„მოქალაქე“ სააკაშვილი ფეოდალიზმის წინააღმდეგ

„მოქალაქე“ სააკაშვილი ფეოდალიზმის წინააღმდეგ

საპარლამენტო უმრავლესობა საშემოდგომო სესიისთის აქტიურად ემზადება.

ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ფრაქციას ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები აქვს.

სამუშაო ჯგუფი უკვე მუშაობს “მოქალაქეთა კავშირის” მანიფესტზე, რომელიც ბიუროკრატიული ფეოდალიზმის ალაგმვას შეეხება.

როგორც მან თავადვე აღნიშნა, პარლამენტში მზადდება სხვადასხვა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების გადახედვას, სახელმწიფო მოხელეების მიერ კანონის დარღვევით სახელმწიფო ქონების მითვისების საკითხს.