ნანა დევდარიანი:

ნანა დევდარიანი: "როცა ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლა სათუოა, მაშინ გარე ძალები მას მხარს არ დაუჭერენ და თავს იდიოტის პოზიციაში არ ჩაიყენებენ"

"სხვათა შორის ამ დღეებშიც მოვისმინე ინტერპრეტაციები, თითქოს ბოლნისში სააკაშვილსა და მის მომხრეებს დაუშინეს ქვები. არადა, პირიქით იყო - ნაციონალები ესროდნენ ქვებს ბოლნისის გამგებელს. დიახ, ესენი ძალადობით არიან მოსულები და ახლა ძალადობითვე ცდილობენ ხელისუფლებაში დარჩენას. ვინც სააკაშვილს და "ნაცმოძრაობას" მხარი დაუჭირა და ვერ დაინახა, რომ ქვის მსროლელები და მოძალადეები მოყვანა ხელისუფლებაში, ახლა ძალიან ვთხოვ, გაოცებული სახეეები ნუ აქვთ. სააკაშვილი და მისი ხალხი მაშინაც ასე ძალადობდა, როცა "მოქალაქეთა კავშირში" იყვნენ. 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც ქვებს ისროდნენ, ლაგოდეხში ზონდერებიც ჰყავდათ მობილიზებული, მუდმივად ასე იქცეოდნენ და ახლა რატომ უკვირს ვიმენს მათი მხრიდან ასეთი საქციელი", - აცხადებს ყოფილი სახალხო დამცველი, ექსპერტი ნანა დევდარიანი გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ნანა დევდარიანი ვინც სააკაშვილს და "ნაცმოძრაობას" მხარი დაუჭირა და ვერ დაინახა, რომ ქვის მსროლელები და მოძალადეები მოყვანა ხელისუფლებაში, ახლა ძალიან ვთხოვ, გაოცებული სახეეები ნუ აქვთ.

"აგერ უკვე 9 წელიწადია, ჩვენ ყოველდღიურად ვართ სამოქალაქო დაპირისპირების მომსწრე. ჩვენი ოპოზიცია თუ მოიქცევა მუსიკალური სკოლიდან გამოსული მევიოლინე პატარა ბიჭივით, რომელსაც მუდმივად სცემენ და ის კიდევ თავჩაღუნული სახლში მიდის, მაშინ ამ ხელისუფლების დამარცხება არ გამოვა. ისე არავინ გამიგოს, თითქოს ოპოზიციას ძალადობისკენ მოვუწოდებ, მაგრამ ძალადობოს შეჩერების უნარი თუ არ გაქვს, მაშინ ხელისუფლებასაც ვერ აიღებ. როცა ტელევიზიით მუდმივად აჩვენებენ, რომ ოპოზიციას ყველა ფლანგზე ავიწროებენ, ეძალადებიან და ამ ძალადობით ყოველთვის ამარცხებენ, ეს ხალხზე უარყოფითად მოქმედებს და საბოლოო ჯამში, ოპოზიციის გამარჯვება სათუო ხდება... არსებობს არაძალადობრივი წინააღმდეგობის მთელი დოქტრინა. ამ ხელისუფლებას ძალიან კარგად აქვს შესწავლილი ჯინ შარპის ცნობილი წიგნი არაძალადობრივი წინააღმდეგობის მეთოდების შესახებ და იქ, სადაც ძალადობით არაფერი გასდიოდათ, სწორედ ამ არაძალადობრივ მეთოდიკას იყენებდნენ, რითაც ბევრჯერ გამოძვრნენ რთული მდგომარეობიდან", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნანა დევდარიანი.

