კობა ხაბაზის ეროტიული ვიქ-ენდი თბილისის ზღვაზე

კობა ხაბაზის ეროტიული ვიქ-ენდი თბილისის ზღვაზე

ერთი შეხედვით, აქ სკანდალური არაფერია, რადგან უკვე ყველამ კარგად ვიცით, რომ "ნაციონალები" ჩვენს ხარჯზე კარგ ცხოვრებასა და "გულაობას" არ იკლებენ. ალბათ, ბევრი იმასაც იტყვის, რომ ყველას თავისი პირადი ცხოვრება აქვს და ვისაც როგორ უნდა, ისე გაერთობაო. ეს მართლაც ასეა - სამართლიან ქვეყანაში...

თუმცა სამართლიან ქვეყანაშიც პრესა ყოველთვის ინტერესდება ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრებით. აქედან გამომდინარე, როცა ეს ფოტოსურათი მოგვაწოდეს, ჩვენც ვიფიქრეთ, რომ მისი გამოქვეყნება საზოგადოებისთვის საინტერესო იქნებოდა. მით უმეტეს, რომ ამ ფოტოზე ორ გოგონასთან "მოგულავე" "ნაციონალების" ერთ-ერთი ლიდერი, კობა ხაბაზი, ადრეცაა შემჩნეული პატარა გოგოებთან ინტიმურ ურთიერთობებში. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ არაერთხელ თქმულა და დაწერილა...

ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ. უბრალოდ, ესაა თბილისის ზღვაზე გადაღებული ფოტო, რომელიც "ალიას" მიაწოდეს და რომლის გამოქვეყნებაც საზოგადოებისთვის საინტერესოდ მივიჩნიეთ...