გასულ კვირას უცხოურმა ინტერნეტ-რესურსმა eurasiareview-მ რიკ როზოფის სტატია გამოაქვეყნასათაურით «დონალდ რამსფელდი საქართველოშიბრუნდება».
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსინგლისურ ვებგვერდზე დაყრდნობით, ავტორიწერს, რომ თავდაცვის ყოფილი მდივანი დონალდრამსფელდი საქართველოს ერთი კვირით ეწვიაივნისში.
ავტორს შეუმჩნეველი არ დარჩენია, რომ ქვეყანაში გასულ თვეში სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ, ამერიკელი მაღალჩინოსნები და NATO-ს უმაღლესი გაერთიანებული ძალების მთავარსარდლის მოადგილე მიჩისლავ ბიენიეკი იმყოფებოდნენ; ვერშბოუს სტუმრობის დროს ვიცეპრემიერმა გიორგი ბარამიძემ კი განაცხადა, რომ გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი მის ქვეყანას სექტემბერში ეწვევა.
«აშშ-სა და NATO-ს ოფიციოზის უმაღლეს წარმომადგენლებს რაღაც იზიდავსსამხრეთკავკასიური ქვეყნისაკენ. 2 ივლისს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და თავდაცვისმინისტრის მოადგილე ნოდარ ხარშილაძეთან შესახვედრად აშშ-ის კონგრესმენთა ექვსწევრიანიდელეგაციაც ჩავიდა, რათა NAთO-ს მიერ ავღანეთის ომში ჩასანაცვლებლად ამერიკელთაგაწვრთნილ ქართულ ჯარს დაკვირვებოდნენ», _ წერს რიკ როზოფი.
NATO-სა და რუსეთში ყოფილ ელჩ ვერშბოუს, ამჟამად თავდაცვის მდივნის თანაშემწეს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, თან ახლდა თავდაცვის მდივნის თანაშემწე (თავდაცვის მდივნის უფროსი მრჩეველი ტექნოლოგიებისა და ლოჯისტიკის საკითხებში ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის პროგრამებთან დაკავშირებით) ენდრიუ ვებერი, თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე რუსეთში, უკრაინასა და ევრაზიაში სელესტა ვოლანდერი და კონტრადმირალი მარკ მონტგომერი – აშშ-ის ევროპული მთავარსარდლის მოადგილე, დაგეგმარების პოლიტიკისა და სტრატეგიის დირექტორი.
ვერშბოუ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ბაჩანა (ბაჩო) ახალაიას შეხვდა. პოლონელიგენერალი ბიენიეკი, NATO-აშშ-ის გაერთიანებული მთავარსარდლობის მეორე პირი, ასევეიმყოფებოდა საქართველოში ივნისში ორი დღით. როზოფის სიტყვებით, ამერიკელკონგრესმენთა დელეგაცია დააკვირდება ამერიკელებისა და ქართველთა ერთობლივი წვრთნისპროცესს, ავღანეთში ჩანაცვლების მიზნით, რომელიც, აშშ-ის საელჩოს პრესრელიზის თანახმად,საერთაშორისო უსაფრთხოების დამხმარე ძალას (ISAF) წარმოადგენს.
21 ივნისს საქართველოში რამსფელდი დაბრუნდა. მისი პირველი მოგზაურობა შედგა 2001 წლის დეკემბერში, თერთმეტ თვეში, მას შემდეგ, რაც ის აშშ-ს თავდაცვის მდივანი გახდა, რასაც მოჰყვა თავდაცვის დეპარტამენტისაგან საქართველოსთვის წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა, რომელსაც თავდაპირველად უძღვებოდა აშშ-ის მწვანებერეტიანთა საგანგებო ძალები, შემდეგ _ აშშ-ის საზღვაო კორპუსი და ბრიტანეთის არმიის პირადი შემადგენლობა. პროგრამამ 2004 წლამდე გასტანა, როცა საქართველომ სტაბილურობას მიაღწია. საბოლოო ჯამში, აშშ-მა და მისმა NATO-ელმა მოკავშირეებმა გარდაქმნეს ქართული შეიარაღებული ძალები ერაყსა და ავღანეთში ჩანაცვლებისთვის, აგრეთვე, სამხრეთ ოსეთში შეჭრისა და რუსეთთან ომისათვის 2008 წელს.
2003 წლის 5 დეკემბერს რამსფელდი მაღალი რანგის პირველი ამერიკელი ოფიციალური პირიიყო, ვინც ქვეყანას ეწვია ექსტრალეგალური პუტჩის შემდგომ პერიოდში, რომელიც «ვარდებისრევოლუციის» სახელითაა ცნობილი, რომლის შედეგადაც მომდევნო თვეში 96-პროცენტიანიმაჩვენებლით სააკაშვილი ხელისუფლების სათავეში აღმოჩნდა.
პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის იძულებითი გადადგომიდან ორი კვირის შემდეგ რამსფელდი თბილისში გახლდათ. თავის სიტყვაში მან «ხაზი გაუსვა ამერიკის უაღრესად მტკიცე მხარდაჭერას და სტაბილურობას, უსაფრთხოებას, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას». იგი შეხვდა «ვარდების» ტრიუმვირატს, მაშინდელი საქართველოს დროებით პრეზიდენტს _ ნინო ბურჯანაძეს, სახელმწიფო მინისტრს _ ზურაბ ჟვანიას (ვისი ოჯახიც 2005 წელს მისი გარდაცვალების გამო სააკაშვილს უყენებს ბრალდებას) და პრეზიდენტობის კანდიდატს _ მიხეილ სააკაშვილს. იგი ასევე ინსპექტირებაზე იმყოფებოდა კრწანისის ნაციონალურ საწვრთნელ ცენტრში, დედაქალაქთან ახლოს, სადაც წინა წლიდან მოყოლებული აშშ ქართულ ჯარს ავარჯიშებდა (რაც ამჟამადაც გრძელდება).
თბილისში ყოფნისას თავისი დროის უდიდესი ნაწილი მან დაუთმო ნავთობსადენისშემოწმებას, რომელიც შემდეგში ჩაერთო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი) ნავთობის ტრანსპორტირების პროექტში, რომელსაცმსოფლიოს ყველაზე პოლიტიზირებული ნავთობსადენის რეპუტაცია აქვს.
თბილისში ჩამოსვლიდან ექვსი დღის შემდეგ ქართული საგანგებო ძალები შევიდნენ ისედაც დანგრეულ სამხრეთ ოსეთში. ბრიტანული «დეილი ტელეგრაფის» შეფასებით, «ქვეყანაში კიდევ უფრო გაღვივდა დაძაბულობა, რაც სამოქალაქო ომისკენ უბიძგებდა მას».
მისი წასვლიდან ერთი კვირის შემდეგ, პირველმა ოთხმა ქართულმა ბატალიონმა, რომელსაც წვრთნიდა აშშ-ის სამხედრო პირადი შემადგენლობა, წვრთნისა და აღჭურვის ქართული პროგრამის შესაბამისად დაასრულა მეცადინეობა.
2004 წლის მაისში აჭარა მოექცა პრეზიდენტ სააკაშვილის კლანჭებში, რასაც ფართო მასშტაბისქართული სამხედრო წვრთნები მოჰყვა მისსავე საზღვარზე; სააკაშვილი იმუქრებოდა, რომშემდეგი აფხაზეთი იქნებოდა; ოთხი წლის შემდეგ მან იგივე სცადა სამხრეთ ოსეთისა დააფხაზეთის წინააღმდეგ, მაგრამ რუსეთის სამხედრო ძალებმა აქეთ მოუწყვეს ინტერვენცია.
გასული თვის ბოლოს, როდესაც რამსფელდი დაბრუნდა საქართველოში, მას თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია მიესალმა, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია თავისი ქვეყნის სამხედრო პოტენციალის ტრანსფორმაციისა და ბრძოლისუნარიანობის ამაღლების თაობაზე აშშ-ისა და NATO-ს მფარველობის ქვეშ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდის მიხედვით, რამსფელდისა და ახალაიას შეხვედრის დროს «ფოკუსი მიმართული იყო საქართველოს თავდაცვის უნარებისა და სამხედრო განათლების დონის ამაღლებისაკენ».
ორივე მხარე «ასევე შეეხო საქართველოს ჩართვას ISAF-ის მისიაში და NATO-ში ინტეგრირების პერსპექტივაში». საქართველოს თავდაცვის შეფმა «გამოხატა თავისი მადლიერება თავდაცვის ყოფილი მდივნის მიმართ აშშ-საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში».
შემდეგ ახალაიამ დასძინა, რომ «ორ ქვეყანას შორის ინტენსიურ ურთიერთთანამშრომლობას საფუძველი ჩაეყარა პენტაგონში სწორედ რამსფელდის მოღვაწეობისას და შეერთებულ შტატებში ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის პერიოდში».
რიკ როზოფი სტატიას ასეთი დასკვნით ასრულებს: «ათიოდე დღის წინ რამსფელდს, დამსახურებისამებრ, საქართველოში პენტაგონ-NATO-ს სუროგატული არმიის შექმნის პროცესის დაწყების უფლება მიეცა, რომელიც ამჟამად შემოწმებას გადის ახალი კონფლიქტის მზადყოფნისთვის».
ამ სკანდალურმა პუბლიკაციამ საქართველოში დიდი ხმაურის გარეშე ჩაიარა. ოპოზიციისმხრიდან გამოხმაურება პრაქტიკულად არ ყოფილა, ხოლო მმართველმა გუნდმა საერთოდ შორსდაიჭირა თავი. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ რამსფელდის ვიზიტთანდაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემდავით ჯალაღონიამ კი განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს (!). სამაგიეროდ, ესინფორმაცია არ უარყო ქრისტიან-დემოკრატმა ნიკა ლალიაშვილმა, თუმცა დეტალებზესაუბრისგან მრავალმნიშვნელოვნად შეიკავა თავი.
ინფორმაციის უარყოფას აზრი მართლაც არ ჰქონდა, რადგან, მართალია, მხოლოდ ერთი მოკლე ოფიციალური ცნობა გავრცელდა, მაგრამ იგი ყველგან დაიბეჭდა: «საქართველოში ვიზიტით ამერიკის შეერთებულიშტატების თავდაცვის ყოფილი მდივანი დონალდ რამსფელდი იმყოფება. ამერიკელიპოლიტიკოსი და ბიზნესმენი დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ მიიღო.საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდს საქართველოს თავდაცვის სფეროშიმიმდინარე რეფორმები გააცნო, ყურადღება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასადა სამხედრო განათლებაზე გამახვილდა. საუბარი შეეხო ISAF-ის მისიაში საქართველოსმონაწილეობას და ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებს. ბაჩო ახალაიამ ამერიკის თავდაცვისყოფილ მდივანს საქართველოსა და ამერიკას შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთობისგაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვისა და უსაფრთხოებისსფეროში ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობას საფუძველი სწორედ დონალდრამსფელდის პენტაგონში ყოფნის პერიოდში, პრეზიდენტ ბუშის დროს, ჩაეყარა».
ამ ინფორმაციას რამსფელდის მოკლე ბიოგრაფიული ცნობა ერთვოდა, რომელშიც მხოლოდ პოლიტიკური თანამდებობების ჩამონათვალი იყო. ცხადია, თავდაცვის სამინისტრო მისი ბიზნეს-ინტერესების შესახებ არაფერს დაწერდა, თუმცა ამ თემას ქვემოთ მივუბრუნდეთ, ახლა კი ქართველ მაღალჩინოსანთა ომერტას ჩავუღრმავდეთ.
რატომ ასავსავებენ ხელებს გადამდგარი თავდაცვის მდივნის ხსენებაზე მმართველი გუნდისწარმომადგენლები და რას აკეთებდა მთელი ერთი კვირა საქართველოში 80 წლის «ყველაზეხანგრძლივი თავდაცვის მინისტრი»? იმ ერთი ნახსენები ინფორმაციის გარდა, უშიშროებისსაბჭოს მდივან გიგა ბოკერიასთან შეხვედრის გარდა, დონალდ რამსფელდის ვიზიტისდეტალების შესახებ ერთი სიტყვაც არ უთქვამთ არც ამერიკელებისადმი მოწიწებითა და ხბოსაღტკინებით განთქმულ «რუსთავი 2»-ს და არც სხვა, ამავე თვისებებით უხვად შემკულმედიასაშუალებებს.
შეგახსენებთ, რომ 2003 წელს, «ექსტრალეგალური პუტჩის შემდგომ, რომელიც «ვარდებისრევოლუციის» სახელითაა ცნობილი» (როზოფის დეფინიცაა), რამსფელდი მხოლოდ ერთი დღითჩამოვიდა საქართველოში. იმ ერთ დღეში მან კრწანისის სასწავლო ცენტრის დათვალიერებაცმოასწრო, ამერიკელ ოფიცრებთან არაფორმალური საუბარიც, სააკაშვილთან, ბურჯანაძესთან დაჟვანიასთან შეხვედრებიც და დავით თევზაძესთან მოლაპარაკებაც.
ერთადერთი ინფორმაცია, რომელმაც წლევანდელი ერთკვირიანი ვიზიტის შესახებ გაჟონა, ჩეპმენის უნივერსიტეტის ბლოგში დაიდო. ამერიკელი სტუდენტები წერენ, რომ ბათუმში საზღვარგარეთ საზაფხულო სწავლების პროგრამის ფარგლებში დონალდ რამსფელდს შეხვდნენ. იქვე ამ შეხვედრის ფოტოც დევს.რამსფელდი რომ შორტებში გამოწყობილ პენსიონერ ტურისტს არ ჰგავს, ეს ფაქტია, თუმცა მისივიზიტის კვალდაკვალ თავდაცვის სამინისტროს მთელი ხელმძღვანელობა რომ ამ სფეროსერთიანად ჩამოაშორეს, ესეც თვალსაჩინოა. ბაჩო ახალაია არამარტო თავად წავიდათავდაცვიდან, არამედ ხარშილაძეც თან წაიყოლა, რომელთანაც მოლაპარაკებებს ამერიკელებისულ ცოტა ხნის წინ მართავდნენ.
2012 წლის თებერვლის დასაწყისში ბაჩო ახალაია ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ამერიკელ კოლეგას _ ლეონ პანეტას შეხვდა. ეს შეხვედრა სააკაშვილმა ობამასთან შეხვედრისას შეათანხმა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თუ ადრე ამერიკულ მხარესთან თანამშრომლობა ავღანეთში სამშვიდობო მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობით შემოიფარგლებოდა, ამიერიდან თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით წარიმართება. გამოცხადდა ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების საქართველოს თავდაცვის უწყებაში მივლინების შესახებ. ნატოში საქართველოს ელჩმა გრიგოლ მგალობლიშვილმა კი დაადასტურა, რომ უახლოეს მომავალში სპეციალური ჯგუფები შეიქმნება, რომლებიც ქართული არმიის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების გეგმაზე იმუშავებენ.
რა დაინახეს ამერიკელმა ინსტრუქტორებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ისეთი, რომ სულ რაღაც 4 თვეში ახალაიაც და მისი გუნდიც ამ უწყებას ჩამოშორდნენ, ხოლო მინისტრის პოსტი დიმიტრი შაშკინმა დაიკავა? «საქართველო და მსოფლიო» ამ საკითხზე უკვე წერდა, როცა შაშკინის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შესახებ გახდა ცნობილი:
«განათლების მინისტრად დანიშვნამდე ორი თვით ადრე შაშკინი ამერიკაში თვით სენატორმაკკეინს სტუმრობდა. შაშკინის კარიერულ წინსვლაში ექსპერტები სწორედ მაკკეინის უხილავხელს ხედავენ. IღI, რომელშიც შაშკინი 10 წელი წამყვან თანამდებობებზე მუშაობდა,არაერთხელ იყო შემჩნეული სოციოლოგიური კვლევების, რბილად რომ ვთქვათ, ერთობ საეჭვოშედეგების გამოქვეყნებაში. IRI-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა ამერიკელი სენატორიჯონ მაკკეინი, ხოლო ამ ორგანიზაციაში წლების მანძილზე მუშაობდა საქართველოს მთავრობისწევრი, ახალი დემოკრატიული ტალღის წარმმართველი და ხელმძღვანელი დიმიტრი შაშკინი.ბატონი მაკკეინი საქართველოს მეგობარია, ამავე დროს, იგი საქართველოს პრეზიდენტის,ბატონ მიხეილ სააკაშვილის მეგობარია. ბატონი შაშკინი კი მიხეილ სააკაშვილის მეგობარი დაუახლოესი თანამებრძოლი.
დღესაც არშემდგარი უმცროსი ლეიტენანტის თავდაცვის მინისტრად გამწესებაში უკანაპლანზე მაკკეინის ჩრდილი მოჩანს. ამერიკელი «ქორი» 2008 წელსაც აქეზებდა სააკაშვილს დაარც ახლა უნდა იყოს შემთხვევითი საქართველოს ხელისუფლების საომარი რიტორიკასაპარლამენტო არჩევნების წინ. მაკკეინის პროტეჟეც, მართლაც რომ დროულად, სწორედთავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებს».
უცნაურია, მაგრამ მაკკეინი დონალდ რამსფელდს «ყველაზე უარეს თავდაცვის მინისტრს» უწოდებდა და წამებაში ადანაშაულებდა. ამდენად, თავდაცვის მინისტრად მაკკეინის პროტეჟეს დანიშვნა რამსფელდის საქართველოდან წასვლისთანავე მისთვის სასიამოვნო ნამდვილად არ აღმოჩნდებოდა.
ასეა თუ ისე, მთელ ამ ისტორიაში მეტისმეტად ბევრი დამთხვევა და გაურკვევლობაა. იმ ფონზე, როცა სააკაშვილი და მისი თანაგუნდელები ამომრჩეველს აჩვევენ აზრს არჩევნების წინ რუსეთის მხრიდან შესაძლო თავდასხმების შესახებ, მეტად ნიშანდობლივია სწორედ რამსფელდის ერთკვირიანი ვიზიტი. იმ რამსფელდისა, რომელმაც რადიო «თავისუფლების» შეკითხვაზე ერაყში სადამის დამხობის შემდეგ მაროდიორობასა და განუკითხაობაზე ასე უპასუხა: «ყოველთვის, როცა რეჟიმი იცვლება, გარდამავალი პერიოდი უნაკლო არ არის. ეს გარდაუვალია, ისტორიაც ამას ამტკიცებს და ეს ყოველთვის იყო... განა შესაძლებელია ეს თავიდან აიცილო»?
მეორე მხრივ, სხვა ინტერვიუში რამსფელდი იმას ნანობდა, რომ ერაყსა და ავღანეთში უწევდა სიარული, როცა მისი ვაჟი ნარკოდამოკიდებულების სამკურნალოდ კლინიკაში დაწვა და მან სათანადო ყურადღება ვერ დაუთმო შვილს ამ მძიმე მომენტში. ახლა, როცა სახელმწიფო სამსახურს ჩამოშორდა და 80 წლის ჭარმაგ მამაკაცს დრო გამოუჩნდა, მამა ისევ ვერ უთმობს შვილებსა და შვილიშვილებს ყურადღებას – მას შორეულ საქართველოში მთელი ერთი კვირით მოუწია გამგზავრება.
თუმცა... არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ჯანდაცვის სტრასბურგმოვლილმა და მერყოფილმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა «ქათმის გრიპის» საფრთხეზე დაიწყოს ლაპარაკი და არჩევნების წინ ყველა ამომრჩევლის ტამიფლუთი უზრუნველყოფა მოინდომოს. ათეულობით ბიზნეს-კომპანიას შორის, რომლებშიც აშშ-ის თავდაცვის ყოფილ მდივან დონალდ რამსფელდს საკუთარი ინტერესი აქვს, არის ფარმაცევტული კომპანია Gilead Sciences-ი, რომელსაც გამინისტრებამდე რამსფელდი ხელმძღვანელობდა და რომელიც ტამიფლუს ექსკლუზიურ პატენტს ფლობს. როგორც კი პენტაგონში მივიდა, რამსფელდმა ამერიკის ბიუჯეტიდან ყველა ამერიკელი სამხედროსთვის ამ პრეპარატის დაფინანსება მოითხოვა და, «ქათმის გრიპის» ირგვლივ ატეხილი ისტერიის ფონზე, 2 მილიარდი დოლარიც მიიღო. ტამიფლუს ყოველი გაყიდული კოლოფიდან რამსფელდს 10 პროცენტი ეკუთვნის, ხოლო ზემოთ აღწერილი ერთი ოპერაციის შედეგად სულ რაღაც ერთ კვირაში მისი (რამსფელდის) კუთვნილი აქციების ღირებულება 700 პროცენტით გაიზარდა!
კაცმა რომ თქვას, ერთი მეორეს ხელს არ უშლის. რამსფელდს ორი საქმის ერთდროულად კეთებაარასოდეს უჭირდა. მას ტამიფლუს გასაღებაზეც შეუძლია ზრუნვა და საიდუმლოინსტრუქციების ჩამოტანაც, მით უფრო, რომ ყველაზე სერიოზულ გზავნილებს წერილობითარავინ გზავნის, როგორც წესი, ისინი ცოცხალ კურიერებს სიტყვიერად ჩამოაქვთ.
ისე, ჯეიმს ბეიკერიც გადამდგარი სახელმწიფო მდივანი იყო, როცა 2003 წლის არჩევნების წინ ჩამოვიდა და შევარდნაძეს «ბეიკერის ორმო» გაუთხარა. საკითხავი მხოლოდ ის არის, ვის უთხრიდა ორმოს საქართველოში ერთი კვირით ჩამოსული აშშ-ის გადამდგარი თავდაცვის მდივანი დონალდ რამსფელდი.
ამასობაში კი სასტუმრო «რადისონში» ორდღიანი ქართულ-ამერიკული სიმპოზიუმი გაიმართა, რომელიც ახლადგაპრემიერებულმა ვანო მერაბიშვილმა გახსნა. სიმპოზიუმზე ქართული კომპანიები პენტაგონის სატენდერო პირობებს გაეცნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ქართულ-ამერიკული სიმპოზიუმის გახსნის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა: «ქართველ მეწარმეებს მიეცათ უნიკალური შანსი, გავიდნენ ძალიან დიდ ბაზარზე. ეს არის 47-მილიარდიანი ბაზარი. ეს არის გაცილებით მეტი, ვიდრე ნებისმიერი ქვეყნის და მთლიანად ჩვენი რეგიონის ბაზარი. სიმპოზიუმი ეძღვნება იმას, რომ ქართველმა მეწარმეებმა მოახდინონ ქართული პროდუქციის ექსპორტი».
მერაბიშვილის შეფასებით, ეს საქართველოსთვის დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის საფუძველი იქნება, რაც საქართველოს მოსახლეობას მეტ სიკეთეს მოუტანს.
სამხედრო შეკვეთებზე მონადირე ამერიკული ფირმები, რომელთაც რამსფელდის მაგვარი პატრონები და ლობისტები ჰყავთ, ნაკლებ სავარაუდოა, რომ შეკვეთებს ქართულ ფირმებს დაუთმობენ, თუმცა, თუკი ავღანეთში «იაფი» ქართველი ჯარისკაცების კონტინგენტი კვლავაც უნდა გაიზარდოს (სწორედ ამაზე მიანიშნებს თავის სტატიაში რიკ როზოფი), მაშინ არც ის არის გამორიცხული, რომელიმე ქართულმა ფირმამ პენტაგონის დაფინანსებით ავღანეთში ცხელი ხაჭაპურების გაგზავნის ტენდერიც მოიგოს.
ამბობენ, რამსფელდს ცხელი ხაჭაპური ჰყვარებია, ოღონდ სასწაულმოქმედი ტამიფლუს შემდეგ.
დავით დარჩიაშვილი, «ნაციონალური მოძრაობის» წევრი:
_ დონალდ რამსფელდს შეხვედრები ჰქონდა აკადემიურ წრეებთან, სახელმწიფო მოხელეებთან. ძირითადი მსჯელობა მიმდინარეობდა როგორც ქვეყნის, ასევე რეგიონისა და უსაფრთხოების საკითხებზე. ასეთი რანგის ადამიანთან საუბარი ყოველთვის აქტუალური, საინტერესო და ეფექტურია შემდგომი გადაწყვეტილებებისათვის. თავად რამსფელდი კერძო და საზოგადოებრივი საქმიანობითაა დაკავებული. მას აქვს თავისი პროგრამა, რომლის მეშვეობითაც, მოძიებული თანხების დახმარებით, ის ცენტრალური აზიის, ასევე კავკასიის პოლიტიკოსებს, დიპლომატებს, ექსპერტებს შეერთებულ შტატებში სხვადასხვა კვლევით შესაძლებლობას სთავაზობს. ეს ამ პროგრამის მონაწილეთა შეკრება იყო. ამ მისიით ჩამოვიდა რამსფელდი საქართველოში. მისი ვიზიტი გამოხატულება არის შეერთებული შტატების საზოგადოების, პოლიტიკოსების, გავლენიანი წრეების დაინტერესებისა საქართველოს მიმართ. რაც შეეხება სტატიაში ნათქვამს, რომ რამსფელდს მიეცა პენტაგონი-NATO-ს სუროგატული არმიის შექმნის პროცესის დაწყების უფლება, პირველად მესმის.
