ვინ და რა მეთოდებით ბლოკავს საქართველის ხელისუფლების საწინააღმდეგო პუბლიკაციებს ევროპულ პრესაში

ვინ და რა მეთოდებით ბლოკავს საქართველის ხელისუფლების საწინააღმდეგო პუბლიკაციებს ევროპულ პრესაში

"ამ ფაქტების მომსწრე მე თვითონ ვარ. ამას წინათ მე და გიორგი ფოფხაძე მივედით ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციაში, ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირს დაველაპარაკეთ, ირმა ინაშვილიც ჩვენთან ერთად იყო და უთხრა, "თქვენ საქართველოს შესახებ ინფორმირებულები არა ხართო" - კაცი კი გვეუბნება ასეთი რაღაცები პირველად მესმისო. არადა, ჩვენ გადავეცით 26 მაისის დარბევის ჩანაწერები, საგაზეთო სტატიები და ა.შ. არსებობს ორგანიზაცია - "ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე", სათავო ოფისი აქვთ საფრანგეთში - აქაც აშკარად ვხედავთ, რომ ვიღაცები ჰყავთ მოქრთამული - საქართველის ხელისუფლების საწინააღმდეგო პუბლიკაციები არ გადის", - აცხადებს "წინააღმდეგობის მოძრაობის" ომბუდსმენი ბრიუსელში მერაბ ბლადაძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით არ მეშინია ამის თქმა, რამდენი წარმომადგენელიც ჰყავს "რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს" საქართველოში, ყველა ნაძირალაა! / ვინ და რა მეთოდებით ბლოკავს ინფორმაციას ევროპულ პრესაში

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, დღეს ევროპული პრესა დახურულია ქართული ოპოზიციისთვის, საერთოდ არ შუქდება მიმდინარე მოვლენები. მე მგონი, ჟურნალისტები დამეთანხმებით - ინფორმაცია საკმაო დონეზე რომ გადიოდეს, რომ იბეჭდებოდეს როგორ აყაჩაღებენ და ავიწროებენ "ქართულ ოცნებას" ან რა მდგომარეობაა საპატიმროებში, თავისთავად მეტი ზეწოლა იქნებოდა ევროსტრუქტურებიდან. ერთი-ორი ფაქტიც რომ გახმაურდეს, ესეც კარგი იქნება. სამწუხაროდ, ამასაც ვიხვეწებით უკვე. თქვენ მიერ გამოქვეყნებული სტატიები არ გადის უცხოეთში, მანდვე იბლოკება. მარტო გიორგი ფოფხაძე და მერაბ ბლადაძე ვერაფერს გავაკეთებთ. უნდა იყოს თქვენი და არასამტავრობოების მხარდაჭერა. ყველა ამუშავდა, ყველა ჩაება ბინძურ კამპანიაში, ეკლესიებში მამაოები მრევლს უკრძალავენ მიტინგებზე წასვლას, ქართველებს ურეკავენ საელჩოს თანამშრომლები და აშინებენ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მერაბ ბლადაძე.

"ჩემზე გაავრცელეს ჭორები, ვითომ აქციებში მონაწილეობისთვის საბუთი ჩამომართვეს და ეუბნებიან, თქვენც ასე დაგემართებათო. რა საბუთი - მე მოქალაქეობასთან დაკავშირებით სასასამართლო პროცესი მაქვს, საბუთები წესრიგში მაქვს, მაგრამ ჭორებს მივრცელებენ, თანაც საშინელებებს - უშიშროების პოლკოვნიკიაო. ცოტა მესიამოვნა ხომ იცი, კიდევ კარგი სერჟანტი არ თქვეს... მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვფრთხილობ და საეჭვო რაღაცებში არ ვერევი, ტყუილებს მაინც მივრცელებენ", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციას ჰყავს თავისი წარმომადგენელი საქართველოში და ამ დროს სათავო ოფისში გვეუბნებიან - 26 მაისი დარბევისა არაფერი ვიცითო! მე ამ ფედერაციის წარმომადგენელს პირდაპირ ვუწოდებ სააკაშვილის მიერ მოსყიდულს, ყველა ცოდვა იყოს მაგ წარმომადგენელზე. არ მეშინია ამის თქმა - რამდენი წარმომადგენელიც ჰყავს "რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს" საქართველოში, ყველა ნაძირალაა! თუ შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს, მზად ვარ დავუჯდე მათ და ვეკამათო, ფაქტებსაც დავუდებ! ამიხსნან, რატომ არ გადის მათი მხრიდან ობიექტური ინფორმაცია ევროპაში? რატომ არ იწერება არც ერტი სტატია ხელისუფლების მხრიდან დარღვევივების შესახებ? თუ ვინმემ სააკაშვილი გააკრიტიკა ევროპარლამენტში, არც ამაზე წერენ არაფერს! ესენი მუშაობენ მარტო სახელისუფელბო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე. გადაუხდიან ფულს - უშვებენ არ გადაუხდიან - ჩუმად არიან. ესენი იღებენ სტაბილურ ხელფასს სააკაშვილისგან! - დასძენს მერაბ ბლადაძე