რას სთავზობდა გიგი უგულავა და რატომ წავიდა ივანიშვილთან კახა კალაძე

რას სთავზობდა გიგი უგულავა და რატომ წავიდა ივანიშვილთან კახა კალაძე


...ამბობენ, რომ კოალიცია “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველი ნომერი იქნება. ეს ინფორმაცია შესაძლოა, არ გამართლდეს, მაგრამ ფაქტია: ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვისზეც ბიძინა ივანიშვილმა ფსონი დადო... აღიარებს, რომ პოლიტიკაში პირველ ნაბიჯებს დგამს და ბევრი რამ არ იცის, თუმცა სწავლა არ ეთაკილება... გახდება თუ არა ქართული პოლიტიკის ვარსკვლავი, რას მიიჩნევს სპორტულ ტრაგედიად, გრძნობს თუ არა თავს შეურაცხყოფილად, როცა ე.წ. ნაციონალური მედია მის ტრუსებიან ფოტოსურათებს აფრიალებს და მართლა უბრძანა თუ არა კარალეთში დაცვას იარაღის ამოღება? - “ქართული სიტყვის” ამ და სხვა უხერხულ შეკითხვებს ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი, ამჟამად კი, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი სახე და სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა კალაძე პასუხობს.         
 
- კახა, საუბრის დაწყებას სხვანაირად ვაპირებდი, მაგრამ კარზე გაკრული აბრით, სტუმრებს სთხოვ, რომ მობილური ტელეფონები მისაღებში დატოვონ და შენს სამუშაო ოთახში ისე შემოვიდნენ. ასეთი სიფრთხილე რა საჭიროა?
- ცხოვრება ასეთ პირობებში გვიწევს - მიმდინარეობს მოსნებები, დასმენები...
- კი ბატონო, მაგრამ ჩვენი შეხვედრა კონსპირაციული არაა და ყველაფერი, რაზეც ვილაპარაკებთ გამოქვეყნდება...
- ეს გართხილება მხოლოდ შენ არ გეხება... საერთოდ, შეიძლება, ტელეფონზე არ ლაპარაკობდე, ტელეფონი, უბრალოდ, ოთახში იდოს და საუბარი ასეც ჩაიწერონ. ჩაწერა, ასევე, კომპიუტერითაც ხდება...
- გაქვს ინფორმაცია, რომ შენი რომელი პრივატული საუბარი სპეცსამსახურებმა ჩაიწერეს?
- სიმართლე გითხრა, დასამალი არაფერი მაქვს. საერთოდ, ჩვენი გუნდის პოლიტიკა ასეთია, რომ მხოლოდ მშვიდობიანად, ანუ არჩევნებით გვინდა ხელისუფლებაში მოსვლა, რადგან რევოლუციას რა უარყოფითი შედეგიც მოაქვს, ყველამ კარგად ვიცით და 90-იანი წლების გახსენება არავის უნდა...
- გეთანხმები, რომ რევოლუცია და გადატრიალება ქვეყნის განვითარებას აფერხებს, მაგრამ ნიშანდობლივია, რომნაციონალები.. ზონდერ-ბრიგადების შექმნაში სწორედ შენ გადანაშაულებენ...
- ეს სასაცილოა! ეს ბრალდება იმ ადამიანებისგან მოდის, რომელთა წარსულიც კრიმინალთანაა დაკავშირებული...
- “ზონდერ-ბრიგადებისშექმნაში პავლე კუბლაშვილმაგამხილადა, ესე იგი, მისი წარსულია კრიმინალთან დაკავშირებული?
- მხედველობაში ბასიშვილი მყავს. კარალეთში სწორედ მისი “ზონედრ-დაჯგუფებები” დაგხვდნენ, რომლებიც ჩვენს აქტივისტებსა და წარმომადგენლებს ქვებით გაუსწორდნენ. ვიცით, თუ რა წარსული აქვს ამ ადამიანს - წლების განმავლობაში, ნარკოტიკებით მოვაჭრე იყო...
