"როგორ ურიგებენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ე.წ უბნის კოორდინატორებს ხმის მობილიზაციის სანაცვლოდ 500-ლარიან ხელფასებს, როგორ ტარდება თათბირები "ნაციონალური მოძრაობის" ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატისა და საკრებულოს წევრის ორგანიზებით და გაყალბების რა მექანიზმები აქვს გამოყენებული წინა არჩევნებზე მმართველ პარტიას - ამ ფაქტებზე "ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი რუსუდან წიკლაური საუბრობს. არასამთავრობოები სისხლის სამართლის ნიშნების არსებობაზე საუბრობენ და კონტროლის პალატისა (სახელმწიფო აუდიტის სამსახური) და პროკურატურისგან ან ფაქტით გაუყოვნებლივ დაინტერესებას და გამოძიების დაწყებას ითხოვენ. სახელმწიფო აუდიტის სააგენტოში კი აცხადებენ, რომ ამ საკითხით ორშაბათიდან დაინტერესდებიან და შეისწავლიან", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით როგორ ყალბდება არჩევნები / 500-ლარიანი უბნის კოორდინატორები "ნაციონალების" მხარდასაჭერად.
"საიას თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში ისინი ძალიან ხშირად აწყდებიან კანონის შერჩევიტად მოქმედებას. რადგანაც, როცა ოპოზიციის მხრიდან დარღვევებზეა საუბარი, რეაგირები მყისიერი და ძალიან მკაცრია, ხოლო როცა მმართველი გუნდის მხრიდან დარღვევებზეა ა\საუბარი, რეაგირება არც ისეთი სწრაფი და ეფექტურია. "იმდენად საოცარ რარაცებს ყვება მმართველი პარტიის უბნის კოორდინატორი, რომ ჩვენი დამატებითი ძიების გარეშეც რელევანტური უწყებები უნდა დაინტერესებულიყვნენ ამ თემით. თუმცა შერჩევითი მიდგომები ხშირია და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ", - ამბობს ჩუგოშვილი. ყოფილი კოორდინატორი გადაცემაში "აკრეიტაციის გარეშე" ყვება, რომ კოორდინატორებს კარდაკარის შედეგად გამოვლენილი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებთან ერთად თათბირებს მამუკა გუგეშაშვილი და პარლამენტის ნაძალადევის მაჟორიტარი მერაბ სამადაშვილი უტარებენ. სწორედ ამ თათბირებზე ევალებათ კოორდინატორებს მხარდამჭერთა სიების წარდგენა და სადარბაზოებში ამომრჩეველთა განწყობის შესწავლა", - აღნიშნავს გამოცემა.
"წიკლაური აცხადებს, რომ თბილისის სკოლებში სამეურვეო საბჭოს თვითმმართველობის წარმომადგენლები სინამდვილეში "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორები არიან. მისი თქმით, ამ თანამდებობზე ისინი ფორმალურად არიან გაფორმებულები და ეს სისტემა დღესდღეობით თბილისის ყველა სკოლაში და ბაღში მოქმედებს - "სკოლებში ისინი სამეურვეო საბჭოს წევრები არიან, ბაღებში კი გამგის მოადგილეები ან კოორდინატორები. მისი თქმით, მათი ხელფასი ამ ეტაპზე ოფიციალურად 500 ლარია, საიდანაც 320 ლარი ბანკში ირიცხება, ხოლო დანარჩენს ხელზე იღებენ - "ასეთი პრინციპით იღებს 150 ლარიან ხელფასს ჩემი 23 მოადგილეც", - აღნიშნა წიკლაურმა. იგი ყვება, რომ რომ მისი ოფიციალური დამსაქმებელი 32-ე საჯარო სკოლაა, თუმცა სკოლაში მღებული ანაზღაურების სანცვლოდ, იგი შრომას "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ ეწევა. გარდა ამისა, ის კამერასთან საუბრისას ადასტურებს, რომ 32-ე სკოლაში მიღებულ გასამრჯელოზე "ნაცმოძრაობა" დანამატით, დადიანის 105-ში მდებარე ოფისში მას ხელზე აძლევს გარკვეულ თანხას, რაც ოფიციალურ ხელფასად არ აღირიცხება და არ იბეგრება კანონის შესაბამისად", - დასძენს გამოცემა.