გულბაათ რცხილაძე, პოლიტოლოგი:
_ ვნახე ეს სტატია, გავეცანი და, მართალი გითხრათ, ვერ გავიგე, რა იგულისხმებოდა იმაში, რომ რამსფელდს სუროგატული არმიის შექმნის პროცესის დაწყების უფლება მიეცა. ზოგადად, საქართველო დამოკიდებულია ამერიკის ნებისმიერი დონის ჩინოვნიკებზე, მათ ნება-სურვილზე და სუვერენულ სახელმწიფოს არ წარმოადგენს. იარაღი ამერიკის ხელშია ნებისმიერი პროვოკაციის მოსაწყობად. გამომდინარე იქიდან, რომ კონტექსტი არის მძიმე და აქ საუბარია, პირველ რიგში, რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციების მოწყობაზე, ასევე ირანის წინააღმდეგ რაიმე სტრატეგიის შემუშავებაზე, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში ჯდება.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი:
_ საქმე ისაა, რომ რამსფელდი ტყუილად არ ჩამოსულა, არც დასასვენებლად და არც დროისსატარებლად. მისი მიზანია საქართველოს მაქსიმალურად მიბმა ამერიკის შეერთებულშტატებზე. რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს სააკაშვილის ხელმძღვანელობით, ნიშნავს სრულ კაპიტულაციას ამერიკის შეერთებული შტატების წინაშე. ამას ამერიკაც პასუხობს თავისთავად, ვინაიდან ამერიკისთვის აბსოლუტურად მიუღებელია ქართველი ხალხის ინტერესი. მისთვის მთავარია საკუთარი ინტერესი. ეს კი არის კავკასიაში ფეხმოდგმული პოზიციების კიდევ უფრო განმტკიცება. სამხედრო თვალსაზრისით, საქართველოს სტრატეგიული პოზიცია უჭირავს. დღეს ვითარება ახლო აღმოსავლეთში საკმაოდ დაძაბულია. არაა გამორიცხული, რომ ამერიკამ ომი წამოიწყოს ირანის წინააღმდეგ და, აქედან გამომდინარე, საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ხვალ რა იქნება, არავინ იცის. ჯერჯერობით ამერიკელები თავს იკავებენ, საპრეზიდენტო არჩევნებიდან გამომდინარე, მაგრამ მის შემდეგ, ნოემბერში, რა განწყობაზე იქნება ან ობამა, ან ის ადამიანი, ვინც თეთრ სახლში მისვლას აპირებს, ღმერთმა იცის. არა მგონია, დადებითი განწყობა იყოს ირანის მიმართ. არაა გამორიცხული, რომ ამერიკელებმა თვალი დახუჭონ ისრაელის სურვილზე, ირანის ბირთვული ობიექტების წერტილოვანი დაბომბვა განახორციელოს. სირიაში როგორი მდგომარეობაცაა, თქვენც კარგად იცით. ფაქტობრივად, იქ სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. როგორც სირიის პრეზიდენტმა ასადმა ინტერვიუში განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები ამ ავანტურაში სირიის წინააღმდეგ მონაწილეობს. პრეზიდენტი ასადი აცხადებს, რომ ამერიკა უკვე მხარეა ამ შიდა დაპირისპირებაში. ყოველივე ეს მიანიშნებს იმაზე, რომ რამსფელდის ვიზიტისწორედ ამ საკითხებს უკავშირდება. მან კიდევ ერთხელ მონიშნა სააკაშვილისდამოკიდებულება ამერიკელების ნებისმიერი ქმედებისადმი და, მზადაა თუ არა სააკაშვილი,ისევ ამერიკის ნებისმიერ წინადადებას დადებითი პასუხი შეაგებოს. ამერიკელების დიდისურვილია, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანდეს. ამის შესახებ ჩიკაგოს სამიტზეც ითქვა,საქართველოს მისცეს ასპირანტი ქვეყნის სტატუსი. მაგრამ როგორი იქნება საქართველოსმიმართ გერმანიისა და საფრანგეთის დამოკიდებულება, ეს იქნება მთავარი. წინა შემთხვევებშიძველმა ევროპამ კატეგორიული უარი განაცხადა. რაც შეეხება ამერიკას, ის მაშინაც და დღესაცმომხრეა, საქართველო შევიდეს ნატოში. ყოველ შემთხვევაში, რამსფელდის ვიზიტი სწორედ ამსაკითხის განხილვას ემსახურებოდა.