კაკაჩია: სომხეთისათვის ორ სკამზე ჯდომა ახლა უფრო რთული იქნება

კაკაჩია: სომხეთისათვის ორ სკამზე ჯდომა ახლა უფრო რთული იქნება

სომხეთში ვადამდელი საპრალმენტო არჩევნები პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლისა და „ხავერდოვანი რევოლუციის“ ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის სრული ტრიუმფით დასრულდა. მისმა საარჩევნე ბლოკმა „ჩემი ნაბიჯი“ ამომრჩეველთა ხმების 70.43% მიიღო. მეორე ადგილზეა პარტია „აყვავებული სომხეთი“ - 8.27%, მესამეზე კი პარტია „განათლებული სომხეთი“ - 6.37%.

მომავალ პარლამენტში მხოლოდ ეს სამი პოლიტიკური ძალა შევა. სომხეთის მმართველმა „რესპუბლიკურ პარტიამ“ მხოლოდ 4.7% მიიღო და 5%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.

სომხური კანონმდებლობით, დაუშვებელია, რომ ერთ პოლიტიკურ ძალას ქვეყნის პარლამენტში ადგილების 2/3-ზე მეტი ჰქონდეს. ამ წესისა და არჩევნებზე ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე, „ჩემს ნაბიჯს“ 88 მანდატი ერგო, „აყვავებულ სომხეთს“ - 26 და „განათლებულ სომხეთს“ - 18.

როგორ განვითარდება მოვლენები ფაშინიანის პარტიის გამარჯების შემდეგ სომხეთში და როგორი იქნება ახალი ხელისუფლების ურთიერთობა სამომავლოდ საქართველოსთან, ამის შესახებ „რეზონანსი“ პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.

„სომხეთისთვის ეს არის შანსი რეალურად აიღოს ახალი კურსი, დააბალანსოს თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი და არ იყოს რუსეთის საგარეო პოლიტიკის დანამატი. ეს, რა თქმა უნდა, შესაძლებლობას მისცემს სომხეთს გააღრმავოს ურთიერთობა ევროკაშირთან და უფრო დაახლოვებს საქართველოსთან. 

„იმედია სომხეთის ხელისუფლება უფრო მყარ ურთიერთობებს დაამყარებს საქართველოსთან და იმ რეფორმებსაც გაითვაისწინებს, რომელიც დემოკრატიის კუთხით საქართველოში გატარდა. მითუმეტეს, რომ სომხეთის საზოგადოება დაინტერსებულია ევროპული ღირებულებებით, განსაკუთრით ეს მკვეთრად შეიმჩნევა ახალგაზრდობაში, რომლებსაც არ სურს ისეთი დემოკრატია, როგორც რუსეთშია და არ უნდათ, რომ ჩამორჩნენ რეგიონის ქვეყნებში დემოკრატის კუთხით გატარებულ რეფორმებს.

„რაც შეეხება სომხეთის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებას, ამ არჩევნების შემდეგ მთავარია, რომ ეიფორიის ფონზე მოსულმა ხელისუფთლებამ დაიცვას ბალანსი, რომ ერთმა პარტიამ არ აიღოს აბსოლუტური უმრავლესობა. დაიწყოს რეფორმები კორუფციის შემცირებისა და სტრუქტურული ცვლილებების მიმართულებით.

„რა თქმა უნდა, ეს რისკი და პასუხისმგებლობაა, რადგან ფაშინიანის მიერ დაანონსებული რეფორმების მიმართ, ძალიან დიდი მოლოდინია საზოგადოებაში.

„რა თქმა უნდა ახალი ხელისუფლებისთვის ბალანსის დაცვა რთული იქნება რუსეთთან მიმართებაში, ბოლო წლებში სომხეთი ამას ორ სკამზე ჯდომით ახერხებდა, მაგრამ პუტინის მმართველობის პერიოდში სულ უფრო და უფრო რთული ხდებოდა, ახლა მითუფრო, რადგან „ხავერდოვანი რევოლუციებით“ მოსულ ხელისუფლებას რუსეთი ეჭვის თვალით უყურებს“, - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.