მარიხუანას წარმოებასა და ექსპორტთან დაკავშირებით მთავრობის შესაძლო გეგმებს პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ეხმიანება:
„ამ ხელისუფლებას არ აუშენებია დაპირებული ქარხნები, არ გვაქვს საწარმოები. გაპარტახებულია ქვეყანა, უმუშევრობაა ტოტალური, გაღატაკდა ხალხი. ექსპორტზე ჩვენი არაფერი გადის, მარიხუანას წარმოება კი არა, ციტრამონი არ გვაქვს და ნოშპა (ცოტა ხნის წინ ტელევიზიით გვაჩვენეს, ცარცს ურევენო) რა ფარმაკოლოგიურ და სამკურნალო კულტურაზე საუბრობს გუგული მაღრაძე. ვერ გავიგე ეს ქალი დეპუტატია თუ „გაპრავებული ბარონების და მამაშების“ სახურავი.
პომიდორი და კარტოფილი არ გვაქვს და შემოგვაქვს კაცმა არ იცის რა! აღვირახსნილი ხელისუფლება გვყავს, ეს რა ხდება? რას ბედავთ! წადით! წადით! 100 საწარმოო ხალხს ჰპირდებოდნენ და არ ააშენეს. ახლა კი მარიხუანას საწარმო დააანონსეს... სახელმწიფო ვიყავით, იმ ხელისუფლების დროს, რომლის ოპოზიციაშიც ვიყავი 9 წელი, ამ „ოცნების“ ხელისუფლების დროს, სახელმწიფო აღარ ვართ, ნარკოტრაფიკის დასაყრდენი საბაჟო გავხდით“, - წერს ჩარკვიანი