- კახა, ნარკოტიკებით ვაჭრობა სერიოზული ბრალდებაა. ამის დამადასტურებელი ფაქტები არსებობს?
- დიახ, არსებობს და ეს სიახლე არაა. ამ ადამიანთან დაკავშირებით ძალიან ბევრი თქმულა და დაწერილა...
- სხვათა შორის, შენზეც ითქვა, რომ თითქოს ნარკოკარტელში იყავი ჩართული, ანუ ის, რასაც ბასიშვილზე ამბობენ, თუკი სიმართლეა, ის რატომ არ უნდა დავიჯეროთ, რაც შენზე ითქვა?
- ბასიშვილზე ფაქტები არსებობს. რაც შეეხება ჩემს ნარკოკარტელსა და, საერთოდ, საფეხბურთო სკანდალთან დაკავშირებას, ეს ქართველებს არ მოუგონიათ. იტალიურ პრესაში ჩემი გვარიც გაჟღერდა და მაშინვე განვაცხადე, რომ თუ საჭიროება მოითხოვდა, მზად ვიყავი, იტალიაში წავსულიყავი და ყველა შეკითხვაზე, რაც სამართალდამცავებს ექნებდოათ, ამომწურავი პასუხი გამეცა, რადგან შეხება არც კრიმინალურ სამყარსოთან მქონია და არც - ნარკოტრეფიკერებთან. მთელი ცხოვრება სუფთად მოვდივარ, სპორტით ვარ დაკავებული...
- კახა, მოდი, გულახდილად მითხარი: “პლანიმოწაფეობისას მაინც არ მოგიწევია?
- შეგიძლია, არ დამიჯერო, მაგრამ ცხოვრებაში ერთი ჭიქა ღვინოც არ დამილევია. სპორტი და, საერთოდ, ცხოვრების ჯანსაღი წესი ჩემთვის ბავშვობიდან მნიშვნელოვანი იყო და ასეთი რაღაცებისკენ მიდრეკილება არ მქონდა.
- მიდრეკილება არც პოლიტიკისკენ გქონდა, მაგრამ მოულოდნელად, სპორტი, ანუ ცხოვრების ჯანსაღი წესი პოლიტიკაზე, ანუ იმ სფეროზე გაცვალე, რომელზეც ამბობენ, ბინძურიაო... თავს პოლიტიკოსად თვლი?
- მართალია, პოლიტიკასთან შეხება არ მქონია, მაგრამ ყოველთვის მაინტერესებდა, თუ რა ხდებოდა ჩემს ქვეყანაში... ღიად ვამბობ და არ ვმალავ, რომ პოლიტიკაში გამოცდილება არ მაქვს და ამ კუთხით პირველ ნაბიჯებს ვდგამ, თუმცა ძალიან კარგად მაქვს გააზრებული, თუ სად ვიმყოფები და, ჩემს გუნდთან ერთად, რისი გაკეთება მინდა.
- ისე, ჩვენში დარჩეს და, მგონი, არ ცდილობ, რომ კლასიკური პოლიტიკოსი გახდე. მაგალითად, დღესაც პოლიტიკოსისთვის შეუფერებლად, ანუ თავისუფლად გაცვია. ფიქრობ, რომ ხალხისთვის ასეთი კახა კალაძე უფრო მისაღებია?
- ყოველთვის ვცდილობ, ისეთი ვიყო, როგორიც ვარ და წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიხედვითა არ შევიცვალო.
რაც შეეხება ჩაცმას, თავისუფალი სტილი მიყვარს, თუმცა პიჯაკითაც დავდივარ ხოლმე...
- კახა, რამეთუ სიტყვა ჩაცმაზე ჩამოვარდა, .. ნაციონალური ინტერნეტ-მედია ყოველთვის, როცა შენზე წერს, იმ ფოტოსურათს აქვეყნებს, რომელზეც ტრუსით ხარ აღბეჭდილი და ამით შენი იმიჯის შელახვას ცდილობს...
- არ მესმის, ამაში იმიჯის შესალახი რა არის...
- შეიძლება, არაფერი, მაგრამ ტრუსით ბევრი პოლიტიკოსი არ გვინახავს...
- როგორი წარმოსადგენი იქნება, მაგალითად, პალიკო კუბლაშვილი, ან გოკა გაბაშვილი ისეთ ფორმაში გადაღებული, როგორშიც მე ვარ? ეს, უბრალოდ, სასაცილო იქნება. სპორტიდან მოვდივარ და ამაში სასირცხვილო არაფერია. სირცხვილი რაც არის, ყველამ კარგად ვიცით. რაც შეეხება ამ სურათს, ეს “დოლჩე-გაბანას” სარეკლამო ფოტოა. ასევე, არსებობს ერთი ფოტო, რომლითაც რეკლამას “დიადორას” ვუკეთებ - “ბუცებითა” და ტრუსით აბაზანაში ვწევარ. მოკლედ, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ...
- თუ საიდუმლო არაა, ამ სარეკლამო ფოტოებში მსოფლიო ბრენდებმა რამდენი გადაგიხადეს?
- “დოლჩე-გაბანა”, წლების განმავლობაში, ჩვენი გუნდის სპონსორი იყო და ამ ურთიერთობის ფარგლებში, მას შეეძლო, რომ სარეკლამო სახედ ნებისმიერი ფეხბურთელი გამოეყენებინა. არ ვიცი, “მილანთან” “დოლჩე-გაბანას” საკონტრაქტო თანხა რამდენს შეადგენდა...
- სხვათა შორის, ხმა დადის, როცა კალაძემილანშითამაშობდა, ყველანაციონალსადა მმართველი გუნდის მხარდამჭერსზემოდანნაბრძანები ჰქონდა, რომმილანისთვისუნდაებალეშჩიკაო”... მართლა ასე იყო?
- არ ვიცი... კალაძე “მილანში” არ იყო, მაგრამ ამ გუნდს საქართველოსა და, საერთოდ, მთელ მსოფლიოში უამრავი გულშემატკივარი ჰყავდა... არ მესმის, ადამიანს იმ გუნდის გულშემატკივრობა როგორ უნდა დაავალო, რომელიც არ მოსწონს? საქართველოში “მილანის” მიმართ ბევრს სიმპათია შეიძლება, იმიტომ ჰქონდა, რომ იქ ქართველი კალაძე თამაშობდა...
- მმართველი გუნდი თავს განსაკუთრებით რამდენიმემეოცნებესესხმის, ამ მხრივგანსაკუთრებულ პატივშიკახა კალაძეა. რატომ?
- ეს, ალბათ, ადვილი მისახვედრია...
- “ნაციონალებსის ეწყინათ, რომ მათ გაემიჯნე?
- წლებია, რაც ჩემი პოზიცია საჯაროდ დავაფიქსირე...
- კი ბატონო, მაგრამ როცა ზურაბ ნოღაიდელთან იყავი, მმართველი გუნდი შენდამი ასეთ აგრესიას არ იჩენდა...
- ნოღაიდელთან არ ვყოფილვარ...
- მეხსიერება თუ არ მღალატობს, ნოღაიდელი და შენ ბიზნეს-პარტნიორები იყავით...
- ნოღაიდელი “კალა-კაპიტალის” ხელმძღვანელი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ ადამიანმა პოლიტიკაში წასვლაზე განცხადება გააკეთა, ერთმანეთთან შეხება არ გვქონია. თავის დროზე ითქვა, რომ თითქოს ნოღაიდელის პარტიაში შევედი, თუმცა დღემდე არც ერთი მოძრაობისა და პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზება რამდენიმე პარტიისგან, მათ შორის, “ნაციონალებისგანაც” მქონდა...
- “ნაციონალებითავიანთ გუნდში გაწევრიანებას როდის გთავაზობდნენ?
- 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს.
- შეთავაზებაზე უარი რატომ თქვი?
- იტალიაში ვცხოვრობდი და ჩემი საქმით ვიყავი დაკავებული... სხვათა შორის, მაშინ “ნაციონალებმა” საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობა შემომთავაზეს...
- შენთან მოლაპარაკებას ვინ აწარმოება?
- სახელებსა და გვარებს მნიშვნელობა აქვს?
- უბრალოდ, საინტერესოა...
- რამდენჯერმე გიგი უგულავამ დამირეკა... რაც შეეხება უარის მიზეზს, მაჟორიტარობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და დღე და ღამე ადამიანებთან უნდა იყო... მე კი, როგორც გითხარი, მაშინ იტალიაში ვცხოვრობდი და მაჟორიტარი იქიდან ვყოფილიყავი, ეს, ჩემი აზრით, ხალხისთვის შეურაცხყოფის მიყენება იქნებოდა...
- კახა, იმაზე, რაზეც ოთხი წლის წინ უარი თქვი, ანუ მაჟორიტარობაზე ახლა რატომ დასთანხმდი?
- იმან, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება და რა მდგომარეობაშიც ჩვენ ვიმყოფებით, დიდი როლი ითამაშა, რომ ეს გადაწყვეტილება მიმეღო. ამასთან, ბატონი ბიძინას პიროვნებასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა - ვიცით, ამ ადამიანმა ქვეყნისთვის რამდენი გააკეთა...
- თუმცა, ნიკა რურუა ირწმუნება, ყველაფერს, რაც ივანიშვილმა გააკეთა, გაკეთება ხელახლა სჭირდებაო...
- სასაცილოა! ნიკა რურუას ბატონი ბიძინა, ალბათ, სააკაშვილში აერია! გავიხსენოთ, მაგალითად, აეროპორტი, რომელიც რამდენჯერმე გააკეთეს და როგორც კი ქარი ამოვარდებოდა, სახურავი ხან თურქეთში მიჰქონდა და ხან - სად. იმ საქმეებიდან, რასაც ბატონი ბიძინა აკეთებდა, ძალიან ბევრი არ ვიცოდით და ახლა გავიგე, თუ რა ჰქონია ამ ადამიანს ქვეყნისთვის გაკეთებული...
- რა ამის პასუხია და, ქართულ პოლიტიკაში ნათელ-მირონობას ცუდი, ასე ვთქვათ, ტრადიცია აქვს, მიუხედავად ამისა, ბერას შვილი მაინც მოანათვლინე. არ ჯობდა, პოლიტიკაში ნათესაური ვალდებულებებისგან თავისუფალი ყოფილიყავი?
- ადრეც მითქვამს, რომ წინა პლანზე სხვა რაღაცებს ვაყენებ.
- მაინც, რას?
- ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღირსება და მორალია!
- ეს კარგია, მაგრამ ვთქვათ, ივანიშვილმა რაღაც შეცდომა დაუშვა. ნათელ-მირონობა იმის უფელბას მოგცემს, რომ შეცდომაზე საჯაროდ და ხმამაღლა მიუთითო?
- შეუცდომელი არავინაა...
- “მეოცნებეებსპუტინისტებს რომ გეძახიან, არ ბრაზდები?
- არა, რადგან ე.წ. ნაციონალური მედიის სიბინძურეებს ყურადღებას არ ვაქცევ.
- ეს გასაგებია, მაგრამ ხომ იცი, შეძახილმა ხე გაახმოო და, ბატონი ივანიშვილისთვის ყასიდადაც არ გიკითხავს, ნაციონალური მედია რუსეთუმეობას რატომ სწამებს?
- ძალიამ კარგად ვიცი, ბატონ ბიძინას რუსეთთან კავშირი არ აქვს და ამის შესახებ განცხადება არაერთხელ თვითონაც გააკეთა და ნათელი გახადა, რომ რუსეთში, პრაქტიკულად, ყველა ბიზნესი გაყიდა. ის, რასაც “ნაცმოძრაობა” აკეთებს შავი პიარი და ტალახის სროლაა...
- არც უამისობაა, მაგრამ ერთ-ერთ ინტერვიუში ფრაზები - “საბჭოთა კავშირიდაწარსულში დაბრუნებათავად ივანიშვილმა ახსენა...
- ვანო, შეგვიძლია, ეს ინტერვიუ ერთად ვნახოთ და ბატონი ბიძინა ძალიან ლამაზად და კარგად განმარტავს, თუ რას გულისხმობს “წარსულში დაბრუნებაში”...
- კახა, გასაგებია, რომ ხელისუფლება ცუდია და ცვლილება აუცილებელია, მაგრამ პარლამენტს თავისი სპეციფიკა აქვს. მოკლედ, საკანონმდებლო მუშაობას ალღოს აუღებ და, მაგალითად, ირანის საკითხზე მსჯელობას შეძლებ?
- ხშირად ამბობენ, სპორტსმენებს ინტელექტი არ აქვთ და გაუნათლებლები არიანო. ასე, შეიძლება, ვიღაცასთან მიმართებაში იფიქრონ. შეიძლება, კანონის დაწერა არც მე მეხერხება - არ ვმალავ, რომ პოლიტიკა ჩემთვის ახალია, თუმცა არ მეთაკილება, რომ ყველაფერში გავერკვე და ვისწავლო.
- დავუშვათ, სამტრედიელი ვარ. ახლა დამარწმუნე, თუ რატომ უნდა მოგცე ხმა შენ და არა - მაჟორიტარობისნაციონალებისკანდიდატს?
- 9 წლის განმავლობაში რაღაცები გაკეთდა და ამაზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ, ანუ არასწორი იქნება, რომ მხოლოდ იმაზე ვილაპარაკოთ, ამ ხალხმა რა გააფუჭა და ყველა შეხვედრაზე ხაზს ვუსვამ, უსამართლობა იქნება, გაკეთებულზე თვალი დავხუჭოთ, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მაგალითად, სასამართლო უსამართლოა-მეთქი.
რაც შეეხება სამტრედიას, იქაც, როგორც მთელ საქართველოში, ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა. ასევე, გზებიც პრობლემაა. არადა, ხელისუფლებას რომ ვკითხოთ, გზა, გაზი და წყალი ყველა სოფელშია...
- ხელისუფლება თავს იმართლებს, აქამდე გლობალური პრობლემებით ვიყავი დაკავებული, ახლა კი, ხალხს მეტი სიკეთე უნდა მივცეო...
- ის, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები ხალხს ახლა ჰპირდებიან, ზუსტად ბატონი ბიძინას პროგრამაა, რომელიც ოთხზე გაამრავლეს, თუმცა საკითხავია, ეს თანხები საიდან უნდა მოიტანონ? სოფლის მეურნეობა პრიორიტეტული ახლა გახდა? 9 წლის განმავლობაში ვინმე ეუბნებოდათ, რომ ხალხი არ დაასაქმოთო? საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქე ემიგარციაშია და ეს იმიტომ, რომ ქვეყანაში სამუშაო პირობები არაა...
- და კალაძე სამუშაო ადგილებს როგორ შექმნის?
- აქ მხოლოდ კალაძეზე კი არა, გუნდზეა ლაპარაკი. დღევანდელ ხელისუფლებას იმის განსახორციელებლად, რასაც ხალხს ჰპირდება, რესურსი არ აქვს. ბატონი ბიძინა კი ამბობს, სოფლის მეურნეობაში მილიარდს ჩავდებო. ეს მისი პირადი თანხაა და რასაც ამბობს, აუცილებლად შეასრულებს. თუ სოფელი და, შესაბამისად, გლეხი არ გავაძლიერეთ, ქვეყანას ფეხზე წამოდგომა ძალიან გაუჭირდება. ყველა გლეხს იმის საშუალება უნდა მივცეთ, რომ მიწის დამუშავება თავისუფლად შეეძლოს და სოფელი ერთ ტრაქტორზე არ იყოს დამოკიდებული...
- სხვათა შორის, ტრაქტორებს მიხეილ სააკაშვილიც არიგებს ხოლმე...
- ეს, ალბათ, პიარია... ვანო, დამერწმუნე, მთელ საქართველოში ერთიდაიგივე პრობლემაა და თუ ხელისუფლებამ ტრაქტორები დაარიგა, სად წავიდა - გლეხებმა ხომ არ მოიპარეს?
- ნამდვილად არ ველოდი, რომ სოფლის მეურნეობაში ასე კარგად იქნებოდი გარკვეული... იმის შესახებ, რაზეც საჯაროდ უნდა ილაპარაკოთ, “ოცნებისსახეები სპეციალურ ტრეინინგებს გადიხართ?
- არა... უბრალოდ, ვცდილობ, ყველაფერში მაქსიმალურად გავერკვე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: პოლიტიკაში ეს ჩემი პირველი ნაბიჯებია და ნამდვილად არ მეთაკილება, რომ ვისწავლო.
- რა გასწავლა კარალეთის ინციდენტმა? მართალია, არჩევნები არ გამოცხადებულა და, შესაბამისად, მაჟორიტარობის ოფიციალური, ანუ დარეგისტრირებული კანდიდატი არ ხარ, მაგრამნაციონალებიამბობენ, კალაძე საჯარო ფიგურაა და თმენის ვალდებულება აქვსო... მოკლედ, კარალეთის მსგავს ინციდენტებს გაუძლებ?
- ბევრი რამისთვის გამიძვლია... რაც შეეხება კარალეთს, ყველა სოფელში, სადაც ვიყავით, პრაქტიკულად, ერთიდაიგივე სურათი გვხვდებოდა - ნაციონალური ტელევზიები და ჟურნალისტები აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ შეხლა-შემოხლა თითქოს ადგილობრივ მოსალხეობასთან მოგვდიოდაა, მაგრამ ეს ტყუილია. ადგილობრივი რამდენიმე ადამიანი იყო, დანარჩენები კი, სპეციალურად იყვნენ მოყვანილნი...
- ამის შესახებ უკვე მთელმა საქართველომ იცის, მე კი იმას გეკითხები, ის შეურაცხყოფა, რომელიც მოგაყენეს, უნდა გადაგეყლაპა თუ არა?
- შეურაცხყოფა სხვა სოფლებშიც იყო, მაგრამ ამას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები - საკრებულოს წევრები, მათი ცოლები, დები და სიდედრები აკეთებდნენ.
- ანუ, სხვა სოფლებშიც კარალეთის მსგავს შეურაცხყოფას გაყენებდნენ?
- არა, უბრალოდ, გვაგინებდნენ. ყველა შეურაცხყოფა ავიტანე, მაგრამ იმას, რაც კარალეთში გოჩაშვილის მხრიდან ჰქონდა ადგილი, ნამდვილად არ ველოდი. პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩემი საქციელი შეიძლება, არასწორი იყო, როცა მას შევაგინე, მაგრამ წმინდა ადმიანურად, ჩემი მხრიდან სწორი საქციელი იყო!
- კიდევ ერთი დეტალი, რომელიც კარალეთის ინციდენტს უკავშირდება: მართლა უბრძანე დაცვას იარაღის ამოღება?
- “აი-ტი-ვი” დამონტაჟებულ მასალას უშვებდა, თითქოს მე ვყვირი, იარაღი ამოიღეთ-მეთქი.
- ანუ, ფრაზა - “იარაღები ამოიღეთ!” - არ გითქვამს?
- უფლება არ მაქვს, რომ დაცვას მივუთითო, იარაღი რა დროს გამოიყენოს, რადგან ეს ბიჭები დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები არიან და ძალიან კარგად იციან, იარაღი რა დროს უნდა გამოიყენონ...
რაც შეეხება ამ ფრაზას, თუ ვიდეოს დავაკვირდებით, კარგად ისმის, რომ ეს ფრაზა ძალიან არაბუნებრივია, თუმცა ვყიროდი, ქვა არ ისროლოთ-მეთქი.
- შენი დაცვის დაპატიმრებულ წევრზე ზეწოლით ძალოვანები რის მიღწევას ცდილობენ?
- შენგელია, რომელიც კარალეთის ინციდენტის შემდეგ დაიჭირეს, ჩემი დაცვის წევრი კი არა, მეგობარი, “კიკ-ბოქსში” საქართველოს სამგზის ჩემპიონი და “ქართული ოცნების” აქტივისტია. საერთოდ, ზეწოლა “ქართული ოცნების” ყველა წევრზე მიმდინარეობს.
- და ამ ზეწოლის მიზანი, შენი აზრით, რა არის?
- ალბათ, ის, რომ ზოგიერთმა, შეიძლება, ზეწოლას ვერ გაუძლოს და გატყდეს. მაგალითად, შენგელიას ეუბნებოდნენ, “ქართულ ოცნებას” და მის ლიდერებს შეაგინეო. ამასთან, ოჯახისა და შვილების ლიკვიდაციით დაემუქრნენ. თუკი ჰგონიათ, რომ “ქართულ ოცნებას” ამ დაშინებებით შეაჩერებენ, ძალიან ცდებიან. ჩვენ ქვეყნისთვის კარგ, კეთილშობილურ საქმეს ვაკეთებთ და დაშინებით ვერ შეგვაჩერებენ!
- კახა, თუკი შენს წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობა უნდათ, ხომ შეიძლება ამისთვის დაცვის ბიჭები გამოიყენონ, რომლებიც, როგორც ამბობ, სახელმწიფო დაცვის თანამშრომლები არიან, ანუ დაცვას ბოლომდე ენდობი?
- დიახ, ვენდობი, რადგან ეს ადმიანები, პრაქტიკულად, ჩემი ოჯახის წევრები არიან! სხვათა შორის, დაცვა პოლიტიკაში შემოსვლის შემდეგ კი არა, 2001 წლიდან, ანუ მას შემდეგ მყავს, რაც ჩემს ოჯახს ის ტრაგედია შეემთხვა, რომელზეც ყურადღებას ახლა არ გავამახვილებ.
- რატომ არ ურიცხავქართულ ოცნებასთანახას? ხომ არ გეშინია, რომ მოგელაძე დაგაყადაღებს?
- კანონის ფარგლებში, ერთხელ უკვე შევწირე...
- რას თვლიოცნებისსუსტ წერტილად?
- საჯაროდ სუსტ წერტილებზე ლაპარაკისგან თავს შევიკავებ, თუმცა სუსტი წერტილები კოალიციაში შემავალ სუბიექტებს, რა თქმა უნდა, აქვთ. მიუხედავად ამისა, “ქართული ოცნება” ძლიერი გუნდია და ოქტომბერში, არჩევნების შედეგად, ხელისუფლებაში მოვა!
- კახა, რა ამის პასუხია და, .. ნაციონალური მედიის ცნობით, თითქოს ცოლს სცილდები...
- სისულელეა! ჩემს მეუღლესა და ორ შვილთან თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ და მომავალშიც ასე იქნება!
- რა მამხილებელი მასალა შეიძლება დადონნაციონალებმაშენს წინააღმდეგ, ან რა პროვოკაციებს ელოდები? ისე, ავტოგოლებს, ალბათ, ხშირად გაგახსენებენ...
- არაა პრობლემა. ავტოგოლების გამო საზოგადოებას ბოდიში მოვუხადე და ეს ჩემი სპორტული ტრაგედიაა, მაგრამ ასეთ წამოძახილებზე ძალიან თავშეკავებული ვიქნები!
- ბოლოს, მარტივად მიპასუხე: ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი გახდება თუ არა ქართული პოლიტიკის ვარსკვლავი?
- არ ვიცი...