რა პრობლემები აქვს ნათია ფანჯიკიძის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრს

რა პრობლემები აქვს ნათია ფანჯიკიძის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრს

ნათია ფანჯიკიძის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი “კამარა” დილემის წინაშე დგას - 6-თვიანი პროგრამა, რომელსაც “ღია საზოგადოება - საქართველო” აფინანსებდა, დამთავრდა. საერთაშორისო ორგანიზაციებმა და უცხოურმა ფონდებმა დახმარების სურვილი აღარ გამოთქვეს. შესაბამისად, ამ ეტაპზე “კამარამ” მუშაობა შეწყვიტა. არადა, კომლექსური ფსიქო-თერაპიის იმ მეთოდმა, რომელიც ნათია ფანჯიკიძემ საქართველოში ამერიკიდან ჩამოიტანა, აბსოლუტურად დადებითი შედეგი აჩვენა - “კამარას” რამდენიმე ათეულმა ბენეფიციარმა “წამლის” გარეშე სიამოვნებით ცხოვრება ისწავლა. მეტიც, ამასწინათ, მათ არტ-თერაპიის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენაც მოაწყვეს... რა ელით “კამარას” ბენეფიციარებს? - ნათია ფანჯიკიძე იმედოვნებს, რომ ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი მუშაობას სექტემბრიდან გააგრძელებს. სხვათა შორის, იმას, რომ არასამთავრობო სექტორმა “კამარას” დაფინანსების სურვილი არ გამოთქვა, ნათია ფანჯიკიძე პოლიტიკას არ უკავშირებს...

-
ნათია, “კამარამმუშაობა რატომ შეწყვიტა?
- მართალია, პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრებისგან დიდი მხარდაჭერა გვქონდა და გამოფენაც წარმატებული აღმოჩნდა, მაგრამ სამწუხაროდ, დაფინანსება ვეღარ მოვიპოვეთ. სხვათა შორის, საერთაშორისო ორგანიზაციები თუ უცხოელი სტუმრები გვაქებენ და იმით, რასაც “კამარა” აკეთებს, გაოცებულნი არიან, მაგრამ ეს შექება და გაოცება ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე არ აისახება. საერთოდ, უცხოური ფონდები ე.წ. სერვისს ძალიან ძნელად აფინანსებენ. სერვისი სახელმწიფოსგან, ან ე.წ. სახელმწიფო გრანტებით უნდა დაფინანსდეს. ვანო, ზუსტად ვერ გეტყვი, რა მექანიზმია, მაგრამ, როგორც ვიცი, მაგალითად, ჯანდაცვისთვის “სახელმწიფო გრანტი”  “გლობალ-ფონდში” ირიცხება და, ასე ვთქვათ, ფულის დახარჯვის პრიორიტეტებს, წესით, სახელმწიფო უნდა წყვეტდეს. 

- “კამარა.. სახელმწიფო გრანტის მოსაპოვებლად იბრძოდა?   
- კი, “გლობალ-ფონდს” წერილი გავუგზავნე, თუმცა პასუხი არ მიმიღია. Yყველაფერი “ღია საზოგადოება - საქართველოსგან” მიღებული 30 ათასი დოლარიანი გრანტით გავაკეთეთ, ანუ ვიყიდეთ ავეჯი, ვიქირავეთ ოფისი, არტ-თერაპიისთვის საჭირო მასალაც შევიძინეთ, გამოვაკარით აბრა, დავბეჭდეთ ბუკლეტი და ძალიან დაბალი ხელფასები დავარიგეთ... ყველაფერი კარგად გამოგვივიდა. მთავარი დაწყებაა და ამ შესაძლებლობის მოცემისთვის ფონდ “ღია საზოგადოების” ყოველთვის მადლიერი ვიქნები. 
ვანო, სიმართლე გითხრა, “კამარა” ჩემთვისაც ექსპერიმენტი იყო - მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ეს ამერიკაში ვისწავლე, ერთია გამზადებულ ადგილას თერაპევტად მუშაობა და მეორე - მთელი მეთოდის ამუშავება ცარიელ ადგილას, არ ვიცოდი, ყველაფერ ამის საქართველოში ადაპტირებას როგორ მოვახერხებდი. მოკლედ, ჩემდა სასიხარულოდ, ეს გამოცდა კარგად ჩავაბარე...

