"სულ ვამბობდი, რომ ქობულეთში ტურისტული სეზონი ჩავარდებოდა. ჩვენ ერთად ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, საზოგადოებას. ხელისუფლება ტრაბახობს, რომ წელს უნდა იყოს ტურისტების ბუმი, ხარჯავს მილიონებს ამ საქმეში და ქობულეთი არ არის მზად. ზუსტად იმ ადგილებში იმყოფებოდა მიხელს სააკაშვილი, რომელიც ჩვენ მივითითეთ. როგორც კი "ალიაში" გამოქვეყნდება კრიტიკული მასალა და კონკრეტული მისამართი, ია ან ადგილობრივი "მაღალი" (ლევან ვერშალომიძე) მიდის მაშინვე, ან კიდევ რესპუბლიკური მნიშვნელობის "მაღალი" (მიხეილ სააკაშვილი)," -აცხადებს აჭარის ტელევიზიის ყოფილი ხელმძღვანელი თამაზ ბაკურიძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თურქმა მუშებმა სააკაშვილის მუქარა "დაიკიდეს" / პლაჟები შეიძლება ამ სეზონზე ვერ გახსნან.
"სააკაშვილის ვოიაჟი სულ სხვანაირად გაშუქდა ტელევიზიით. ახლა გეტყვით იმას, რაც საინფორმაციო საშუალებებით არ გასულა.. ქობულეთში ქღვის სანაპირო სამუშაოები უნდა დამთავრებულიყო 15 ივლისს. ფაქტია, რომ სამუშაოების 40% შეუსრულებელია. სეზონი უკვე დაიწყო. იმის გამო, რომ ადამიანები ვერ მიდიან სანაპიროზე, გაჩერებულია ყველა ტიპის სასტუმრო. ჩემი ინფორმაციით, საკაშვილმა მშენებლები დატუქსა, თუკი თვის ბოლომდე სამუშაოები არ დამთავრდება, ბევრი აღმოჩნდება ციხეშიო - აი, ეს ფაქტი დამალეს. სხვათა შორის, თურქები არ მუშაობენ სააკაშვილის გრაფიკით. დილის 9 საათზე იწყებენ და საღამოს 6 საათზე მიდიან სახლში - ფეხებზე ჰკიდიათ შენი ტურისტული სეზონი - ვერ აძალებს, ეს ქართველებთანაა მაგარი. თუმცა მე მაქვს ეჭვი, ეს ხელისუფლება განგებ წელავს დროს, - შესაძლებელია პარკი და სანაპირო ზოლი საარჩევნოდდ გახსნან", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისა თამაზ ბაკურიძე.
"შემდეგ საინფორმაცია საშუალებებით ჩვენ მოვისმინეთ, რომ სააკაშვილი მივიდა რუსთაველის ქუჩაზე ხალხთან შესახვედრად. შეიძლება კახეთში დაიჯერონ, რომ მიშა იქ მოულოდნელად მივიდა, მაგრამ სინამდვილეში სამზადისი დაიწყო ორი დღით ადრე. მაგ აგდილას ჩემი ახლობლები ცხოვრობენ და იძახდნენ, ნეტა ყოველდღე დადიოდეს მიშა აქეთ, სულ გაწმინდეს და გაასუფთავეს აქაურობაო. თუ დაუკვირდი, არც ერთმა ტელევიზიამ არ აჩვენა მისი დიალოგი ხალხთან - ასე იმიტომ მოხდა, რომ საუბარი არ შედგა, სააკაშვილი გამოიქცა. ჯერ ერთი ხალხი იყო ცოტა და მეორეც - მას არ მოუსმინეს. მოვიდა, დაიწყო პენსიებზე ლაპარაკი, რა ლამაზია ბათუმიო, როგორ გადავასწარით ევროპასო და ამ დროს ატყდა სტვენა. მობრუნდა მიშა, ჩახტა მანქანაში და "დაახვია". მე ჩავიარე იქით, ფოტოებიც გადავირე და თვითონ ნახავთ - პოლიციელი უფრო მეტი იყო შეხვედრაზე, ვიდრე ხალხი", - ამბობს რესპონდენტი.
"სააკაშვილი გამუდმებით ცდილობს არა მარტო ქობულეთში, ბათუმშიც გამუდმებით იტრაბახოს სასტუმროებით და მაღალსართულიანი კორპუსებით. ა,ას წინათ ბათუმის ერთ-ერთ უბანში აღტყინებული ამბობდა: აი, ნახეთ, სასტუმროების როგორი კომპლექსი აშენდაო. მას გვერდით ედგნენ დირექტორიც და დამფუძნებელიც - ასლან აბაშიძის დროს ერთი იყო სარფის საბაჟოს უფროსი, მეორე - აეროპორტის საბაჟოს უფროსი, ორივენი ისხდნენ ციხეში... მიშა იძახის, ეგერ, ცოტა მოშორებით ხულოელმა კაცმა გააკეთაო, ის აღარ უთქვამს, რომ მარტო სამ სასტუმროში სანდრა რულოვსს აქვს წილი. შეიძლება არც იცის", - დასძენს თამაზ ბაკურიძე და შეკითხვას - "კაცი სახლში არ მიდის და ვინ ეტყვის?" - პასუხობს:
"ჰო, თავისი მეუღლის წილების შესახებ არც უნდა იცოდეს არაფერი, უხერხულია. აქ ერთი რამეც არის არსანიშნავი, როგორც ვხედავ, აჭარაში "ნაციონალები" მაინდამაინც არ აქტიურობენ. მარტო ორი "მაღალი" დადის ეზო-ეზო, ქუჩა-ქუჩა და "აბოლებს" მოსახლეობას".