„ნაციონალებმა“ თუ პრობლემები შექმნეს და გაღრმავდა პროცესი, კანონმა უნდა გასცეს პასუხი“

„ნაციონალებმა“ თუ პრობლემები შექმნეს და გაღრმავდა პროცესი, კანონმა უნდა გასცეს პასუხი“

რთულად მიღწეული გამარჯვების შემდეგ რა უნდა გადააფასოს „ქართულმა ოცნებამ“ და რა შეცდომებს უნდა ჩაუფიქრდეს? ამის შესახებ For.ge ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.

ნაციონალებიახმაურდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ ხმაურში თანამოაზრეები ვერ იპოვეს. თუმცა არცოცნებასაქვს საზემოდ საქმე, რადგან ასეთ რთულად მისაღწევ გამარჯვებას არავინ ელოდა. რა შეცდომები დაუშვა მმართველმა ძალამ და რამ მიგვიყვანანაციონალებისგამოცოცხლებამდე?

- ზოგადად რომ ვთქვათ, საქართველოში გაიმარჯვა სტაბილურობამ და მშვიდობამ. ასეთნაირად შეიძლება შეფასდეს ეს არჩევნები. ცხადია, „ნაცმოძრაობის“ მიზანი იყო რევანში და სამოქალაქო დესტაბილიზცია, უფრო მეტიც, ამას მოჰყვებოდა მერე რევოლუციის მოთხოვნა და ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო არა არჩევნების მოგებასთან, ან საარჩევნო პროცესთან, არამედ პოლიტიკური პროცესის აყირავებასთან. თუკი „ქართული ოცნების“ შეცდომებზე ვილაპარაკებთ, მთავარია ის, რომ მათმა გაუბედავმა და არათანმიმდევრულმა პოლიტიკამ, რაც გამოჩნდა კიდეც არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, მიგვიყვანა ამ დესტრუქციული ძალის, „ნაციონალების“ გამოცოცხლებამდე. ავიღოთ თუნდაც კვირიკაშვილის მთავრობა, ახალი მთავრობა და სხვა, ბევრი საკითხის გადააზრება ხდებოდა მუდმივად. პოზიტიური რაც არის, ეს არის საკონსტიტუციო პროცესი, რომელიც ბოლომდე მიიყვნეს და საქართველომ მიიღო სტაბილური კონსტიტუცია.

შეიძლება ითქვას, რომქართული ოცნებისშეცდომები ქვეყნისთვის საბედისწერო აღმოჩნდა და ამ შეცდომებს კინაღამნაციონალებისრევანში მოჰყვა?

- „ქართული ოცნების“ შეცდომებს საბედისწეროს ვერ დავარქმევდი. მათი მთავარი ნაკლი ის არის, რომ ბევრი საქმე ბოლომდე არ მიუყვანიათ. ამ თვალსაზრისით, ყველაზე სერიოზულად ვუყურებ მმართველობის სისტემის რეფორმას, რომელიც საკონსტიტუციო სისტემის შექმნით დაიწყო და ეს უნდა გაგრძელდეს, გაღრმავდეს და მთელ ქვეყანას გადაედოს. ამიტომაცაა, რომ მე დეცენტრალიზაციის რეფორმას ვეძახი ხოლმე მცირე კონსტიტუციას, რომელსაც უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ქვეყნისთვის, ვიდრე თუნდაც ამ არჩევნებს.

ცალკეული პოლიტიკოსები უკვე ურჩევენ სალომე ზურაბიშვილს, რომ ის იყოს გაცილებით უკეთესი პრეზიდენტი, ვიდრე იყო საპრეზიდენტო კანდიდატის რანგში.

