პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, თოქ-შოუ რეაქციაში 2008 წლის ომზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ თავისი მოსახლეობა დაბომბა, რაც ფაქტებითაა დასაბუთებული.
„ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლებაც არც ერთ პრეზიდენტს არ გააჩნია. ჩვენ მეორე დღეს როგორ უნდა ვთქვათ, რომ ამ ქვეყნის მთლიანობა გვინდა? მე მინდა მთლიანობა ამ ქვეყნის და არ მინდა, რომ პრეზიდენტმა დაბომბოს თავისი ტერიტორია და ქალაქები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, რუსეთი არის ოკუპანტი, რომელმაც ომი 1801 წლიდან დაიწყო.
„მე არაფერს ვამბობ და ვამტკიცებ. ეს რის ფაქტებში, ტელევიზიის არქივებში. მე ვამბობ, რომ ჩვენი სიტყვა უნდა ფასობდეს. ის, რომ რუსეთი არის საქართველოს ოკუპანტი, ის რომ რუსეთი არის საქართველოს აგრესორი, ის, რომელმაც დაიწყო ომი 1801 წლიდან, შემდგომ ყოველ ჯერზე, როცა შემოვიდა წითელი არმია, რის გამოც მე დავიბადე უცხოეთში, ეს თუ არ ვიცი არაფერი მცოდნია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა