გამოკითხული თინეიჯერების უმრავლესობამ აღიარა, რომ ინტერნეტ– სექსი აქვს

გამოკითხული თინეიჯერების უმრავლესობამ აღიარა, რომ ინტერნეტ– სექსი აქვს

კვლევამ, რომელიც თინეიჯერებს შორის ინტერნეტ– სექსის გამოყნებას ეხებოდა, აჩვენა, რომ თინეიჯერთა ურავლესობა საკმაოდ ხშირად მიმართავს ინტერნეტ– სექსს და შიშველი სურათებს აგზავნის - ინფორმაციას ამის შესახებ CBS-ი ავრცელებს. კვლევა Archives of Pediatric & Adolescent Medicine -მა 2012 წლის ივლისის თვეში გამოქვეყნა. მის ფარგლებში აშშ-ში ტეხასის შტატის შვიდ უმაღლეს სასავლებელში 948 თინეიჯერი გამოიკითხა, რომელთა 55,9% გოგონა იყო, კვლევაში მონაწილეთა ასაკი 14-დან 19 წლამდე მერყეობდა. კვლევის მონაწილეებს ერთსა და იმავე კითხვებზე უწევდათ პასუხის გაცემა: გაუგზავნით თუ არა ოდესმე საკუთარი თავისთვის შიშველი სურათები? უთხოვიათ თუ არა მათთვის შიშველი სურათების გაგზავნა და თვითონ თუ მიუმართავთ ვინმესთვის თხოვნით, რომ შიშველი სურათები გამოეგზავნა? კვლევის მონაწილეებს ასევე უნდა დაესახელებინათ, თუ რა სიხშირით მიმართავდნენ მათ ამ კითხვებით. შედეგებმა აჩვენა, რომ გამოკითხული თინეიჯერების ერთ მეოთხედი სარგებლობდა ინტერნეტ –სექსით და გზავნიდა შიშველ სურათებს. კვლევამ ასევე დაადასტურა ისიც, რომ უფრო ხშირად მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს (68,4%) თხოვდნენ შიშველი სურათების გაგზავნას, ვიდრე მამაკაცებს (42,1); გაირკვა ის ფაქტიც, რომ თინეიჯერებს 16-17 წლის ასაკში უფრო ხშირად მიმართავდნენ ინტერნეტ– სექსის თხოვნით, ვიდრე თინეჯერებს 18 წელს ზემოთ. გამოკითხული თინეიჯერი ბიჭების პასუხებზე დაყრდნობით, ბიჭები 2-ჯერ უფრო ხშირად ითხოვდნენ ინტერნეტ– სექსს, მაშინ, როცა გოგოებს 9-ჯერ უფრო ხშირად აწუხებდნენ ინტერნეტ– სექსის შეთავაზებით. ინტერნეტ– სექსის გამოყენებისა და შიშველი სურათების გაცვლის შემდგომ გოგოების 93% და ბიჭების 90% პაემნებზე და შეხვედრებზე გადავიდნენ. ასევე, მათ უმეტესობასუკვე შემდგომ პერიოდში სექსი ჰქონდა. ბიჭებმა აღნიშნეს ისიც, რომ მათ უმრავლესობას წელიწადში ერთზე მეტი პარტნიორი ჰყავდა. პროფესორი ჯეფ ტემპლის განმარტებით, იგი კვლევის შედეგებით გაკვირვებული არ ყოფილა. ”იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც შევაგროვეთ მშობლებთან მასწავლებლებთან და სტუდენტებთან დიალოგით, მოსალოდნელი იყო, რომ შედეგები უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ეს კვლევამ აჩვენა,” - განმარტავს ტეხასის უნივერისტეტის სამედიცინო განყოფილების ფსიქოლოგიის პროფესორი. მისივე თქმით, მან უკვე შეწყვიტა იმის განსჯა, კარგია თუ არა ინტერნეტ– სექსი არასრულწლოვნებისთვის. ”მანამ, სანამ არ დავადგენთ, რომ ინტერნეტ– სექსი არის სანდო ინდიკატორი სექსუალური ქცევის ასახსნელად, ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინტერნეტ– სექსს რეალურადაც მოსდევს წყვილებს შორის სექსუალური აქტი” - დასძინა პროფესორმა ჯეფ ტემპლმა კვლევის შეფასებისას. კვლევის საშუალებით დამატებით გამოირკვა ისიც, რომ სექსუალურად აქტიური თინეიჯერები არ ყოფილან შეწუხებული ინტერნეტ– სექსის შეთვაზებით. ასევე გოგოების 77%, რომლებმაც დაადასტურეს, რომ შიშველი სურათები გაუგზავნიათ ინტერნეტით, აღიარეს, რომ აქტიური სექსუალური ცხოვრება აქვთ, განსხვავებით იმ 42%- ისგან, რომლებიც ინტერნეტ– სექსს არ მიმართავენ. იმის გამო, რომ საკითხი ბოლომდე შესწავლილი არ არის, უნდა ვივარაუდოთ, რომ საკითხის კვლევა კვლავ გაგრძლდება.