"ბოლნისში "ქართული ოცნების" წევრი ნოე ახაშვილი დააკავეს. "ინფო 9"-ის ინფორმაციით, დაკავებული მარნეულის პოლიციის რაიონულ სამმართველოში იმყოფება. დაკავებულის ადვოკატის კობა კობახიძის განცხადებით, დაკავებულს ბრალი წაუყენეს 166-ე და 170-ე მუხლებით, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს. მისივე თქმით, ადვოკატს სათანადო დოკუმენტაციის გაცნობის საშუალება არ მიეცა. დეტალების გასარკვევად "ალია" "ქართული ოცნების" ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატ დარეჯან ჩხეტიანს დაუკავშირდა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით სინამდვილეში რატომ დააკავეს "ქართული ოცნების" მხარდამჭერი?
"ნოე დიდი ხანია, რაც პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იყო, რადგანაც ის არის "ქართული ოცნების" ღირსეული წარმომადგენელი და აქტივისტი. ეს არის ძალიან გაწონასწორებული და დადებითი ადამიანი, კარატისტი. არავითარი ხულიგნობა ამ ადამიანს არ ჩაუდენია, შვილთან ერთად მიდიოდა სახლში, ეს იყო საღამოს დაახლოებით 10 საათი. მისმა შვილმა გვიამბო: ერთმა აქტივისტმა ისინი მანქანით მიიყვანა ბაზართან, მარკეტში უნდოდათ შესვლა. იქვე გაჩერდა მანქანა და ჯიპიდან გადმოვიდა 5 ადამიანი., აქედან 2 იყო პოლიციელის ფორმით. მასთან მივიდნენ, მკლავში მოკიდეს ხელი და მანქანაში ძალით ჩააგდეს. ერთ-ერთმას პოლიციელმა ბავშვს წაართვა მობულირი და პირადობის მოწმობა და იქ მდგომი ტაქსები გააფრთხილა, ბავშვი შტაბთან არ მიიყვანოთო. ბავშვმა მაონც მოახერხა და გამოიქცა ჩვენთან და ამბავი გვითხრა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დარეჯან ჩხეტიანი.
"არავითარი ხულიგნობა ამ პიროვნებას არ ჩაუდენია - უბრალოდ იცოდნენ, რომ ეს იყო ძალიან ჭკვიანი ადამიანი და ასე მოექცნენ. ესარ არის დაშინება, ეს არის ტერორი! გადმოივანეს მადნეულში და ჩავეს ციხეში. მიუსაჯეს 85 დღე! მაქსიმალური სასჯელი, რაც ამ მუხლებიტაა დათვალისწინებული. ცხადია, ეს იყო დადგმული სპექტაკლი და ეს აქტიური და მშრომელი ადამიანი გამოთიშეს არჩევნებიდან, მარნეულში ნიე მოატავსეს დროებით იზოლატორში, მაგრამ იქ ადვოკატი არ შეუშვეს. ჩვენ მოვაწყვეთ საპროტესტო აქცია. მთელმა ბოლნისმა ნახა, როგორ უსამართლოდ მოექცნენ პოლიციელები. "პცნების" აქაური შტაბი გავსებული იყო ხალხით. ამ ვადას ის მოიხდის მარნეულში და რაც შეგვეძლება ყურადღებას არ მოვაკლებთ", - დასძენს "ქართული ოცნების" ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატი.