«დიახ, მე ვბედავ და გავყმუი ყველას გაჭრილად:უნდა იქუხოს მრისხანებით სამების ზარმა!» _ ესსტრიქონები დიდმა პოეტმა რეზო ამაშუკელმაშეჰბედა მის უწმინდესობას, საქართველოსკათოლიკოს პატრიარქს «დიახ, მე ვბედავ!»სახელწოდების ბრწყინვალე ლექსით. რეზოამაშუკელის ამ გამბედავი ლექსის მიზეზი ის იყო,რომ ვერაფრით ახსნა პოეტმა მისთვის სათაყვანოპატრიარქის მიერ სამეგრელოს მთავარიპროკურორისა და ძმები ახალაიების მამის _როლანდ ახალაიას უმაღლესი საეკლესიოორდენით დაჯილდოების, რბილად რომ ვთქვათ,გაუგებარი ფაქტი. ჩემთვისაც ასევე გაუგებარია ამას წინათ «მაესტროს» ეთერში გასული ნანა ლეჟავას სკანდალური სიუჟეტი და ის ამბები, რაცამ სიუჟეტს წმინდა სინოდის განჩინების სახით მოჰყვა.
მოდით, ცოტა შორიდან დავიწყოთ, რათა ბუნებრივად, წარსულის ფაქტების ლოგიკური ჯაჭვით მივიდეთ სინოდის დღევანდელ, ჩემი აზრით და ღრმა რწმენით, არაადეკვატურ განჩინებამდე... გახსოვთ, შარშან რა ვნებათაღელვაც ატყდა იმ კანონის გარშემო, რომლის ძალითაც საქართველოს ლამის 2-ათასწლოვანი მართლმადიდებელი ეკლესია იურიდიულად არა მხოლოდ ტრადიციულ რელიგიურ კონფესიებს, არამედ ხლისტების სექტებსაც კი გაუთანაბრეს.
და ვინ ამოიღო ამის საწინააღმდეგოდ პირველმა ხმა? არა ეკლესიამ, არა წმინდა სინოდმა, არამედ წინააღმდეგობის მოძრაობამ, რომლის ლიდერთა მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ შედგა. ეს მეორე დღიდან «გამოიღვიძეს» ეკლესიის მესვეურებმა. ამის მერე გააკეთა პირადადპატრიარქმა განცხადება, რომ იმ კანონის მიღება, პრაქტიკულად, საქართველოს დაღუპვისტოლფასი იქნებოდა და ათიათასობით მრევლმა იხუვლა ქუჩაში. იმ ხვატში, უკაცრავად პასუხიადა, «სინაზე მიბმული ძაღლივით» 3 დღე წინ და უკან ატარეს ქაშუეთი-სამების «ტრასაზე» «პროტესტანტები», ბოლოს კი წმინდა სინოდმა, რომელიც მანამდე ლამის ანათემას ჰპირდებოდაიმ კანონის მიმღებ პარლამენტს, «კომპრომისული» განჩინება მიიღო, რამაც სახტად დატოვაქართველი საზოგადოება, რადგანაც, თუ პატრიარქის თქმით, «გუშინ» ეს კანონი საქართველოსამომგდები იყო, მაშინ რომელ კომპრომისზე შეიძლებოდა საუბარი?
თანაც კომპრომისის აზრი ნახეთ: «შენარჩუნებული იქნა ერთსულოვნება სახელმწიფოსა დაეკლესიას შორის»...
ჩემთვის მაშინაც და დღესაც გაუგებარი, უფრო მეტიც, მიუღებელია ეს პათოსი. დიახ, მე ვერ გავიგე, თუ ვის და რაში ვუერთსულოვნდებით! მკვლელებს, კრიმინალებს? ერთსულოვანი მხოლოდ ღმერთთან უნდა იყო... ჩემთვის ასევე გაუგებარია ეკლესიის, მსუბუქად რომ ვთქვათ, დუმილი გირგვლიანის, რობაქიძის თუ 26 მაისის მკვლელობების თაობაზე, რომელზეც თითო-ოროლა იერარქმა თუ თქვა სათქმელი ღირსეულად და ისინიც ლამის ჩაქოლეს!
უნდა დაეგმო საპატრიარქოს ოფიციალურად 26 მაისის ღამის სასაკლაო! და, საერთოდ, თუსინოდის ეს გადაწყვეტილება იყო მთავარი მიზანი, ჩვენ _ საზოგადოება, რაღად გაგვხადესპროცესის თანამონაწილე? უჩვენოდ, რა, ვერ «გაუერთსულოვნდებოდნენ»?
მერე იყო აზიზის მეჩეთის ყბადაღებული თემა. აქაც საპატრიარქოსა და სინოდის ნაცვლად, პირველმა განგაშის ზარს სხვებმა შემოჰკრეს. იგივე განმეორდა დავითგარეჯთან მიმართებაშიც _ საპროტესტო ავანგარდში ისევ წინააღმდეგობის მოძრაობაა და არა საპატრიარქო...
ბარემ აქვე ვიტყვი, რომ წერილზე მუშაობის პროცესში ამ მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს _ სოსო მანჯავიძეს ვესაუბრე, რომლის კომენტარსაც გთავაზობთ:
«საყოველთაოდ ცნობილია, თუ როგორი მეთოდებით იყენებდა ზოგიერთი საერო ხელისუფლებაეკლესიას (აქ უფრო სწორი იქნებოდა, წმინდა სინოდს) საზოგადოების სამართავად. სამწუხაროფაქტია, რომ ეს უმძიმესი მემკვიდრეობა დამოუკიდებელმა საქართველომაც მიიღო _სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკური პოლიცია აგრძელებს და აძლიერებს ამ მანკიერ პრაქტიკას _ეკლესიის წიაღში სპეცსტრუქტურების აგენტების შეგზავნას, ძველი, კომპრომეტირებულიკადრების მხარდაჭერას, პატიოსანი მღვდელმსახურების შანტაჟსა და მუქარას.
სწორედ ამ დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგია ის, რომ წმინდა სინოდი «ფართოდ დახუჭულითვალებით» უცქერს ქვეყნის ფიზიკური განადგურებისა და ზნეობრივი გადაგვარების პროცესსდა წმინდა წერილიდან სხვადასხვა, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატებით ამართლებსსაკუთარ ნეიტრალურ, სინამდვილეში კი ხელისუფლების მხარდამჭერ პოზიციას.
«ჯოჯოხეთში ყველაზე ცხელი ადგილები შემონახულია მათთვის, ვინც უდიდეს ზნეობრივგარდატეხათა ჟამს ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა», _ ამბობს დანტე ალიგიერი!
ძნელია, არ დაეთანხმო «ღვთაებრივი კომედიის» ავტორს, რომელმაც ჯოჯოხეთი საკუთარიხილვების მიხედვით აღწერა...
პოზიციის უქონლობა გონებისა და სინდისის ძილის მაუწყებელია. «გონების ძილიურჩხულების მშობელია» _ ზუსტად ასე დაარქვა თავის უკვდავ ნახატს დიდმა ფრანცისკოგოიამ.
სინდისისა და გონების ძილის პროდუქტია ის აზრიც, რომ ეკლესია საერო საქმეებში არ უნდაერეოდეს და ამ მავნებლური აზრის პროპაგანდისტები სასტიკ გაუგებრობაში არიან თვითონაცდა ქვეყანასაც უდიდეს ზიანს აყენებენ»...
სოსო მანჯავიძის ამ კომენტარის გავლით, როგორც ზემოთ დავისახეთ, ბუნებრივად მივადექით წერილის მთავარ თემას _ წმინდა სინოდის განჩინების კვინტესენციას:
«სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოკლედ მიმოიხილა დღევანდელი საერთო ვითარება და ხაზი გაუსვა მომავალი თაობის სწორად აღზრდის მნიშვნელობას, ახალგაზრდების დასაქმების საკითხს. წმინდა სინოდზე აღინიშნა, რომ ეკლესია ყოველთვის იყო ქვეყნის გამაერთიანებელი ძალა და მისი ეს ფუნქცია დღეს განსაკუთრებით ესაჭიროება საქართველოს, ამიტომ კატეგორიულად მიუღებელია ღვთისმსახურთა მონაწილეობა რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში. ეკლესია არის საყოველთაო და მისი წევრია ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანი. წმიდა სინოდმა იმსჯელა ბაგრატის ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებითაც და განაჩინა _ ეკლესია მომხრეა ბაგრატის ტაძრის პირვანდელი სახით აღდგენის, მაგრამ, ვინაიდან დასავლეთ მკლავის რესტავრაციასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, აუცილებელია, აქ სამუშაოები გაგრძელდეს საქართველოს საპატრიარქოს, კულტურის სამინისტროსა და იუნესკოს წარმომადგენლებთან შეთანხმებული პროექტით».
მოდით ბოლოდან _ «გადაბრუნებული ურმიდან» დავიწყოთ: თუ მთავარი პრობლემა «დასავლეთმკლავის რესტავრაციასთან» ყოფილა დაკავშირებული, მაშინ რას ემსახურებოდა პატრიარქისამაწინანდელი მკაცრი ბრძანება რესტავრაციის შეჩერებაზე? ხომ არ იყო ეს ყველაფერისაპატრიარქოსთვის სახის შენარჩუნების მცდელობა იმ მძიმე ფონზე, რომ ბაგრატის ტაძარიპრაქტიკულად ამოღებულია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიიდან, რასაც,სპეციალისტთა აზრით, აღარაფერი ეშველება?
რა, «გუშინ» გახდა ცნობილი ბაგრატის ტაძრის ნანგრევების ხელყოფის შესახებ? დიახ, ხელყოფის, რადგან, როგორც თავის დროზე შენიშნა გუბაზ სანიკიძემ, მეფეთა საძვალეში ბულდოზერებით შეჭრის უფლება არ უნდა მიგვეცა შლეგისთვის...
ან ეკლესიის რომელ «საყოველთაობაზეა» საუბარი _ ეკლესიების მნგრეველნი, მართლმადიდებლობის მტრები და სექტების მეხოტბე _ გიგა ბოკერია, გიგი თევზაძე, თეა თუთბერიძე და ა.შ. სხვა მრავალი ბუდარა-ბუდარიხები არიან «საყოველთაო ეკლესიის» წევრები?
ახლა კი, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დავსვათ უმთავრესი კითხვა, რომლიდანაც სხვა მრავალი ქვეკითხვები წიწილებივით დაიჩეკებიან:
როდის, საქართველოს ქრისტიანული ისტორიის რომელ ეტაპზე, ხდებოდა ის, რომ ეკლესიასაერო საქმეებში არ ერეოდა?
წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალს ქართლის მაშინდელმა კათალიკოსმა რომ ქოშით კბილები ჩაუმტვრია, ეს არის საერო საქმეებში ჩაურევლობა?
ანდა წმინდა გრიგოლ ხანძთელმა აშოტ კურაპალატს ერთი «სიძვის დიაცის» სასახლეში მიყვანის გამო რომ უმძიმესი ეპტიმია დააკისრა, ამას რა ვუწოდოთ?
თორნიკე ერისთავის მიერ ბარდა სკლიაროსზე გალაშქრება რა იყო, როდესაც უკვე ბერად შემდგარმა ერისთავმა დროებით ჯაჭვის პერანგი ჩაიცვა და მტრის დამარცხების შემდეგ ისევ მონასტერს დაუბრუნდა?
გზები, ხიდები, შადრევნები და, თქვენ წარმოიდგინეთ, ეკლესიებიც, გარყვნილი როსტომ ხანის დროსაც შენდებოდა, მაგრამ ქართლის მაშინდელი კათალიკოსი ევდემონი, რომელმაც ხმა აღიმაღლა საყოველთაო გარყვნილების, ერის ზნეობრივი გადაგვარების წინააღმდეგ, როსტომ ხანის ბრძანებით მოაკვდინეს _ ეს ამბავი, რომელ კატეგორიას მივაკუთვნოთ?
