რა არ მოეწონა მერაბიშვილის მუშაობაში ახალ შს მინისტრს?

რა არ მოეწონა მერაბიშვილის მუშაობაში ახალ შს მინისტრს?

"ვანო მერაბიშვილის გაპრემიერების შემდეგ შსს-ში დაწყებულ საკადრო ცვლილებებს სამინისტრო ჩვეულებრივ მოვლენად აფასებს და ოფიციალურ განცხადებაში იმასაც კი აცხადებენ, რომ თურმე არც ერთ ჩინოსანს თანამდებობა თავისი ნებით არ დაუტოვებია. არადა, დღე არ გავა, შსს-მ ასევე ოფიციალურად არ გაავრცელოს ინფორმაცია მორიგ საკადრო ცვლილებაზე. თუ არავინ მიდის და არავის უშვებენ, მაშინ რას ნიშნავს, მორიგი ინფორმაცია ახალ განთავისუფლება-დანიშვნასთან დაკავშირებით? თუ ხელისუფებას უნდა ხალხს დაანახოს, რომ მერაბიშვილის კადრებს ახალაია არ ეხება, ეს უკვე სხვა თემაა და იმის არგათვალისწინება, რომ ხალხიც ხედავს და ხალხი არც ბრმაა და ყრუ და მუნჯი, ალბათ არ აწყენდათ "ნაციონალებს", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით "პირველსავე თათბირზე ახალაიამ თქვა, დედას მოვუ...ნ ყველას, როგორ დაუშვეს და ასე გაატარეს ყველაფერი..." / რა არ მოეწონა მერაბიშვილის მუშაობაში ახალ შს მინისტრს?

"არავინ მიდის, არავის ვუშვებთ მორიგი სპექტაკლის დასაწისს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალობას იმ ფონზე, რაც ამ ბოლო ერთი კვირის მანძილზე ახალაიას უწყებაში ხდება. მას შემდეგ, რაც ყველა სამმართველოს უფროსი მოხსნეს და ახალაიას კადრებიტ ჩაანაცვლეს, მოხდა კიდევ რამდენიმე საკადრო ცვლილება: დაცვის პოლიციის ხელმძღვანელმა კახა ლეგაშვილმა თანამდებობა დატოვა და მისი პოსტი ადგილობრივმა კადრმა, ზურაბ კუბლაშვილმა დაიკავა. შს მინისტრის მოადგილის და ადმინისტრაციის უფროს შოთა ხიზანიშვილის განცხადებით, ლეგაშვილმა სამუშაოდ პრემიერ-მინისტრის აპარატში გადაინაცვლა. სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ამით ძირითადი საკადრო ცვლილებები დასრულებულია. ჯერჯერობით ისევ ვაკანტური რჩება საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის სავარძელი. ძველი კადრებიდან თავიანთ პოსტებს ინარჩუნებენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გოგა გრიგალაშვილი, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ქადაგიძე, თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი ზურაბ ვახტანგიშვილი, მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე და ადმინისტრაციის უფროს შოთა ხიზანიშვილი", - აღნიშნავს გამოცემა.

"ირაკლი ყიფშიძე დაწინაურდა და თბილისის შს სამმართველოს ხელმძღვანელი გახდა, მისი სავარძელი კი ძველი თბილისის შს სამმართველოს პოსტზე დიმიტრი თათრიშვილმა ჩაიბარა. ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ხელმძღვანელის პოსტზე გიორგი მერაბიშვილი ჯაბა მაღლაფერიძემ ჩაანაცვლა, რომელიც გლდანი-ნაძალადევის სამმართველოდან გადმოიყვანეს. მის ადგილზე კი კონსტანტინე ანანიაშვილი დაინიშნა. დავით სიდამონიძე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოში თანამდებობას ინარჩუნებს ისანი სამგორის სამმართველოს უფროსი ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს უფროსად გადაიყვანეს, მისი სკამი კი დავით ქოქიაშვილმა დაიკავა, - ეს არის ოფიციალური ინფორმაცია, "ალიას" ცნობით, რამდენიმე დღეში საკადრო წმენდა დაიწყება რეგიონებში. როგორც ამბობენ, ახალაიას ახალი ცოცხი `დაგვას~ დაიწყებს იმ რეგიონებიდან, სადაც "ქართულმა ოცნებამ" უკვე ჩაატარა აქციები", - დასძენს გამოცემა.

"როგორც "ალიას" შსს-ს აწ უკვე ყოფილმა თანამშრომელმა განუცხადა, "პირველსავე თათბირზე ახალაიამ თქვა, დედა მოვუ..ნ ყველას, როგორ დაუშვეს და ასე გაატარეს ყველაფერიო. ანუ, როგორც ჩანს, ბაჩანა როლაანდოვიჩი რეპრესიებისა ტალღას იწყებს. ეს კაცი ისე გააკეთებს, ვანო მერაბიშვილი სანატრელი გახდება. მგონი, სპეციალურად აკეთებენ ამას, კეთილი ვანოს" იმიჯი რომ დაამკვიდრონ, სხვა რა ვიფიქრო, არც ვიცი - მოვიდა ეს ახალგაზრდა კაცი და მისი წინამორბედის კადრებს ისე ექცევა, ვითომ ისინი "ნაციონალების" მხარდმჭერები არ იყვნენ. ამ ერთის ხასიათზე ხომ არ უნდა აეწყოს ყველაფერი? ან თავში ტვინი არ აქვთ ან სპეციალურად ხდება ეს ყველაფერი, ან კიდე აშკარად სისხლისღვრისკენ მიდიან", - მიიჩნევს სტატიის ავტორი.