- ნათია, ელოდი, რომ პროექტის გაგრძელებას მოახერხებდი?

- ვიდრე პროექტი დამთავრდებოდა, პარალელურად, სხვადასხვა უცხოურ ფონდს ვეხმიანებოდი, მაგრამ ყველასგან უარი მივიღე. შეიძლება, ჩემი სუბიექტური განცდაა, მაგრამ ვთვლი, რომ ეს უარი უსამართლოა...

- ვიცი, პოლიტიკაში არ ერევი და ადრე ისიც მითხარი, რომ ხელისუფლებისგან ხელისშეშლა არ გიგრძვნია, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოში .. გრანტების გაცემას ხელისუფლება კურირებს, ანუ ფონდები მხოლოდ მმართველი გუნდისთვის სასურველ ადამიანებს აფინანსებენ. იმ ფონზე, როცა ხელისუფლება ირწმუნება, საქართველოში ნარკომანია დაძლეულიაო, “კამარაშინივთიერებაზე რამდენიმე ათეული დამოკიდებული მკურნალობდა, თან ეს მკურნალობა წარმატებული აღმოჩნდა. შეიძლება, ეს შეთქმულების თეორიაა, მაგრამ იქნებ, ხელისუფლების ინტერესშია, რომკამარამმუშაობა არ გააგრძელოს? სხვათა შორის, ისიც ნიშანდობლივია, რომ ამასწინათ, ხელისუფლებამკამარასმსგავსი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი შექმნა...
- რომელიმე ფონდს შეურაცხყოფას დაუსაბუთებლად ვერ მივაყენებ. ვერც  პარანოიდულ განწყობას შევიქმნი და ვერ ვიტყვი, რომ მთელი სამყარო ჩემს წინააღმდეგაა განწყობილი და ცდილობს, რომ ამ პაწაწუნა “კამარამ” ვერ იმუშაოს...

- ყველაფერ ამაში ერთიპაწაწუნადეტალია საყურადღებო - “კამარასხელმძღვანელი ირაკლი ალასანიას მეუღლეა...
- სხვათა შორის, “კამარას” ერთ-ერთი დამფუძნებელი ჩემი და, მაია იყო, რომელსაც, ასე ვთქვათ, ოფისმენეჯერის სტატუსი ჰქონდა - მაიას უცხოელებთან კარგი ურთიერთობა აქვს და ვფიქრობდი, რომ შეიძლება, “კამარასთვის” როგორმე დაფინანსება ეშოვა. 

- მაია ფანჯიკიძეკამარაშიმანამ მუშაობდა, ვიდრექართული ოცნებისსახე გახდებოდა?
- რა თქმა უნდა... მერე, კანონში ცვლილება რომ შევიდა და ითქვა, არ შეიძლება, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრს პოლიტიკასთან შეხება ჰქონდესო, მაია “კამარადან” გავათავისუფლე და დავცინე კიდეც, “კამარადან” გაძევებ-მეთქი. ამ დეტალის გარდა, ჩემი საქმიანობით პოლიტიკასთან შეხება არ მაქვს, შესაბამისად,  ჩვენთან სიტყვა “პოლიტიკაც” არ ისმის, თან დღეს საქართველოში პოლიტიკასთან ასოცირებული ერთი ნათესავი მაინც, მგონი, ყველას ჰყავს, მე კი, პოლიტიკაში ორი ძალიან ახლობელი ნათესვი მყავს...

- ნათია, გასაგებია, რომ პოლიტიკაში არ ერევი, მაგრამმარიჰუანასლეგალიზაციის კატეგორიული წინააღმდეგი ხარ, არადა, როგორც ქართული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, “ლაზიკასმშენებლობის ერთ-ერთი მიზანი, შესაძლოა, “მარიჰუანასლეგალიზაცია იყოს, ანუ შენი განცხადებებით სახელმწიფოს ამ პოლიტიკას ეწინააღმდეგები...

- ამ განცხადებებს თერაპევტის პოზიციიდან ვაკეთებ, რადგან ვიცი, თუ რა ზეგავლენას ახდენს “მარიჰუანა” ადამიანზე და “მარიჰუანას” ლეგალიზებაზე საუბრისას პოლიტიკოსებისა თუ ეკონომისტების გათვლები არ მაინტერესებს...
რაც შეეხება ეჭვს, რომელზეც წეღან მკითხე, ვანო, ეჭვისთვის კონკრეტული საბუთი არ მაქვს, თუმცა ერთ-ერთ ფონდში მითხრეს, რაკი პოლიტიკასთან კავშირში ხარ, იქნებ, არც კი ღირს, რომ პროექტი შემოიტანო, რადგან მოგება, შეიძლება გაგიჭირდესო. თავდაპირველად ეს ფრაზა გადავყლაპე, მაგრამ მერე, თავი ძალიან დაჩაგრულად ვიგრძენი, ერთ-ერთ ძალიან კარგ ადამიანს დავურეკე და დავიწუწუნე, სამთავრობო სექტორში სასურველი ადამიანი არ ვარ და თუკი არასამთავრობო სექტორშიც ასე ფიქრობენ, მაშინ ამ ქვეყანაში ჩემი ადგილი სად არის, სად წავიდე-მეთქი.

- ნათია, “კამარასმუშაობის შეწყვეტას პაციენტები როგორ შეხვდნენ?
- ძალიან მძიმედ...

- ამის გამო ისევ ნივთიერებას ხომ არ მიეძალებიან?

- არ მგონია, ასე მოხდეს, რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენი შეჩერება დროებითია - უცხოურ ფონდებთან ურთიერთობას არ ვწყვეტ, ფარ-ხმალს არ ვყრი და ვცდილობ, რომ რაღაც გამოვიდეს. თუ არადა, მერე, “კამარა” ნახევრადკომერციული გახდება, თუმცა ასეთ პირობებში ნივთიერებაზე დამოკიდებულთა ჯგუფისთვის ყოველდღიური, ანუ ინტენსიური თერაპია, ასე ვთქვათ, დაზიანდება...

- ნათია, არ გიცდია, ჯანდაცვის ახალ მინისტრ, ზურაბ ჭიაბერაშვილს დაკავშირებოდი და შეგეთავაზებინა, რომკამარასმუშაობა სახელმწიფოს ხელშეწყობით გაეგრძელებინა?
- ადრე წერილი ანდრია ურუშაძეს მივწერე, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. ჭიაბერაშვილს კი, უყურადღებობას ვერ დავაბრალებ, რადგან მისთვის ჯერ არ მიმიმართავს...

- ნათია, როგორც ვიცი, არსებობს კერძო ფსიქო თუ ნარკოცენტრები. სახელმწიფო მათაც არ ეხმარება?

- სხვის ბიუჯეტში არ ჩამიხედავს და არ ვიცი, მათ ვინ ეხმარება, მაგრამ ცხადია, ამ ტიპის ორგანიზაცია მხარდაჭერისა და დახმარების გარეშე ვერ იარსებებს. სხვათა შორის, ისიც მხარდაჭერაა, რომ ოფისის ქირა არ გადაიხადო, ან კომუნალურ გადასახადებზე გარკვეული შეღავათები გქონდეს...

- ნათია, ჩემი აზრით, “კამარამმუშაობა აუცილებლად უნდა გააგრძელოს, რადგან ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჩვენს გარშემო ნივთიერებაზე დამოკიდებული უამრავი მანდილოსანია. სხვათა შორის, ამასწინათ, როცა შენმა პაციენტებმათბილისი ცენტრალშისაკუთარი ნამუშევრები გამოფინეს, ქალებს სპეციალური წერილი გაუგზავნეს და აუხსნეს, რომ ნარკომანობა ქალისთვის ორმაგად დამღუპველია... ნარკომანი ქალები კომუნისტურ საქართველოშიც იყვნენ?

- დიახ, იყვნენ, მაგრამ ნაკლებად...

- ნაკლებად თუ მაშინ ეს თემა, უბრალოდ, აფიშირებული არ იყო?
- ჩვენთან სულიერი დაავადებებიც სირცხვილად ითვლება, თან საზოგადოებას შეუძლია, რომ სასტიკი იყოს... სხვათა შორის, ნარკომანია, დარწმუნებული ვარ, ყველა დროში არსებობდა. მაგალითად, ისტორიულ რომანებსა თუ ზღაპრებშიცაა ლაპარაკი, რომ მეფეები ენერგიის ელექსირს ეძებენ...

- ქალი ნარკოდამოკიდებული უფრო ადვილად ხდება?
- კი...

- რატომ?
- საამისოდ რამდენიმე მიზეზი არსებობს: მარტოობისა და დეპრესიის დაძლევის სურვილი; საზოგადოებასთან, განსაკუთრებით, მამაკაცებთან ურთიერთობის პრობლემა; ოჯახითა და სამსახურით დაუკმაყოფილებლობა; თავდაუჯერებლობა და ასე შემდეგ. ამასთან, მნიშვნელოვანია ე.წ. აღზრდის დეფექტები. იმ შემთხვევაში, თუკი გოგონა მიზნის მიღწევას, სიძნელეების გადალახვას, საკუთარ ინდვიდუალურობასა და მომხიბვლელობაში დარწმუნებას ბავშვობიდანვე არ ეჩვევა, მოზრდილობის ასაკში ამ სირთულეების გადალახვას ილუზორულად, ანუ ნარკოტიკის საშუალებით ცდილობს...   
საერთოდ, როცა ქალი ნივთიერებაზე დამოკიდებული ხდება, პარალელურად, რაღაც სულიერი პრობლემებიც არსებობს.

- ნარკოდამოკიდებული ქალები ძირითადად რომელ სოციალურ წრეს მიეკუთვნებიან?

- ზოგიერთ წრეში ეს, შეიძლება, გართობის მიზნით კეთდებოდეს. მაგალითად, კლუბებში ექსტაზს იღებენ, რადგან გოგონები თვლიან, რომ ამის გარეშე ცეკვა არ შეუძლიათ, მაგრამ ეს, საბოლოო ჯამში, ნერვული უჯრედების სწრაფ დაზიანებას იწვევს. ნარკომანია განსაკუთრებით ე.წ. სექსმუშაკ ქალებშია გავრცელებული, რომლებიც უმეტესად “ვინტს” იყენებენ, რადგან ჯერ ერთი, ძვირადღირებული ნარკოტიკისთვის ფული არ აქვთ, მეორეც, საქართველოში ე.წ. ელიტური ნარკოტიკები აღარ იშოვება. მათ მიმართ განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენაა საჭირო.

- ქალები სამკურნალოდ ნებით მოდიან?

- კი, თუმცა ხშირად მკურნალობისგან თავს იმიტომ იკავებენ, რომ საზოგადოების მხრიდან არაჯანსაღი დამოკიდებულების ეშინიათ - საქართველოში ყველა ნარკომანს კრიმინალს ეძახიან, თუმცა თუკი კრიმინალში მკვლელობასა და ქურდობას ვგულისხმობთ, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ადამიანები არც მკვლელები არიან და არც - ქურდები. საერთოდ, ქალების მიმართ საზოგადოება უფრო მკაცრია, რადგან ქალი დედაა, ის სამაგალითო უნდა იყოს, მაგრამ ცხოვრება “უნდა იყოს” პრინციპზე არაა მოწყობილი და ასეთი რამ შეიძლება, ნებისმიერს დაემართოს...

