევზე მოხდა თავდასხმა და ამან გამოიწვია 8 აგვისტოს ომი და დღემდე გამოძიებული არ არის, რა ვიტარებაში მოხდა სანაკოევზე თავდასხმა. უამრავ ასეთ პროვოკაციაზე გვაქვს ჩვენ ინფორმაცია და და საჭირო იქნება ამათი სერიოზული გამოძიება. შედეგი რა შიძლება იყოს - რუსეთმა თავისი აგრესია განახორციელა და ასე ვთქვათ, მოაგვარა სიტუაცია კავკასიაში თავისი ინტერესებიდან გამომდინარე.. ახლა სოჭის ოლიმპიადა აქვს წინ და უნდა მშვიდობიან გარემოში ჩაატაროს ეს ყველაფერი. ამ ფონზე შეიძლება დაიძაბოს ვიტარება, რადგან ჩრდილო კავკასიაში არიან ძალები, რომლებიც ებრძვიან რუსეთს და ეს მათი საქმეა, მაგრამ როცა ამაში მხარს უჭერს მეზობელი სახელმწიფო - ამ შემთხვევაში საქართველო და თუ ეს გაიხსნა, იქნება ძალიან სერიოზული საერთაშორსიო სკანდალი. საქართველოს ისედაც გატეხილი აქვს სახელი საერთაშორისო დონეზე", განაგრძობს რესპონდენტი.
"იმდენად თეთრი ძაფითაა ნაკერი გუშინდელი პროვოკაცია, რომ მთავარია, ახლა რუსეთი არ აჰყვეს ამ პროვოკაციას და არ გამოიყენოს თავისი აგრესიული ძალა საქართველოს წინააღმდეგ. მთავარია ეს არ გადაიზარდოს მასშტაბიან დაპირისპირებაში რაც სჭირდება და აწყობს სააკაშვილს, რათა გადადოს არჩევნები. ტრაგედია ის არის, რომ რუსეთს სააკაშვილზე უკეთესი არავინ ჰყავს საქართველოში - ვირდე სააკაშვილი ხელისუფლებაშია, რუსეთს როგორც უნდა, ისე მართავს თავის ინტერესებს კავკასიაში. სააკაშვილი მისი ყველაზე ერთგული მოკავშირეა. ჩვენი ეკონომიკის 80% რუსეთის ხელშია. რუსეთმა აისრულა ოცნება, მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და განაგებს ამ ტერიტორიებს. სააკაშვილმა რუსეთიდ ყველა ოცნება შეუსრულა, ამიტომ პუტინი შეიძლება აყვეს თავის მოკავშირეს, გაუგოროს კოჭები და შექმნას დაძაბულობის კერა... შეიძლება ეს პროვოკაცია კარგად დაგეგმილი ორმხრივი რუსულ-ქართული პროვოკაცია იყოს", - მიიჩნევს პაატა ზაქარეიშვილი.