როგორც «საქართველო და მსოფლიოსთვის» გახდა ცნობილი, შვიდი მაღალი რანგის ჩინოვნიკი ნინო ბურჯანაძის ყოფილი აგარაკის ტერიტორიას ეპოტინება. შეგახსენებთ: ეს ის აგარაკია წყნეთში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ნინო ბურჯანაძეს ჯერ აჩუქა და მერე, როცა ბურჯანაძე ხელისუფლებას დაუპირისპირდა, წაართვა.
2008 წელს მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო უფლებამოსილება გამოიყენა და პარლამენტის უკვე ყოფილ თავმჯდომარეს _ ნინო ბურჯანაძეს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, «მიჰყიდა» დაბა წყნეთში, სამთავრობო-სააგარაკო ზონაში მდებარე აგარაკი. ეს მაშინ მოხდა, როცა ბურჯანაძემ, მიზეზთა გამო, უარი განაცხადა, «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» საარჩევნო სიას სათავეში ჩასდგომოდა და სამთავრობო გუნდს განუდგა. მაშინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომსააკაშვილმა აგარაკი ბურჯანაძეს იმ პირობით აჩუქა, რომ ის ოპოზიციაში არ წავიდოდა.მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ ეს ვერსია გაამყარა და მეტად სარწმუნო გახადა.
მოგვიანებით ნინო ბურჯანაძე ოპოზიციაში გადავიდა და პარტიაც დააფუძნა. სწორედ ამის შემდეგ ამოატივტივა აქტიურად ხელისუფლებამ წყნეთის აგარაკის თემა. მაშინ გაცხადდა, რომ 1 ლარად მიყიდული, ანუ ნაჩუქარი აგარაკის რეალური ღირებულება ათ მილიონ ლარზე მეტი იყო. ნაჩუქარი აგარაკი მიშამნინოს იმ საბაბით წაართვა, რომ ამ უკანასკნელმა ეკონომიკის სამინისტროს მიერ დათქმულვადებში ამ აგარაკის ქონების გადასახადი არ გადაიხადა.
ეკონომიკის სამინისტრომ დაიანგარიშა და, ქონების გადასახადის გარდა, ჯარიმა და საურავებიც დააკისრა ბურჯანაძეს. ცხადია, სასამართლომ გაიზიარა სამინისტროს მოთხოვნა და ბურჯანაძეს 1,5 მილიონი ლარის გადახდა მოსთხოვა. მანამდე კი აგარაკი დაუყადაღეს.
ნინო ბურჯანაძემ ორი სარჩელი შეიტანა სასამართლოში _ ერთით ჯარიმა-საურავების წარმოშობის უკანონობას აპროტესტებდა, მეორეთი _ აგარაკის უკანონოდ დაყადაღებას. მაგრამ ხელისუფლება არც ერთი სასამართლო პროცესის დასრულებას არ დალოდებია _ პარლამენტის ექსსპიკერს აგარაკი ჩამოართვა და აუქციონზე გაიტანა. ეკონომიკის სამინისტრომ აგარაკი 11 მილიონ 499 249 ლარად შეაფასა. ესსაწყისი სააუქციონო ფასი იყო, თორემ წყნეთში პრესტიჟულ ადგილზე მდებარე ეს სახლითავისი მიწით (31.696 კვ.მ) გაცილებით მეტი ღირს. აგარაკის შენობა-ნაგებობებს თავი რომდავანებოთ, მხოლოდ 1 კვ. მიწის ფასი, სულ მცირე, 200-250 დოლარია. მინიმალური _ 200დოლარიც რომ ავიღოთ, გამოდის, მარტო მიწა 6 მილიონ 339.200 დოლარი ღირს.
ეკონომიკის სამინისტრომ «ბურჯანაძის აგარაკი» ორჯერ გაიტანა აუქციონზე, მაგრამ მყიდველი «არ გამოჩნდა». სინამდვილეში კი აგარაკს ახლოს არავინ გააკარეს და, კანონის თანახმად, ის სახელმწიფოს დაუბრუნდა.
ამ აგარაკის ისტორიის პირველი ეტაპი იმით დასრულდა, რომ იქ წყნეთის ჰამლეტ გონაშვილისსახელობის 29-ე სახელოვნებო სკოლა შეასახლეს. მაშინ სახელისუფლო ტელეარხებმა დიდი ქოთქოთიც ატეხეს _ ბურჯანაძისთვის წართმეული აგარაკი ხელოვნების სკოლას გადაეცა და აწი ნახეთ წყნეთში ცეკვა-თამაშის, სიმღერისა და ძერწვა-ხატვის განვითარებაო.
კი, წყნეთის სახელოვნებო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დაისვენეს, ადრე მომცრო შენობაში იყვნენ შეყუჟულნი, მაგრამ არც მათთვის ნდომებია ხელისუფლებას ეს აგარაკი და ტერიტორია. აგარაკს ჯერჯერობით არავინ ერჩის, მაგრამ მისი მიმდებარე ტერიტორია მაღალჩინოსნებმა უკვე დაინაწილეს.
არაოფიციალური ინფორმაციით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანების საფუძველზე, ამ 3ჰექტარი მიწიდან 7 ჩინოვნიკს 2-2 ათასი კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი გადაეცათ სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად. სავარაუდოდ, ერთგულებისა და გაწეული სამსახურისთვის სააკაშვილმა ამ ჯერზედაასაჩუქრა _ ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ვერა ქობალია, ნიკა გილაური, რამაზნიკოლეიშვილი, ბაჩო ახალაია და დიმიტრი შაშკინი. 1 კვ. მეტრი მიწა კვლავ მინიმალურ ფასად _ 200 დოლარად რომ ვიანგარიშოთ, გამოდის, რომ თითოეული თანაგუნდელისთვის მიშას 400 ათასი ლარის ქონება უჩუქებია. ასეა, ძვირად ფასობს პრეზიდენტის ერთგულება და მისი ვნება-ახირებების უსიტყვოდ ასრულება! საერთო ჯამში, «შესანიშნავ შვიდეულს» სააკაშვილმა 14000 კვ. მეტრი მიწა, ანუ 2მილიონ 800 ათასი ლარის ქონება აჩუქა.