- ნარკომანია დედიდან შვილზე გადადის?
- ორსულობის დროს საშინელ შედეგებს იწვევს. მაგალითად, თუკი დედა “ჰეროინზეა” დამოკიდებული, ახალშობილს აუცილებლად მეთადონის დოზა ენიშნება.

- ანუ, ჩვილსჰეროინისმიღების მოთხოვნა აქვს?
- რა თქმა უნდა... საერთოდ, “ჰეროინის” გამოყენებით მენსტრუალური ციკლი არარეგულარული ხდება და შეიძლება, გაქრეს კიდეც, შესაბამისად, ორსულობის დადგენა გვიან სტადიაზეა შესაძლებელი. ორსულობისას “ჰეროინი” ნაყოფის ორგანიზმშიც აღევს. ამასთან, “ჰეროინმა” შეიძლება, ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს. გარდა ამისა, როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, ორსულობის დროს ნარკოტიკების მიღება იწვევს მკვდრადშობადობას, ნაყოფისა და დედის სიკვდილს...

- ნარკომან ქალს, კაცის მსგავსად, აღარც სამსახური აინტერსებს, აღარც - სექსი და ასე შემდეგ?
- თავიდან, რაღაც პერიოდის განმავლობაში, ყველაფერი თითქოს კარგადაა, მაგრამ ჯანმრთელობა სწრაფად ინგრევა... საერთოდ, თუ მამაკაცს შეუძლია, ერთი ლიტრი ღვინო დალიოს და, უბრალოდ, შეთვრეს, ქალისთვის ნახევარი ლიტრიც საკმარისია, რომ ინტოქსიკაცია, ასე ვთქვათ, მიიღოს...

- ქალებში ნარკომანია უფრო გავრცელებულია თუ ალკოჰოლიზმი?

- ალკოჰოლიზმი და ლეგალურ წამლებზე დამოკიდებულება, რადგან უფრო ადვილი საშოვნელია...

- “ლეგალური წამლები.. ანტიდეპრესანტებია?

- ანტიდეპრესანტები ფიზიკურ დამოკიდებულებას არ იწვევენ, რასაც ვერ ვიტყვი ბენზოდიაზეპინის ჯგუფის პრეპარატებზე... საერთოდ, ამ საკითხის განზოგადება არ შეიძლება, რადგან ყველა შემთხვევას თავისი მიკროგარემო აქვს...

- “კამარაშიფსიქორეაბილიტაციას ქალებიც გადიოდნენ?
- კი... და, სხვათა შორის, უხეში გარესამყაროსგან განსხვავებით, აქ ისინი მამაკაცი პაციენტებისგან უტაქტობას და შეურაცხყოფას არ გრძნობდნენ.

- საქართველოში ნარკოდამიკიდებული ქალების რაოდენობა რამდენი პროცენტია?

- ეს დათვლილი არაა, მით უმეტეს, რომ ქალებს თავიანთი დიაგნოზის რცხვენიათ და ხშირად რეგისტრაციას მეორე დიაგნოზით გადიან.

- არც იმის სტატისტიკა არსებობს, ქალი ნარკომანები დედაქალაქში უფრო მეტნი არიან თუ რეგიონებში?
- არა... საერთოდ, სქესი არც ერთმა ავადმყოფობამ არ იცის და იმ ქალებს, რომელთაც ექიმთან მისვლის არ ეშინიათ, დიდ პატივს ვცემ, რადგან დაავადება სირცხვილი ნამდვილად არ არის! თუკი ამ დაავადებას კრიმინალსა და უზნეობასთან გავაიგივებთ, მაშინ ადამიანი უფრო დაითრგუნება და ექიმთან არ მივა.

- ესე იგი, ნარკომანი ქალი უზნეო არაა?

- არა!

- ნათია, ნარკომანია იკურნება?

- სწორი დახმარებითა და მკურნაკლობით, ქალს, შეუძლია, დაავადება მხოლოდ კი არ მართოს, არამედ, დაამარცხოს კიდეც...