პოლიტპატიმართა რიცხვი 118-მდე გაიზარდა

პოლიტპატიმართა რიცხვი 118-მდე გაიზარდა

"თბილისის ჰელსინკის ჯგუფის" განცხადებით, საქართველოში 118 პოლიტპატიმარია. თუმცა ხელისუფლების მტკიცებით, პოლიტპატიმრები დღეს საქართველოში არ არსებობენ - "თბილისის ჰელსინკის ჯგუფი" 2009 შექმნილი "ადამიანის უფლებათა კომისიის" ბაზაზე დაფუძნდა და მას ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქეთი ბექაური უხელმძღვანელებს. ორგანიზაციის წევრები იქნებიან იურისტები და უფლებადამცველები: გელა ნიკოლაიშვილი, ირინა ფუტკარაძე, ლალი აფციაური, ნათია კორკოტაძე, ნანა კაკაბაძე, ირმა ჭკადუა, ზაზა დავითაია და ქეთევან კანდელაკი. შეგახსენებთ, რომ "ჰელსინკის ჯგუფები" მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს და პოლიტპატიმრების საქმეების შესწავლით არიან დაკავებულნი", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით პოლიტპატიმართა რიცხვი 118-მდე გაიზარდა / "ხელისუფლებას, რომელიც თავს დემოკრატიით იწონებს, ამდენი პოლიტპატიმარი არ უნდა ჰყავდეს".

"პირს რომ პოლიტპატიმრის სტატუსი მიენიჭოს, ის უნდა იყოს უდანაშაულო, მისთვოს წაყენებული ბრალდება არ უნდა დაყრდნობილი მტკიცებულებებზე, დაკავება და დაპატიმრება აუცილებლად უნდა იყოს ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევით ჩადენილი და ყველა ეს დარღვევა აუცილებლად გამოწვეული უნდა იყოს პოლიტიკური მოტივით. ეს ის ძირითადი საერთაშორისო სტანდარტებია, რომლითაც 3 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდით და ამის მიხედვით გამოგვქონდა გადაწყვეტილება, ორგანიზაცია იგივე სტანდარტებით გააგრძელებს მუშაობას. ბევრი პირისთვის გვითქვამს პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებაზე უარი, ვინაიდან სახეზე უკანონო პატიმრობა იყო და არა პოლიტიკური მოტივაციით დაჯავება და დაპატიმრება. ბოლო პერიოდში პოლიტიკური სტატუსით დაკავაებულების რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდეტნთან საუბრისას ქეთი ბექაური.

"წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით პოლიტიკური ტემპერატურა მომატებულია, რაც არის მიზეზი, რომ ხელისუფლება ფინანსური სანქციებით, ადმინისტრაციული დაპატიმრებებით და სისხლის სამართლის საქმის აღძვრით ცდილობს ტემპი დაწიოს, მაგრამ არ მგონია, ის პროცესი შეაჩეროს, რომელიც დაწყებულია. სამოქალაქო საზოგადოებამ შიშის სინდრომი გადალახა და ემზადება არჩევნებისთვიის, რაც დიდი გამოცდა იქნება ქვეყნისთვის. საქართველოში აქამდე 100 პოლიტპატიმარი იყო. მათ კიდევ 18 დაემატა და ახლა სულ 118 პოლიტპატიმარია. ტერორისტულ აქტებში ბრალდებული მერაბ ყოლბაია (კოჭოია) და სხვვა პირები პოლიტპატიმრებად ვაღიარეთ. აქ პირდაპირ არის გამოხატული ხელისუფლების დაინტერესება და პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებაც თვალშისაცემია", - განაგრძობს "თბილისის ჰელსინკის ჯგუფის" ხელმძღვანელი.

"პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებისთვის კომისიამ რომ იმსჯელოს, ჩვენთან წარმოდგენილი უნდა იყოს პატიმრის ან მისი უფლებადამცველის განცხადება. ერთ სხდომაზე ვსწავლობთ საქმის მასალებს, შემდეგი სხდომისთვის კი გამგეობის წევრები დასკვნას წარმოავდგენთ და კენჭს ვუყრით - ეს მხოლოდ და მხოლოდ დეტალური ანალიზეის შემდეგ ხდება, საართაშორიოს სტანდარტების სრული დაცვიტ. არის ისეთი საქმეებიც, რომლებსაც ჰანსახილველად ერთი სხდომა არ ყოფნის და საქმის შესწავლა ტეობით გრძელდება - მაგალითად, ასეთები იყო მუხროვანის საქმე, ფოტო-რეპორტიორების საქმე, პოლიტიკური მოტივაციით ჯგუფური დაპატიმრებები. სტატუსის მინიჭება მას რამე პრივილეგიას ან ანიჭებს, თუმცა ეს, პირველ რიგში ხელისუფლებისთვის არის დიდი ლაქა. მთავრობას, რომელიც დასავლეთის მაღალი ტრიბუნებიდან თავს იწონებს, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დამცველი და დემოკრატი, ქვეყანაში ამდენი პოლიტპატიმარი არ უნდა ჰყავდეს", - დასძენს ქეთი ბექაური.

"საიდან მოიტანეთ ინფორმაცია პოლიტპატიმერის არსებობის შესახებ? ეს სიცრუეა,ჩემთვის სანდო ის დასკვნები იქნება, რომლებსაც საერთაშორსიო ორგანიზაციები დადებენ და მათ საკიტხების შესაბამისი ანალიზიც ექნებათ. აბსოლუტური სიცრუეა ქვეყანაში 118 პოლიტპატიმრის არსებობა, ნამდვილად არ გვყავს ასეთი ადამიანები. ძალიან ბევრ ადამიანს კრიმინალი და სამართალდარღვევა აქვს ჩადენილი და ახლა უნდა, საკუთარი თავი პოლიტპატიმრად გაასაღოს. პოლიტპატიმრები საქართველოში მხოლოდ მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია ვიცოდი და ძალიან მიჭირს წვრილი კრიმინალების გაიგივება იმ ადამიანებთან, რომლებიც დისიდენტურ ცხოვრებას და მოღვაწეობას ეწეოდნენ. ასე რომ, ამაღალი წარმოდგენები საკუთარ თავზე ნუ ექნებათ", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეკა ხერხეულიძე .