"სააკაშვილმა მოახერხა... ის არის პროფესიონალი ცრუ, პროფესიონალი მატყუარა, ის ახერხებს ევროპელების მოტყუებასაც და ამერიკელებისასაც..."

"ჩვენ ფაქტობრივად უკვე ხელისუფლებაში ვართ", - ასეთ თამამ განცხადებას ბიძინა ივანიშვილის პრესმდივანი, მაია ფანჯიკიძე 9 ივლისს გამართულ ბრიფინგზე. "15 ივლისს გორში გაიმართება ჩვენი მორიგი აქცია კობინატის დასახლებაში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. წარმოდგენილი იქნებიან შიდა ქართლის მაჟორიტარობის კანდიდატები. გარდა ამისა, ამ კვირაში ბიძინა ივანიშვილი წარადგენს მაჟორიტარობის კანდიდატების ძალიან დიდი ნაწილს. ეს მოხდება თბილისში. კიდევ ერთი ანონსი: 10 ივლესს საჯარო აუქციონზე გაიტანენ "ქართუ ბანკის" აქციების 100 პროცენტს, ამის გამო თბილისში ჩამოსულები არიან ბანკის უცხოელი პარტნიორები" - განაცხადა ფანჯიკიძემ, რომლის თქმით, ამჟამად ხელისუფლება ისეთივე დილემის წინაშეა, როგორც მაშინ როცა ბატონ ბიძინას ჩამოართვეს მოქალაქეობა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით ბიძინა ივანიშვილი: "სააკაშვილმა მოახერხა... ის არის პროფესიონალი ცრუ, პროფესიონალი მატყუარა, ის ახერხებს ევროპელების მოტყუებასაც და ამერიკელებისასაც..."

"ბანკი "ქართუ" შეიძლება არც არავინ იყიდოს და ხელისუფლებამ, უბრალოდ, მიიტაცოს. პოლიტიკურ ოპონენტთან ამ მეთოდებით ისევ სააკაშვილი დამარცხდება. ამ მეთოდებით ივანიშვილის დამარცხება შეუძლებელია. ამ თითქოსდა უტანასწორო ბრძოლაში კიდევ უფრო გამოიკვეთა სააკაშვილის სისუსტე და უძლურება, ხოლო ივანიშვილის ნდობის კაპიტალი სულ უფრო იზრდება. ესეც არის ხელისუფლების შიშის გამოვლინება, რომ ასე უცებ ახორციელებენ სამთავრობო ცვლილებებს და გამოაქვთ სრულიად მოუმზადებელი პროგრამა. ეს არის პანიკაში ჩავარდნილი ხელისუფლების ბოლო გაბრძოლება. ქმნიან ილუზუას, თითქოს რარაც იცვლება, რაღაც კეთდება ხალხსითვის. როცა ხდება ახალაიების გაძლიერება, ხალხს ეუბნებიან გეშინოდეთო. ამ ყველაფერს ხალხმა უნდა უპასუხოს სიშვიდით. საეჭვო წარსულის მქონე ადამიანების დაწინაურება მიანიშნებს მოსალოდნელ ტერორზე", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ, რომელიც ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოშია, შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან გაიმართება და მასთან "მჭიდრო თანამშრომლობა სურთ", ხოლო ბურჯანაძის პარტიასთან თანამშრომლობა "არც წარსულში ყოფილა და არც მომავალში იგეგმება", - აღნიშნავს გამოცემა.

"სააკაშვილის იპარავს ჩვენს პროგრამას, თუმცა არანაირი შანსი არ ზქვს, დაუჯეროს ხალხმა. ახლა მე თქვენ გირჩევთ, ყურადღებით დაელოდოთ ივანიშვილის გამოსვლას გორში და მერე ვნახავთ, ორშაბათს, სამშაბათს რა "ახალი" იდეები გაუჩნდება ხელისუფლებას. კოალიცია "ქართული ოცნება" ფაქტობრივად, უკვე ხელისუფლებაშია იმიტომ, რომ კარნახობს ხელისუფლებას დღის წესრიგს, ისინი კი უფრო ოპოზიციონერობანას თამაშობენ. ეს რომ კარგად არ დამთვარდება მათთვიოს ძალიან კარგად იციან", - მიიჩნევს მაია ფანჯიკიძე. სხვათა შორის, თითქმის იგივეს იმეორებს იმავე დღეს სასტუმრო "თბილისი-მერიოტში" მოსული ბიძინა ივანიშვილი, რომელიც "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ გამართულ კონფერენციას დაესწრო. ივანიშვილმა მათ მადლობა გადაუხადა და ცოტა არ იყოს, აგრესიული ტონით დაიწყო სააკაშვილის კრიტიკა", - დასძენს გამოცემა.

"სააკაშვილმა არის პროფესიონალი ცრუ, პროფესიონალი მატყუარა, ის ახერხებს ევროპელების მოტყუებასაც და ამერიკელებისასაც. ერთადერთი პროფესია, რაც მას გააჩნია, ეს არის ტყუილი. საქართველოში ელიტარული კორუფცია ყვავის, როგორ შეიძლება ისაუბრო დაბალ და საშუალო კორუფციაზე, როდესაც ერთ ჯგუფს აქვს დაწესებული კონტროლი მოსახლეობაზე? ყველა ფული გროვდება მხოლოდ ერთ ჯგუფში, ძალიან ვიწრო ჯგუფში, შუაში არავის ამის საშუალებას არ აძლევენ და ამაში მაგარი ბიჭებო არიან. ამ დროს გაოცებულია სააკაშვილი, რატომაა ხალხი უბედური. ოპოზიციაში გადავიდა - მისი ბოლო გამოსვლები თუ ნახეთ, ხრეითში იყო ჩასული და გაოგნებული ყვიროდა, ეს რა ხდებაო. მერე სკოლაში შევიდა, საოცარი ემოციები გადმოაფრქვია და გვაჩვენა, რომ ის უკვე ოპოზიციაში დაგვიდგა, თუკი დარჩება, ძალიან კარგი იქნება", განაცხადა ბიძიანა ივანიშვილმა, რომლის თქმით, "ამის მტკიცებაა ახალი პრემიერის პროგრამაც, რომელიც თვალდახუჭულებმა მიიღეს", - წერს სტატიის ავტორი.

"მერაბიშვილს მე კარგად ვიცნობ, სააკაშვილიც კარგად მიცნობს და იცის, რომ მე არ ვცრუობ. ნახეთ, როგორ დააყენეს თავდაყირა ევროპარლამენტში მიმდინარე მოვლენები, როგორ თამაშობდა სააკაშვილი მთავარ როლში. ის შოუ, რაც დადგა სააკაშვილმა მერაბიშვილთან ერთად, სასაცილო იყო. შეგნებულად დადგეს, ასეთი პროფესიონალი მატყუარა პრეზიდენტი გვყავს ჩვენ!" - დასძინა ივანიშვილმა... როგორც ხედავთ სააკაშვილი ოპოზიციაშია, ხოლო "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში. რა არის ეს, სამწუხარო ეიფორია თუ რეალური თავდაჯერება? ვნახოთ, ღმერთმა ნუ ქნას, მხოლოდ თავდაჯერებასთან გვქონდეს საქმე, მაგრამ ნურავის დაავიწყდება ნაცბანდიტური დაჯგუფების მეთაურის ფსიქოლოგია, რომელიც დიდი სიამოვნებით დალევს ქართველი ხალხის სისხლს. უკაცრავად ბატონებო და ქალბატონებო, მაგრამ ხელისუფლებამდე ჯერ მაინც შორია", - მიიჩნევს სტატიის ავტორი.