რა ევალება ჩიორა თაქთაქიშვილს?

რა ევალება ჩიორა თაქთაქიშვილს?

ამ რამდენიმე დღის წინ "ერ­თიანი ნაციონალური მოძრა­ობის" პრესსპიკერად ჩიორა თაქთაქიშვილი პარლამენ­ტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა წარადგინა და თანაც ქალაბატონ ჩიორას 2008-2012 წლების მოწვევის პარლამენტის აღმოჩენა უწო­და. აღმოჩენისა არაფერი ვი­ცი, მაგრამ ქალბატონი თაქ­თაქიშვილი ამ წლების გან­მავლობაში დიდი ენაწყლია­ნობით მაინცდამაინც არ გა­მოირჩეოდა. შესაბამისად, გვარიანად გასაკვირი იყო მი­სი პრესსპიკერობა.


ამ ბოლო დღეების განმავლობაში კარ­გად ვნახეთ, რომ რამდენიმე ტექსტი, განსაკუთრებით მთავარი პოლიტიკური ოპონენტის მისამართით, კარგად დაუზეპირებია და ხშირ-ხშირადაც იმეორებს, მაგრამ ჟურნალისტებთან ურთიერთობას, რო­გორც ჩანს, მაინც გაურბის. პრესსპიკერად წარდგენისას განაცხადა, მედია ჩვენი პარტიის საქმიანობის შესახებ ყველაფერს წვრილად შეიტყობსო, მაგ­რამ მასთან ორდღიანი უშედეგო რეკვის და მოკლე ტექსტური შეტყობინებე­ბის წერის შემდეგ მივხვდით, რომ ჩიორამაც მოგვატყუა, გაპრემიერმინის­ტრებული ვანო მერაბიშვილისა არ იყოს, რომელიც ქართველ ჟურნალის­ტებს კი დაგვპირდა, მარტო რუს ჟურნალისტებს აღარ ვაძლევ ინტერვიუს და თქვენს კითხვებსაც ვუპასუხებო, მაგრამ ჯერჯერობით მაინც ბოდიშის მოუხდელად გვაქცევს ზურგს. როგორც ჩანს, გვარიანად შეცდა "ნაციონალუ­რი მოძრაობა" ჩიორას პრესსპიკერად დანიშვნით, არ აპირებს ეს ქალბატონი ჟურნალისტებთან ურთიერთობას, არადა, ყველა წესით და კანონით მეტი არც არაფერი ევალება.