„5 წელი მეუბნები, მხოლოდ პანაშვიდებზე უნდა იაროო და ამ ფონზე ქრება პრემიერ-მინისტრი...“

„5 წელი მეუბნები, მხოლოდ პანაშვიდებზე უნდა იაროო და ამ ფონზე ქრება პრემიერ-მინისტრი...“

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის თქმით, თავად საპრეზიდენტო ვადას ისე ასრულებს, რომ ვერ მიიღო პასუხი რატომ გადაყენეს გიორგი კვირიკაშვილი. პრეზიდენტს, ქუსმიშვილი-ალავიძისა და ყოფილი პრემიერის სკანდალზე კითხვა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ "რეაქციის" ეთერში ჰკითხა.

„5 წელი როცა მეუბნები, რომ შენ მხოლოდ პანაშვიდებზე უნდა იაროო, მთელი საქმეები ეკისრება პრემიერსო და ამ ფონზე ქრება პრემიერ-მინისტრი, რომლის ახსნას არავინ ცდილობს. ყვითელი პრესის, ჭორის რეჟიმში გადავდივართ. აბსოლუტურად დაუსაბუთებლად ვიგებთ, რომ ვიღაცას რაღაცა აქვს... ამ რეჟიმში ცხოვრება, ჭაბუას კარგად აქვს დანახული, - წადი და ჭორიკანა კაცებს დაავალეო. ამ რეჟიმში ვართ, ოფიციალური განცხადება, ჩვენ ვართ სახელმწიფო, გვაქვს პარტია, გვყავს პრემიერი არ გაკეთებულა", - თქვა პრეზიდენტმა.