ამჟამად, ეს 14000 კვ.მ მიწის ფართობი 7 სამოსახლოდ არის დაყოფილი, ყველა თავის ნაკვეთში უკვე იშენებს სახლს. 6 მათგანი (გილაური, ადეიშვილი, შაშკინი, ქობალია, ახალაია, ნიკოლეიშვილი) ერთნაირი პროექტით, ერთნაირ სახლებს იშენებს, მეშვიდე სახლი კი განსხვავებული პროექტით შენდება _ ვანო მერაბიშვილი, ეტყობა, ამ ჟესტითაც უფიქსირებს თავის კოლეგებს, რომ ის არის «დირექტორი». ერთი შეხედვით, დიდი არაფერია _ ვანოს სახლი დანარჩენებზე ცოტათი დიდი იქნება, მაგრამ მთავარია, რომ მაინც დიდი იქნება.
წყაროს ინფორმაციით, ნიკა გილაურის სახლის გარდა, ექვსივე სახლი შს სამინისტროს ერთ-ერთი სპეციალური ფონდიდან ფინანსდება, რომელიც ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული. მერაბიშვილისხალხი შს სამინისტროდან ორ დღეში ერთხელ მოდიან და ამოწმებენ მშენებლობის პროცესს.ამავე სამინისტროს თანამშრომლები მორიგეობენ სამშენებლო ტერიტორიაზე. მშენებლობას კი აწარმოებს ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ქუთაისის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის დამხმარე ნაგებობების მშენებლობით არის ამჟამად დაკავებული.
ნიკა გილაურის სახლს რაც შეეხება: წყარო აცხადებს, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმაპრეზიდენტის საჩუქარი _ 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთი კი მიიღო, მაგრამ ვანო მერაბიშვილისთვისკატეგორიული უარი უთქვამს, შსს-ს სპეცფონდიდან დაფინანსებულიყო მშენებლობა. გილაურისაკუთარი სახსრებით იშენებს სახლს.
ხაზგასასმელია, რომ სამთავრობო აგარაკის მომიჯნავე ტერიტორია (ადრე სამთავრობო-სააგარაკო ზონას ეკუთვნოდა, ვიდრე ბურჯანაძეს გადასცემდნენ), სადაც სახლები შენდება, უსაფრთხოების თვალსაზრისით, იდეალურია. მართალია, ახლა ის «სამთავრობო ზონას» არ ეკუთვნის და არც სამთავრობო დაცვაა ვალდებული, ეს ტერიტორია დაიცვას, მაგრამ მისდაუნებურად გარე პერიმეტრს მაინც იცავს. ეს 3 ჰექტარი თავისი ხელოვნების სკოლით იმ პერიმეტრს ეკუთვნის, რომელსაც სამთავრობო დაცვა აკონტროლებს. მართალია, ტერიტორიის შიგნით არ შედიან, მაგრამ მის სიახლოვეს ნებისმიერი საეჭვო პიროვნებების, მოვლენის დაფიქსირებისას რეაგირებენ, რათა დასაცავ ობიექტებს (ასეთი კი მრავლადაა «სამთავრობო ზონაში») საფრთხე აარიდონ. ცხადია, არაოფიციალურად აფიქსირებენ ამ ტერიტორიაზე ნებისმიერ მიმსვლელს, ფეხით იქნება თუ ავტომობილით. და ასე იქნება, ვიდრე ეს «სამთავრობო ზონა» იარსებებს. მოკლედ, შვიდეულს შეუძლია, როცა თანამდებობაზე აღარ იქნებიან, დაცვაც კი არ აიყვანონსაკუთარი ეზო-კარის დასაცავად, მათ ისედაც დაიცავს სამთავრობო დაცვის სამსახური.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, იმ სამინისტროების პრესსამსახურებთან დაკავშირება ვცადეთ, რომელთა ხელმძღვანელებსაც, არაოფიციალური ინფორმაციით, მიწის ნაკვეთები აჩუქეს. ჩვენ ზარს მხოლოდ ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესცენტრის უფროსმა თეა ბოლქვაძემ უპასუხა:«ჩვენი მინისტრი წყნეთში არც თქვენ მიერ ნახსენებ ტერიტორიაზე და არც სხვა ადგილას არიშენებს სახლს».
თავდაცვის პრესსამსახურის თანამშრომელმა ეკა ჭუმბურიძემ ჩვენს ზარებს არ უპასუხა. მობილური ტელეფონი გათიშული ჰქონდა მის უფროსს _ სალომე მახარაძეს. ასევე ტელეფონები გათიშული ჰქონდათ ინფრასტრუქტურისა და შს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსებს _ მაია სიხარულიძესა და ზურაბ გვენეტაძეს. თუმცა მოგვიანებით შოთა ხიზანიშვილმა, ბოლქვაძის მგავსად, უარყო მერაბიშვილის მიერ წყნეთში აგარაკის მშენებლობის ფაქტი. რაც შეეხება ნიკა გილაურს, მორიგი საკადრო კარუსელის შემდეგ მის ასავალ-დასავალს ვერ მივაგენით.