- არ არის სწორი, რომ ურჩევენ მას უკეთესი პრეზიდენტი იყოს, ვიდრე საპრეზიდენტო კანდიდატობისას წარმოაჩინა თავი. უსუფაშვილის ეს მოწოდება იგივეა, რასაც ითხოვს „ნაციონალური მოძრაობა“, ანუ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას, რაც კონსტიტუციის მიღმაა. არ არსებობს არავითარი კანონიერი მექანიზმი, დაინიშნოს ასეთი არჩევნები. მით უმეტეს, პროპორციული სისტემა იქნას შემოღებული 2024 წლამდე. ამას სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილება და ამ საკონსტიტუციო ცვლილების გატარებას ახალი პარლამენტი უნდა. ეს პარლამენტი ამას არ მიიღებს, თანაც, 3/4-ით უნდა მიიღოს, რაც შეუძლებელია. თუკი რაღაც სასწაული ძალით ამ იდეის მომხრე 3/4 მაინც მოგროვდა პარლამენტში, მაშინ ზედიზედ ორი პარლამენტი დაგვჭირდება, ანუ ეს გადაწყვეტილება შემდგომი მოწვევის პარლამენტმა უნდა მიიღოს 2/3-ით და ერთი პარლამენტი არ ჰყოფნის ამას. ამიტომ ეს უპერსპექტივო იდეაა და იგივეა, რასაც „ნაცები“ ითხოვენ. ამდენად, უსუფაშვილის რჩევა არ არის დიდად მნიშვნელოვანი, მთავარია ის, რომ საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით სალომეს პირველსავე ინტერვიუებით ძალზე მკაფიოდ გამოჩნდა, რომ რუსულ პროექტზე საუბარი აბსოლუტურად უსაფუძვლოა, პირიქითაა საქმე.

შიდა პოლიტიკას რაც შეეხება, მან თქვა, რომ ახლა აღარ არის დაპირისპირების დრო და მე ვიქნები ყველას პრეზიდენტიო. ვისაც სათქმელი აქვს რამე, ან ვისაც ამ ქვეყნისთვის რაიმეს გაკეთება უნდა, მე ყველას თანასწორად და თანაბრად მოვეპყრობიო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მთელ ამ საარჩევნო კამპანიაში სწორედ ამით გამოირჩა ქალბატონი სალომე, რომ მას პასუხი არ გაუცია ლანძღვა-გინებაზე, უშვერ გამოსვლებზე, რისი უფლებაც საკუთარ თავს მისცეს „ნაცებმა“. ქართული პოლიტიკისთვის ეს არ არის ჩვეული ამბავი, ვერ გამახსენებთ ვერც ერთ პოლიტიკოსს საქართველოში, რომელსაც ამდენი გამძლეობა ჰქონოდეს და ამდენი რამისთვის ასე ღირსეულად გაეძლოს.

უსუფაშვილის საპირისპიროდ კი ვიტყვი, რომ კარგი იქნება, თუკი სალომე ზურაბიშვილი ზუსტად ისეთ პრეზიდენტად მოგვევლინება, როგორც ის იყო საარჩევნო კამპანიის დროს. თუმცა არ ველოდები რაიმე დიდ ცვლილებას ამ პოლიტიკური პროცესის შემდეგ, ახლა ჩვენ გვჭირდება დაწყნარება, არ შეიძლება ქვეყანა მუდმივად პოლიტიკურ დაძაბულობასა და საარჩევნო რეჟიმში იყოს. როგორც იქნა, ეს არჩევნები დასრულდა, უახლოესი არჩევნები 2020-ში ჩატარდება. მანამდე ქვეყანამ უნდა შექმნას კაპიტალი, შემდგომი არჩევნებისთვისაც მოემზადოს, პოლიტიკოსებმაც თავიანთი კაპიტალი დააგროვონ და ნდობა მოიპოვონ ხალხში. ამაზე უნდა იფიქრონ და არა იმაზე, აატრიალონ, დაძაბონ ვითარება, ძირი გამოუთხარონ ქვეყანას და დაგვაპირისპირონ ადამიანები ერთმანეთს.