ან ის ამბავი რად ღირს, რომ მარაბდის ომის წინ საბრძოლველად გამზადებულმა ქართველთ ლაშქარმა იხუვლა _ მროველმა ეპისკოპოსმა გვაზიაროს, მროველმაო და საბრძოლოდ აღჭურვილმა მროველმა ჯერ ჯარი აზიარა, ხოლო შემდეგ მარაბდის ველზე დაეცა, როგორც ერთი რიგითი მებრძოლი _ ეს არის საერო საქმეებში ჩაურევლობა?
შორეული წარსულიდან კიდევ ბევრი მაგალითის დასახელება შეიძლება იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ «არ ერეოდა» ეკლესია საერო საქმეებში, მაგრამ ახლა დღევანდელობას დავუბრუნდეთ...
რა უფრო უხერხულია, ის, რომ ნანა ლეჟავამ ფარულად ჩაწერა მეუფე სერაფიმე, თუ ის, რაცფარული ჩაწერით გახდა აშკარა?
მეუფე სერაფიმემ თქვა ის, რაც ისედაც ყველამ იცოდა გიგი უგულავას თავხედობის შესახებ _ ეს ლაწირაკი ბედავს, რომ კათოლიკოს პატრიარქს უყვიროს კიდეცო!
პრინციპში, მეუფე სერაფიმეს არაფერი უთქვამს იმისთანა, რაც მანამდე არ იცოდა ქართველმა საზოგადოებამ, ერთი რამის გარდა _ როგორც ფარულად ჩაწერის დროს თქვა მეუფემ, გიგი უგულავას უთქვამს თურმე _ იმ კანონის (ქართული ეკლესიის ხლისტებთან გათანაბრების) მიღებით გემაროი მოვიშორეთო!!!
სხვა დანარჩენი, დაწყებული 2009 წლის 26 მაისს სამების საკურთხეველში შევარდნით და აგერ ახლა, სააღდგომო ეპისტოლედან გიგი უგულავას მიერ იმ სახამუშო პასაჟის ამოღებით დამთავრებული, რომელიც 100 ათასი წმინდანის წამების ადგილზე გამართულ ბუდა-ბარს, საპატრიარქოს გვერდით კაზინოს და ბოლო დროს ჩვენში მოძალებულ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას შეეხებოდა, რა, არ ვიცოდით?
ეპისტოლე ვახსენეთ და ხშირად გვსმენია, ალბათ, პატრიარქმა მეტი რა ქნას, ყველაფერსეპისტოლეებში ამბობსო. კი, ბატონო, ეპისტოლეებში მართლაც ყველაფერი კარგად წერია,მაგრამ, როგორც ვნახეთ, მისი უწმინდესობის ეპისტოლემაც ცენზურა განიცადა, მაგრამ ეგეციქით იყოს, იქნება ვინმემ შემახსენოს, რომელი ეპისტოლე გაუთვალისწინებია ხელისუფლებასდა ვინ უნდა აღიმაღლოს ხმა ამაზე?
ამ ყველაფრის მერე, როდესაც გიგი უგულავამ მეუფე სერაფიმეს მატყუარა უწოდა და ჯოჯოხეთის გეენიით დაემუქრა მოძღვარს, ხოლო მეუფე სერაფიმე, ამბობს რა «კინკლაობაში არ შევალ» ქალაქის მერთანო და მხოლოდ იმაზე წუხს, რომ ხელისუფლებასთან დამაპირისპირა ნანა ლეჟავამო, არ არის დამაფიქრებელი?
ხელისუფლებასთან დაპირისპირების შიშით ხომ არ იყო განპირობებული სინოდის მორიგიგანჩინების ეს პასაჟიც _ «ეკლესია ყოველთვის იყო ქვეყნის გამაერთიანებელი ძალა და მისი ესფუნქცია დღეს განსაკუთრებით ესაჭიროება საქართველოს, ამიტომ კატეგორიულადმიუღებელია ღვთისმსახურთა მონაწილეობა რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში»?
რა ხდება? სასულიერო პირები ამ ქვეყნის შვილები არ არიან? ბოლოს და ბოლოს არჩევნებში ხომმონაწილეობენ?
ანდა რატომ მოჩანს აქ აშკარად ე. წ. ორმაგი სტანდარტი? სკანდალურად ცნობილი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე რომ ლექსებს უძღვნის პრეზიდენტს, დავით აღმაშენებელს ადარებს მას და აქედან გამომდინარე _ თუ კი დაგჭირდა სისხლიც დაღვარეო, «კურთხევას აძლევს», განა «რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში» მონაწილეობაზე მეტი არ არის? ეს ამბავი «კატეგორიულად მისაღებია» სინოდისთვის?
ის, «რომელიმე პარტიაც» ხომ ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილის «ქართული ოცნებაა» და არა ჰალსტუხიანი ხვლიკის («ქდმ») ან ძველი პოლიტიკური თითლიბაზების («ახალი მემარჯვენეები»)?
«ქართული ოცნება», რომლის აქციებზე (თბილისიდან დაწყებული _ ოზურგეთით დამთავრებული) ანაფორიანი ხალხი ბევრი გვინახავს...
მაშ, რაშია საქმე, რატომ ჩათვალა და რის შემდეგ წმინდა სინოდმა ამ განჩინების მიღება?
იმიტომ ხომ არა, რომ, ხელისუფლებისა არ იყოს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელობის კანონებს იგონებს და იღებს, დიდი ხანია, წმინდა სინოდმაც ვიღაცის სახელობის განჩინება მიიღო ვიღაცის საწინააღმდეგოდ?
დიახ, წმინდა სინოდმა მიშას სახელობის განჩინება მიიღო რუის-ურბნელი ეპისკოპოსის _მეუფე იობის წინააღმდეგ.
მეუფე, რომელიც პირველად მცხეთაში გამოჩნდა «ქართული ოცნების» აქციაზე, რამაც კიდევ უფრო მეტი იმედები გაუღვიძა ქართველებს და შესაბამისად თავის ტკივილი უმატა მიშნაცებს, რადგანაც მეუფე იობს, დიდი ხანია, მრევლში (და არა მხოლოდ მრევლში) სარწმუნოების კლდეს უწოდებენ; მეუფე იობი, რომელმაც, «იმ» სინოდის სხდომაზე «შესანიშნავ ოცეულს», რომელმაც ხმა მისცა ქართული ეკლესიის დამცრობისა და ხელისუფლებასთან «გაერთსულოვნების» განჩინებას, პირში მიახალა _ თქვენ კაცები არა ხართო; მეუფე იობი, რომელიც თურმე თავის ლოცვებში არ მოიხსენიებს საქართველოს მთავრობას, რადგანაც თვლის, რომ დღეს მიშნაცებმა საქართველოს სულიერების ოკუპაცია მოახდინეს!!!
და ბოლოს, მეუფე იობი, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ნატოსკენ «ისწრაფვის», მიაჩნია, რომ ჩვენი ერის ფიზიკურ-მენტალური გადარჩენა მართლმადიდებელ ერთა კავშირშია...
წერილში დასმულ უამრავ კითხვაზე პასუხები მკითხველისათვის მიმინდვია. რაც შეეხება ჩვენს პატრიარქს, რომლის მიმართაც ამ წერილს, ალბათ, დიდ ცოდვად ჩამითვლიან მავანნი, ვიტყვი _ არავიზე ნაკლებად მიყვარს და პატივს ვცემ მხცოვან უწმინდესსა და უნეტარესს, მაგრამ, უპირველესად, მიყვარს ჩემი სამშობლო, სამშობლო, რომელიც ვხედავ, რომ ჩვენ თვალწინ სრული გაქრობა-გადაგვარების საფრთხის წინაშეა და, თუ მართლაც არ იქუხებს მრისხანებით სამების ზარი, მხოლოდ «ოცნება» ვერ გადაგვარჩენს!!!
«თუ ჩვენი ეკლესია ეროვნული არ იქნება, ასეთი ეკლესია არ მინდა» _ ეს სიტყვები საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს _ წმინდა ამბროსი ხელაიას ეკუთვნის, რომელიც მან კათოლიკოსის ტახტზე აღსაყდრების ჟამს, 1921 წელს, წარმოთქვა...
დიახ, მე ვბედავ!
დადებული მაქვს მორზე თავი
და ველი ნაჯახს!
გარშემო ხორუმს, ნაკლულების,
წამებით ვუძლებ...
_ სამშობლოს ბედი
აბარია ათიოდ ხარჭას
და საშოვარით აყროლებულ,
დაბერილ მუცლებს!..
აღარ იკარებს ფუნჯი იით
გამთბარ საღებავს,
აღარ იფერებს იამბიკო
სიმღერას ნატიფს...
_ კვლავ შეატოვეს გასაყიდად,
სახრავ-საყეფად,
საუფლო წმინდა მარიამის
ამ შეშლილ «ანტიპს»!
«ხვლიკს» კუდი უკვე გაეზარდა,
ქუსლებზე შედგა,
მავანს ტუჩები კვლავაც დარჩა
გამობანტული...
... და უღიმოდა
აყუდებულ «მაგარს» და «მედგარს»
ქერა დესპანი,
პიკანტური თავის კანტურით!..
... მერე უკანვე აგოგმანდა
მიდგმულ კიბეზე
და თვითმფრინავმა გადასერა
ქედები სამხრით...
_ რა,
რა მოარჩენს
ქართველების მონურ სიბეცეს?!
ნაგვემს და ნაცემს
ხან ტყუილით,
ხან კიდევ სახრით?!.
_ გვიხსენ, დედაო ეკლესიავ,
გვიხსენ, უფალო!..
თორემ სულ მალე
ქვეყნის ერთგულს თითებზე დათვლი!..
ქართველს ჭეშმარიტს, წრეში ჩამდგარს,
უხმლოდ, უფაროდ,
შენ წარუძეხი,
შენ დაადგი გვირგვინი ნათლის!..
_ მაინც სად იყო,
სად მოგროვდა ძუკნა ამდენი?!
შანსით,
შანელით,
შარი-შურით,
შარმით,
«შარდენით?!»
_ ვაი, ჩვენს პატრონს:
აი ჩვენი «დედები ქართვლის»,
ყრმის გამზრდელი და
მამულისთვის ცრემლის დამდენი???
ზნედაცემული ქალ-ბიჭების
მიწყივ დამცველი,
გონჯი გომბიო,
ჯოჯოხეთით ამორწყეული!..
... დღესაც ჰკიდია ხეზე თოკით
ქრისტეს გამცემი,
დღესაც წკრიალებს
ოცდაათი ვერცხლი წყეული!..
რარიგ ცდილობენ
მწყემსის ირგვლივ ავად ფორიაქს,
რარიგ მშვიდია,
რარიგ სათნო
ცოცხლივ წმინდანი!..
... და ღმერთმა ნუ ქნას,
რომელიმე ანაფორიანს
წასცდეს სურვილი
პილატესთან ამბის მიტანის!..
_ უნეტარესო!
მაპატიე
მე ბრიყვს და არჯალს...
ისედაც ვიცი,
არ ამცდება უფლისგან დასჯა!..
_ წამებულისთვის,
მაცხოვრისთვის ვეძიებ სიკვდილს!
დადებული მაქვს მორზე თავი
და ველი ნაჯახს...
თაფლის სურნელი, მობიბინე,
ედება ოთახს,
გათანგულს ხვატით
ბუღი ასდის ღამეულ ქალაქს...
_ «ნუცა დაუფენ,
ნუ დაუყრი მარგალიტს ღორთა»...
ნუ ახსნი ცოდვას,
ვინც სასმურში დარიშხანს მალავს!..
დღეის სათქმელი
ფიწალივით ყელში გაჩრილა!
_ ჩვილსა და ჭაბუკს,
ახალგაზრდას,
მოხუცს და ჭარმაგს,
_ დიახ,
მე ვბედავ
და გავყმუი ყველას გაჭრილად:
«უნდა იქუხოს მრისხანებით
სამების ზარმა!»
რეზო ამაშუკელი