დიდი განხეთქილება „ნაციონალურ მოძრაობაში“ – პირობა, რომელიც ანულირებულია

დიდი განხეთქილება „ნაციონალურ მოძრაობაში“ – პირობა, რომელიც ანულირებულია

დიდი განხეთქილება „ნაციონალურ მოძრაობაში". პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელებში დაბნეულობაა.

ისინი თანმხდებიან, რომ 16 დეკემბერს, ინაუგურაციის დღეს, რამდენიმე ადგილას საპორტესტო აქციის გამართვა უნდათ, თუმცა ვერ თანხმდებიან მთავარზე: - „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ვერ ჩამოყალიბდნენ, რა მოწოდებები უნდა ისმოდეს ამ აქციაზე.

განხეთქილება თავდაპირველად სოციალურ ქსელში სალომე სამადაშვილის სტატუსით დაიწყო, რომელმაც დაწერა, რომ აქციაზე გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტად გამოცხადება მისთვის მიუღებელია.

„მე პირადად, აღარ ვაპირებ არანაირ აქციაში მონაწილეობის მიღებას, რომელზეც გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს," - აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა „ფეისბუქ" პოსტში.

ის, რომ დაპირისპირება სალომე სამადაშვილის მოსაზრების გამო არსებობს, ამას ოპოზიციაში არ მალავენ. თუმცა, პოლიტსაბჭოს წევრთა ნაწილი (სალომე სამადაშვილის გარდა) ამბობს, რომ დაგეგმილ აქციაზე აუცილებელია რაციონალური მოთხოვნები დადგეს იმისთვის, რომ მოხდეს როგორც ოპოზიციის ერთიანობის, ასევე ელექტორატის შენარჩუნება.

იმ შემთხვევაში თუ კვირის ბოლომდე საერთო პოზიციაზე ვერ შეთანხმდებიან, არ არის გამორიცხული, რომ პოლიტსაბჭო წევრთა ნაწილმა დატოვოს.

„როდესაც ჩვენ ინაუგურაციის პარალელურად ვმართავთ აქციას, ამის მთავარი გზავნილი არ შეიძლება ისეთი ტიპის მოწოდებები იყოს, როგორიც მაგალითად წინა აქციაზე ისმოდა: - „გრიგოლ ვაშაძეს მივესალმოთ როგორც პრეზიდენტს", - ეს ამ აქციას ართმევს სერიოზულობას და შებამისად, ართმევს მას სამომავლოდ პოლიტიკური შედეგების მოტანის პოტენციალსაც ", - აცხადებს სალომე სამადაშვილის „ქრინიკასთან" საუბრისას.

„მოცემულ ვითარებაში ამ ტიპის განცხადებები ლეგიტიმური, კონსტიტუციური პროტესტის დისკრედიტაციას ახდენს. რაც არ ემსახურება იმ მიზანს, რასაც ოპოზიციური მოძრაობა უნდა ემსახურებოდეს ", - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნინო კანდელაკმა „ქრონიკასთან" საუბრისას.

ის, რომ ოპოზიცია და განსაკუთრებით კი „ნაციონალური მოძრაობის" წევრები სალომე სამადაშვილის მოულოდნელმა განცხადებამ გააღიზიანა, სააკაშვილის გუნდის წევრებს ეს არ დაუმალავთ. საჯარო „ფეისბუქ" პოსტები და მოწოდებები დაძაბულობის ფონზე პარტიის წევრებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. სავარაუდოდ პირობა გრიგოლ ვაშაძესთან დაკავშირებით ანულირებულია.

„ზოგს დიდი პროფესორობა უყვარს რაღაც საკითხში, ზოგს პრაგმატულობა უყვარს და უნდა პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე მიდიოდეს.

არანაირი პრობლემა არ არის არც სამადაშვილის, არც სხვისი განცხადებების, ეს პირველად არ ხდება, ჩვენ ერთად ვართ," - დაპირისპირების ახსნას გიორგი ვაშაძე ამ არგუმენტებით შეეცადა.

„ეს არის პოლიტსაბჭოს ერთ-ერთი წევრის განცხადება... მოგეხსენებათ ჩვენს პოლიტსაბჭოში 100-ზე მეტი წევრია, ხოლო, ამ გაერთიანებაში 11 პარტიაა და მას ასევე სხვა პოლიტიკურ გაერთიანებებიც შემოუერთდნენ და გადაწყვეტილებები ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში მიიღება კონსენსუსის შედეგად " , - აღნიშნა თინითინ ბოკუჩავამ „ქრონიკასთან" საუბრისას.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიცია ეს პარასკევს საგანგებო ბრიფინგზე გამოცხადდება, მანამდე კონსულტაციები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი საკითხი საპარლამენტო სხდომების ბოიკოტირებაც არის, თუმცა, ამ ეტაპზე ამ საკითხთან დაკავშირებით „ნაცონალური მოძრაობის" წევრებს, „ევროპული საქართველოსგან" თანხმობა არ აქვთ.

მმართველ გუნდში არ გამორიცხავენ, რომ ოპოზიციაში არსებული უთანხმოება კიდევ უფრო გამწვავდეს.

აღნიშნულზე ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო გამოშვებამ - "ქრონიკა" გვიამბო