სალომე ზურაბიშვილი ვაშაძისგან გამარჯვების მილოცვას ელოდა... მანამდე კი პატრიარქმა მოუწოდა კანდიდატებს, ღირსეულად შეხვდნენ დამარცხებასაც და გამარჯვებასაც და ის მძიმე პერიოდი, რაც მათ გამოიარეს, იმის საწინდარი გახდეს, რომ დაეხმარონ ერთმანეთს, ვინც არ უნდა იყოს გამარჯვებული. ამ ნათქვამიდან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ გამარჯვებულებმა დამარცხებულებსაც თანამშრომლობა შესთავაზონ? ამ შემთხვევაში, ესნაცებთანთანამშრომლობად ხომ არ აღიქმება?

- სწორედ პატრიარქმა გამოთქვა რწმენა და მოუწოდა მხარეებს, რომ დამარცხებასაც და გამარჯვებასაც ღირსეულად შეხვდნენ. სალომემ ეს გააკეთა, მას არ უთქვამს, რომ ამ გამარჯვებას გამოიყენებს ვინმესთან დასაპირისპირებლად, ვინმეს რამეში შეზღუდავს. მან პირიქით თქვა, ვისაც ქვეყნისთვის სიკეთე გინდათ, ჩემი კარები ყველასთვის ღიაა, მიუხედავად პარტიულობისა. ის ცდილობს, იყოს ზეპარტიული პრეზიდენტი და მისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პარტიის წარმომადგენელი მიმართავს კეთილი საქმის საკეთებლად. სწორედ ეს არის გამარჯვებულის ღირსეული პასუხი.

სრულიად საპირისპიროა მეორე მხარის პოზიცია. ისინი ამბობენ, ჩვენ არ ვცნობთ სალომეს პრეზიდენტადო, ეს კი ქვეყანას უთხრის ძირს, კონსტიტუციურ წყობას აყენებს საფრთხის ქვეშ. რა თქმა უნდა, „ნაციონალებს“ იმის რესურსი არ აქვთ, ეს პროცესი განავითარონ, ამიტომ ველოდებით, რომ იხმაურებენ და დაწყნარდებიან. თუმცა, თუ მაინც გაღრმავდა ეს პროცესი და მათ პრობლემები შექმნეს, კანონმა უნდა გასცეს პასუხი და მთავრობამ ყველა მექანიზმი აამუშავოს, რომ მშვიდობა შენარჩუნდეს.

გრიგოლ ვაშაძისთვის სალომე ზურაბიშვილის კარები რომ გაიღოს, ამას მოიწონებს ჩვენი საზოგადოება? პირიქით, ხალხში ეს ნეგატივს არ გამოიწვევს?
- სალომემ თქვა, რომ ყველასთვის ღიაა კარები, თუმცა არა ისეთ რამეზე სასაუბროდ, რასაც „ნაციონალები“ ითხოვენ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და სხვა ანტიკონსტიტუციური მოთხოვნები. ჩვენ გვყავს მმართველი პარტია, რომელსაც, თავის მხრივ, ჰყავს მყარი საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, ამდენად, მთავრობას არავითარი პრობლემა არ ემუქრება პარლამენტიდან და ნდობა აქვს მიღებული. არავითარი პოლიტიკური კრიზისის ნიშნები ქვეყანაში არ არის. უბრალოდ, არის პოლიტიკით უკმაყოფილო ხალხი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ან ნდობის მანდატია ამოწურული პარლამენტისთვის, ან მთავრობისთვის. ოთხწლიანი მანდატი აქვს პარლამენტს, რომელიც 2016 წელს მიიღო და, რომც დაკარგოს მთავრობამ ამ პარლამენტის ნდობა, პარლამენტს არ გაუჭირდება ახალი მთავრობის ფორმირება. ვიმეორებ, არავითარი ნიშანწყალი რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად არ არის.