"ასევე საუბრობს არჩევნების გაყალბების მექანიზმებზე, მის მიერ მოთხრობილ კანონდარღვევებში მამუკა გუგეშაშვილი და მერაბ სამადაშვილი მონაწილეობენ. წიკალური ამბობს, რომ ოპოზიციას ეშინია ე.წ. სომხური კარუსელის, როცა წინასწარ შემოხაზული ბიულეტენი შეაქვს ამომრჩეველს, ასევე იმის, რომ ვინმე არ შეიპაროს და საარჩევნო ყუთში არ ჩაყაროს ზედმეტი ბიულეტენი. მაგრამ ამ დროს მთავარი რეგისტრატორის კონტროლია, რადგან 2008 წელს მის უბანში ამ გზით 60 ხმა გააყალბეს. არჩევნების დრეს რეგისტრატორები, რომლებიც ძირიტადად "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები არიან, ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს ბიულეტენს ბეჭდის ან ხელმოწერის გარეშე აძლევს, ხმების დათვლის დროს კი ეს ბიულეტენი ბათილად იცვლება და შესაბამისად, ოპოზიციურ კანდიდატს ხმები აკლდება. წუკლაური აღნიშნავს, რომ მამუკა გუგეშაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორის თანამდებობნიდან მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც მან "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული აქციისადმი დადებითი პოზიცია გამოხატა", - წერს სტატიის ავტორი.
"ეს ქალბატონი საუბრობს, რომ სწორედ კოორდინატორობის და ხმების მოგროვების გამო მოაწყვეს სამსახურში და პარტიული დავალების შესრულების სანაცვლოდ იღებდა 500-ლარიან ხელფასს. ეს დარღვევაა, იქ გადასახადების დაფარვაზეც არის საუბარი. თუკი "ნაციონალური მოძრაობა" კოორდინატორებს ხელფასს უხდის, კონტროლის პალატა უნდა დაინტერესდეს, მმართველი პარტიის ანგარიშებში ასახულია თუ არა ეს ხარჯები, გარდა ამისა, ამ საქმიანობაში ჩართულია დეპუტატები და ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. თუმცა ეს ყველაფერი დამტკიცების საგანია. დეპუტატები ამას, რა თქმა უნდა, უარყოფენ, მაგრამ ამ საკითხით არა მარტო კონტროლის პალატა, პროკურატურაც უნდა დაინტერესდეს. გაბათილებული ბიულეტენის შესახებ ჩვენც გვსმენია, მაგრამ ამის დასაბუთება ძნელია. ძალიან საინტერესო და კარგია, რასაც ეს ქალბატონი ყვება - საინტერესო მეთოდია და არასამტავრობიოები უფრო ყურადღებით ვიქნებით", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ა/ო "საერთაშორისო გამჭვირვალობის" თავმჯდომარე ეკა გიგაური.
"ბოლო 15 წლის განმავლობაში ჩატარებული არჩევნების ანალიზი აჩვენებს, გაყალბების მეთოდებს შორის პირველის ამომრჩეველთა სიის "მკვდარი სულებით" გაზრდა, რათა ამ გვარების გამოყენებით - ყალბი პირადობის მოწმობებით თუ კარუსელით მოხდეს რამდენიმეჯე ხმის მიცემა საარჩევნო უბანზე. ასევე, გაყალბებები კენჭისყრის პროცესში - საუბნო კომიიის ბეჭდის არდასმა, ასევე უკვე შევსებული საარჩევნო ბიულეტენების დარიგება", - განმარტავს გიგაური. სამართლიანი არჩევნების" თავმჯდომარე ნინო ლომჯარიას თქმით, მათ იცოდნენ რომ ეს ხდება და ამიტომაც ხაზს უსვამდნენ იმას, რომ ბიულეტენზე ბეჭედი და ხელმოწერა აუცილებლად უნდა იყოს. და ამომრჩეველი ამას უნდა დააკვირდეს.... საია "მაესტროზე" გაკეთებული სიუჟეტის დეტალურად შესწავლას აპირებს - "ჩვენ ამ სიუჟეტს დეტალურად შევისწავლით. ეს ჯერ კიდევ გადამოწმებული არ არის, მაგრამ საუბარია რამდენიმე ტიპის დარღვევაზე", - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი, რომლის აზრით თუკი ეს დადასტურდა ძალიან მძიმე დარღვევა გამოიკვეთება, თანაც აქ მარტო ერთი პირის პასუხისმგებლობა არ დადგება", - მიიჩნევს თამარ ჩუგოშვილი, რომლის თქმით ასეთ ქმედებაში საკმაოდ დიდი ჯგუფი უნდა იყოს ჩართული", - დასძენს სტატიის ავტორი.