"დიახ, არაძალადობრივი წინააღმდეგობის მთელი არსენალი არსებობს და არ ვაპირებ ახლა ეს მეთოდები გაზეთის ფურცლებზე გავშიფრო. არ არის აუცილებელი ძალადობას ძალადობითვე დაუპირისპირდეა, რადგან არსებობს ძალიან ეფექტური არაძალადობრივი მეთოდები, მაგრამ ამის შესწავლა სჭირდება, ჩვენს ოპოზიციას კი არაფრის სწავლა არ უნდა. სიმშვიდე არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლების ძალადობაზე პასუხი არ უნდა გქონდეს. სიმშვიდე არ ნიშნავს უმოქმედობას. დიახ, როცა მოქმედებაა საჭირო, უნდა გადხვიდე მოქმედებაზე! როცა ხელისუფება მუდმივად ძალადობით გიპირისპირდება, შენ კი იძახი, მხოლოდ კანონის ფარგლებში ვიმოქმედებო, ეს არანაირი შედეგის მომტანი არ არის. სხვათა შორის ოპოზიცია კანონის ფარგლებშიც ვერ მოქმედებს და ვერ აღწევს წარმატებას", - ამბობს ნანა დევდარიანი და შეკითხვას - "აშშ და დასავლეთი რატომ არ იღებს ხმას სააკაშვილის რეჟიმის ძალადობრივ ქმედებებზე? საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიები რატომ არიან ჩუმად?" - პასუხობს:

"იმიტომ, რომ ისინიც ვერ ხედავენ ძალას ოპოზიციის მხრიდან. დიახ, იმისთვის რომ აშშ-მა და დასავლეთმა განცხადებები გააკეთონ და მკვეთრი პოზიციები დააფიქსირონ, მათ უნდა დაინახონ, რომ ოპოზიცია არის ხელისუფლებაში მომსვლელი ძალა. როცა ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლა სათუოა, მაშინ გარე ძალები მას მხარს არ დაუჭერენ და თავს იდიოტის პოზიციაში არ ჩაიყენებენ. რამდენიმე დღის წინ ეს ნაწილობროვ ახსნა სალომე ზურაბიშვილმა და თქვა, რომ წარმოუდგენელია არჩევნების წინ დასავლეთმა ოპოზიციას ღიად დაუჭიროს მხარი. ჟარგონს გამოვიყენებ: "პადაჩა" შენ თვითონ თუ არ "აუწიე" დასავლეთს და ამერიკას, ყოველდღე თუ არ შეუტანე დოკუმენტები და მტკიცებულებები ხელისუფლების მიერ ჩადენილი უკანონობების შესახებ, თვითონ არ გამოვლენ და თავიანთი ინიციატივით არ "დაარტყამენ" სააკაშვილს".

"ხალხის ქუჩაში გამოყვანა არის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი, მაგრამ არა ერთადერთი. ხალხმრავალ აქციებს თან უნდა ახლდეს უამრავი ისეთი სამუშაო, რომელიც შეიძლება ღიად არ ჩანდეს, მაგრამ ეს სამუშაოები არ მიმდინრაეობს ოპოზიციის მხრიდან - დიახ, ის დიპლომატები, რომლებიც საქართველოში კომფორტულად არიან მოკალათებულნი, არ უნდა მოასვენო და მშვიდი ძილის საშუალება არ უნდა მისცე, რომ იძულებული გახდნენ თვალები გაახილონ და ხმა ამოიღონ. მართლა ხომ არ გგონიათ, რომ "ვარდების რევოლუცია" სააკაშვილმა მოაწყო? ჟვანია 1995 წლიდან მუშაობდა იმისთვის, რომ აშშ-ისა და დასავლეთისთვის სერიოზული მოტივაცია გაეჩინა, რათა მათ მხარი დაეჭირათ საქართველოში ხელისუფლების ცვლილებისთვის. დიახ, ჟვანია 8 წლის მანძილზე დღე და ღამე მუშაობდა ამაზე. სააკაშვილი უბრალოდ, სათავეში ჩაუდგა საპროტესტო ტალღას, თორემ მთელი მოსამზადებელი სამუშაო ზურაბ ჟვანიას ჩატარებული იყო", - დასძენს რესპონდენტი.

"მერაბიშვილი არის არჩევნების კოორდინატორი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ვარაუდები იმის შესახებ, რომ 2013 წლის შემდეგაც მერაბიშვილი იქნება პრემიერ-მინისტრი და მას ექნება ძალაუფლება, სრულიად უსაფუძვლოა. მერაბიშვილის ერთადერთი და მთავარი ამოცანა არის, "ნაციონალურ მოძრაობას" მოაგებინოს არჩევნები - თუ წააგეს, პრემიერმინისტრობაც და საერთოდ ყვერლაფერი უკან დარჩებათ, თუ მოიგეს - ოქტომბრის მერე იფიქრებენ, ვინ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი და მართოს ქვეყანა", - მიიჩნევს ყოფილი სახალხო დაცველი.