ერთს ვერ აცნობიერებს დასავლეთი, რომ საქართველოს ნაციონალური მოძრაობის სულიერი მამა გახლავთ ვლადიმერ ლენინი

ერთს ვერ აცნობიერებს დასავლეთი, რომ საქართველოს ნაციონალური მოძრაობის სულიერი მამა გახლავთ ვლადიმერ ლენინი"

"ინტერესი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მიმართ საერთაშორისო საზოგადოებისთვის პირველ ათეულში ნამდვილად არ გახლავთ და ალბათ არც ოცეულში, ისეთი მწვავე მოვლენები ვთარდება და არჩევნების ისეთი კალეიდოსკოპია ამ პლანეტაზე საქართველოზე უფრო მნიშვნელოვან ქვეყნებში და ცხადია, ვერ ვაიძულებთ, მხოლოდ ქართული პრობლემებით იყოს დაკავებული საერთაშორისო ანალიტიკური საზოგადოება - ამიტომ ლაღობენ კვლავ ნაციონალური მოძრაობის ხელის ბიჭები", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სოსო ცისკარიშვილი: "ამ ხელისუფლების ბოროტებას საზღვარი არ აქვს!"

"ერთს ვერ აცნობიერებს დასავლეთი, რომ საქართველოს ნაციონალური მოძრაობის სულიერი მამა გახლავთ ვლადიმერ ლენინი და არა რომელიმე დასავლელი ფილოსოფოსი, პოლიტიკოსი, დიპლომატი, მოაზროვნე, მწერალი, ეკონომისტი ან სხვა. გაგიკვირდებათ, რომ დაუკვირდეთ ლენინის ფრაზებს და სააკაშვილის ქმედებებს. აბსოლუტურად მოულოდნელი თანხვედრა არის იმ შემთხვევაშიც კი, როცა ლენინის აზრი განსხვავდება დღეს დამკვიდრებულ ფასეულობათა კრიტერიუმებისგან. ლენინი არ მალავს, ისევე როგორც სააკაშვილი. ლენინი ბრძანებს: "სიტყვის თავისუფლება? ჩვენ არ ვაპირებთ დავასრულოთ თვითმკვლელობით" - ზუსტად ასე აზროვნებს ჩვენი "ნორჩი ლენინელი" ნაციონალური მოძრაობა და თვლის, რომ მას ქვეყანაში აწყობს მხოლოდ მუნჯი, ყრუ და ბრმა მოსახლეობა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

"ანკესი არაერთხელ იქნა უკვე გადაგდებული და ის არ იქნა გადაყლაპული ოპოზიციის მიერ, მაგრამ როცა ანკესის ნაცვლად მოიფიქრებ ყველაზე მარტივ გამოსავალს და ისვრი ტყვიას, მაშინ უკვე საუბარი აღარ არის იმაზე, ვინ წამოეგება და ვინ არა. უკვე საკითხი დადგება თვითგადარჩენაზე და დაცვის საშუალებების შერჩევა იქნება მსხვერპლის ვალდებულება და არა მოძალადისა. სიტუაციის დამძიმება, რასაკვირველია, ხელისუფლების ინტერსებშია, რომელსაც აქვს პრიმიტიული აზროვნება და თვალსაჩინო სამხედრო ძალა მიზნის მისაღწევად. ჩვენ უბრალოდ, უნდა მოვიძიოთ საკმარისი პასუხისმგებლობა თითოეულ ჩვენგანში, რომ რაც შეიძლება მალე შედგეს რამე ტიპის საერთაშორისო ექსპერტიზა ჩვენი მინისტრებისა - უნდა გავიგოთ, ბავშვობაში რომელიმეს ხომ არ ჰქონია ისეთი ფსიქოტრავმა, რომელიც შესაძლოა გამხდარიყო სადისტური მისწრაფებების საფუძველი ან რამე სხვა ფსიქოტრავმები, რომელიც შეიძლება იყოს ქვეყნის უკუღმა გზაზე ტარების სურვილად ჩამოყალიბებული", - მიიჩნევს პოლიტოლოგი.

"მე დარწმუნებული, ვარ რომ ძირითადი ბრალეული შექმნილ ვითარებაში გახლავთ ის გარემოცვა, რომელიც საკუთარი ნებით შეირჩია საქართველოს პრეზიდენტმა და თავად გახდა მისივე მძევალი. ეს არ იყო ძნელად პროგნოზირებადი რეალობა... მისი გარემოცვა მიხვდა, რომ პრეზიდენტი პიროვნულად ათი თავით მაღლა დგას მათზე - ყველა ერთად შეკრებილზე - რომ გააგრძელოს პოლიტიკური ცხოვრება, მაგრამ მათ უმრავლესობას, ვინც წარმოადგენს პრეზიდენტის გარემოცვას, ელის არა პოლიტიკური სანაგვე, არამედ ნაგვიანი ციხე. შესაბამისად, ისინი იბრძვიან საკუთარი ტყავის გადარჩენისთვის და თანდათან ძირავენ სააკაშვილის პერსპექტივას, რომ დარჩეს საინტერესო პოლიტიკოსად საერთაშორისო მასშტაბში", - დასძენს სოსო ცისკარიშვილი და შეკითხვას - "გამალებული ცლიან პარლამენტის ძველ შენობას... რატომ შეუწყვიტეს უფლებამოსილება ვადაზე ადრე დეპუტატებს?" - პასუხობს:

"თეორიულადაც კი პარლამენტი, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტი აღიზიანებს უკვე ხელისუფლებას. ამ პარლამენტმა თავისი შავი საქმე შეასრულა, ხოლოის რამდენიმე დეპუტატი, რომელიც წარმოადგენდა საზოგადოების რეალურ ინტერესებს, რასაკვირველია, უფრო გააქტიურდებოდნენ წინასაარჩევნო პერიოდში და ინსტიტუტი, რომელიც უკვე ყავლგასულია თავისი უნარებით, ცხადია, ხელისუფლებას აღარ სჭირდება. პარლამენტი, რომელიც შინაარსობრივად დიდი ხანია უკვე გაყიდულია, ახლა ფიზიკურადაც შენობის სახით მალე გაიყიდება და ამ შემოსავალსაც მომავალიპარლამენტის იმავე წესით დაკომპლექტებას მოახმარენ, რომლითაც ხარობდნენ უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში".