"ჩვენ მიშას ვაძლევთ ხმას, რატომ მოხვედით?! თქვენ ხომ რუსეთი გინდათ - ამის საშუალებას კი ჩვენ არ მოგცემთ..." - ასეთი დაპირისპირებების ფონზე უწევს "ქართულ ოცნებას" შიდა ქართლის რაიონის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრა. როგორც "რეზონანსისთვის" გახდა ცნობილი, შეხვედრების ჩაშლას ადგილობრივი გამგეობის თანამშრომლები და პოლიციელები ცდილობენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "გორის აქციის ჩაშლას ფიქრობენ, თუმცა არ გამოუვათ" / "ქართულ ოცნებას" გორში შეხვედრები დაპირისპირების ფონზე უწევს.
"აღსანიშნავია, რომ უკვე რამდენიმე დღეა "ქართული ოცნების" ლიდერები გორის რაიონის სოფლებში დადიან, საკუთარ პროგრამებს მოსახლეობას აცნობენ და 15 ივლისს გორში დაგეგნილ აქციაზე ეპატიჟებიან. შეხვედრები ძირითადად სოფლების ცენტრში, მთავარ თავშეყრის ადგილებზე იმართება. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა 9 ივლისს სოფელ ვარიანში გაიმართა. როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა მკვიდრმა გვითხრა, სოფელში აგორებული მცდარი პანიკის გამო, "ქართული ოცნების" პროგრამის გასაცნობად 15 ადამიანი მივიდა, 50-მდე კი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციის და გამგეობის თანამშრომლები იყვნენ, რომლებიც შეხვედრაზე პროვოკაციას აწყობდნენ" "ვარიანში ძალიან ბევრი ადამიანი ელოდებოდა ბიძინა ივანიშვილი ჩამოსვლას. შეხვედრაზე წასვლა საჯარო სამსახურებში მომუშავე ბევრ ადამიანსაც სურდა, თუმცა სამსახურის დაკარგვის გამო თავს იკავებდა. შეხვედრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე კი უეცრად პანიკა ატყდა - ხალხი სახლებში გარბოდა, ერთმანეთს მანქანაში უხტებოდნენ...", - აღნიშნავს გამოიცემა.
"ვერ გავიგე რა მოხდა. თუმცა, როგორც გავარკვიე, ეს პოლიციელების მიერ სპეციალურად აგორებული ჭორი გახმლდათ. ფაქტობრივად, "ქართულ ოცნებას" მოსახლეობასთან შეხვედრა ჩაუშალეს, საბოლოოდ პროგრამის მოსასმენად 15-მდე ადამიანი დარჩა. 50-მდე კი პოლიციის და გამგეობის თანამშრომლები იყვნენ, რომლებიც საკუთარ შეხედულებებს ხმამაღლა ამბობდნენ და შეხვედრის ჩაშლას ცდილობდნენ. ყველაზე მეტად გამგეობის თანამშრომელი იზა კოკაური და იაკობ გოგებაშვილის მუზეუმის დირექტორი მიხეილ გოგებაშვილი აქტიურობდნენ. "ქართული ოცნების" ლიდერები პროვიკაციას არ წამოეგნენ. კახი კალაძის თავშეკავება რომ არა, საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდოდა. ასევე მითხრეს, რომ მეზობელ სოფელ ახალდაბაში "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა ფიზიკურად ძლიერ ადამიანებს ლუდი დაურიგეს და "ქარული ოცნების" მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლა სთხოვეს. შეხვედრა ფიზიკური დაპირისპირებით დამთავრდა და მგონი, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი აქტივისტი სცემეს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვარიანის მცხოვრები.
"შაბათიდან შიდა ქართლის სოფლებში დავდივართ და მოსახლეობასტან შეხვედრებს ვაწყობთ. ყველაზე მძიმე დრეს 9 ივლისს გვქონდა. კარგად მომზადებული ზონდერ-ბრიგადები და დილიდან ნასვამი ადამიანები, რომლებას 5-5 ლიტრი ღვინო დაურიგდათ, შეხვედრების ჩაშლას ცდილობდნენ. ეს ხალხი ყველა სოფელში დაგვყვება. მათ პირდაპირ აქვთ მიცემული დავალება, რომ თუ უნდათ ადგილები შეინარჩუნონ, ჩვენი ღონისძიებები უნდა ჩაშალონ. მიუხედავად ამისა, არ გამოუვიდათ. არც ერთი შეხვედრა არ ჩაშლილა. უბრალოდ, დღის წესრიგში ცვლილებების შეტანა გვიხდება. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დაპირისპირება ავიცდინოთ, რადგან ეს არ არის ჩვენი ამოცანა. ეს ხელისუფლებას უნდა, მაგრამ ამით სიმართლეს ვერ შეაჩერებენ. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ინფორმირებული ადამიანები გვხვდებიან, მიუხედავად იმისა, რომ "რუსთავი 2"-ის, "იმედის" და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გარდა, არც ერთი არხი არ აჩვენებს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ნინელი ჭანკვეტაძე.
"ქართული ოცნების" წარმომადგენელმა თეა წულუკიანმა კი სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშს კოალიციის ლიდერების მხარდამჭერებთან შეხვედრების ჩაშლის მცდელობის ფაქტები გააცნო. ივანიშვილის პრესსამდივნოს ინფორმაციით, წულუკიანმა ომბუდსმენს ის ვიდეომასალა გადასცა, რომელიც ბოლო დღეებში კოალიციის მიერ შიდა ქართლში გამართულ შეხვედრებზე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებს ასახავს. გიორგი ტუღუშის განცხადებით, ის უკვე ფლობდა ინდორმაციას ამ ფაქტების შესახებ, თუმცა დამატებითი ცნობები დაეხმარება, რომ მომხდარს სათანადო შეფასება მისცეს. ამასთან სოფელ ვარიანის ერთ-ერთი მკვიდრი ამბობს, რომ 15 ივლისის აქციასთან დაკავშირებით სოფელში დადის ხმები, რომ ხელისუფლება სპეცრაზმის მობილიზებას გეგმავს - "ვფიქრობ "ქართულ ოცნება" ძალიან გაუჭირდება გორში წინასაარჩევნო აქციის გამართვა. მაქვს ინფორმაცია, რომ სპეცრაზმი იქნება მობილიზებული. ხალხი ძალიან შეშინებულია, ფიქრობენ, რომ რარაც მოხდება..." აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ნინელი ჭანკვეტაძეც, თუმცა ამის მიუხედავად ამბობს, რომ აქციის ჩაშლის საფრთხე არ არსებობს", - დასძენს გამოცემა.
"სააკაშვილის ზონდერ-ბრიგადები დილას ოჯახებში შევარდნით იწყებენ - ყველას აფრთხილებენ, რომ აქციაზე არ გამოვიდნენ. პოლიციელებს პრემიის სახით ფულს ურიგებენ, ეუბნებიან, თითოეული ოჯახი კონტროლზე აიყვანონ, რომ არც ერთი მათგანი აქციაზე არ გამოვიდეს. თუმცა როგორც მთელი საქართველო, ეს რეგიონიც თავის არჩევნა გააკეთებს. მათ არ მოვუწოდებთ, რომ სამსახური დაკარგონ ან შვილები გაწირონ, ვისაც შეუძლია ასეთი ნაბიჯის გადადგმა, ის მოვა. თუმცა, ამით განწყობა ვერ დავითვლით, იმიტომ რომ სოფელი არ გამოგვივლია, სადაც "ნაციონალური მოძრაობა" არ იყოს უმცირესობაში. დიდი მობილიზება შეიმჩნევა. გორის აქციის ჩაშლას ფიქრობენ, თუმცა ეს არ გამოუვათ. ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას და გვინდა არჩევნების გზით მოვიდეთ ხელისუფლებაში", - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნინელი ჭანკვეტაძე.