"ვიდეომასალაში, რომელიც ტელეკომპანია "მაესტრო" გავრცელა , სააკაშვილი "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ 4 ივლისს ევროპარლამენტში გამართულ დებატებში მონაწილეობაზე საუბრობს, "დედა უტირეს სტრასბურგში დებატებზე, შეასკდა ყველა. დედა არა ჰყავთ, იმენა ბოლომდე შეაჯდა ყველა", - ეუბნება პრეზიდენტი პრემიერს", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ბიძინა ივანიშვილი: "სააკაშვილის და მერაბიშვილის საუბრის ვიდეოჩანაწერი ხელოვნურად გაავრცელეს" / 4 ივლისს საღამოს სოციალურ ქსელებში მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის საუბრის არაოფიციალური ჩანაწერი გავრცელდა.
"ცნობისთვის: ევროპარლამენტში საქართველოს საკითხე დებატები გუშინ გაიმართა. მას კოალიციიის მხრიდან დავით უსუფაშვილი, თინა ხიდშელი და ალექსი პეტრიაშვილი ესწრებოდნენ. დებატებში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. თინა ხიდაშელის ცნობით, ევროპარლამენტის დეპუტატთა უმრავლესობამ ღიად აღნიშნა, რომ არ შეიძლება ის ხდებოდეს საქართველოში, რაც ხდება დღეს. მისივე თქმით, ევროპარლამენტარებში ეს განწყობა მას შემდეგ უფრო გაღრმავდა, რაც მათ ხელისიფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების უპრეცედენტო დევნის დამამტკიცებელი დოკუმენტები წარადგინეს. "მაესტროსთან" ხიდაშელი იქვე დასძენს, რომ ამ მასალების წარდგენამდე ევროპარლამენტის დეპუტატების ნაწილი მათ მიმართ ნეიტრალური იყო, ნაწილი კი ამბობდა, რომ ივანიშვილს წილი აქვს "გაზპრომში" და ნაცისტური აზრებიც არის კოალიციაშიო. მაგრამ უმრავლესობამ თქვა, რომ არ შეიძლება ის ხდებოდეს ქვეყანაში, რომელსაც ჩვენთან ინტეგრაცია უნდა, რაც ხდება საქართველოშიო", - აღნიშნავს გამოცემა.
"ვიდეოჩანაწერს მმართველი გუნდიც გამოეხმაურა. როგორც ყოველთვის ორიგინალური იყო ნუგზარ წიკლაური. მისი თქმით სტრასბურგში მოხდა ის, რა ტერმინიც სააკაშვილმა იხმარა. წიკლაურის მოსაზრებებს ოპოზიცია სისულელედ მიიჩნევს. მათ ეჭვი არ ეპარებათ, რომ ეს ჩანაწერი შეგნებულად გაავრცელეს. ამ მოსაზრებას ეთანხმება მეოცნებეთა ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, ის ევროპარლამენტში გამართული დებატების ჩანაწერს ხელოვნურს უწოდებს. რაც შეეხება ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრის და ასევე ვიფრიდ მარტენსის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, ივანიშვილის აზრით, ისინი ქართველი კოლეგების მიერ შესდომაში არიან შეყვანილნი", დასძენს გამოცემა.
"დებატებს კარგად გაეცანით. თქვენ გაქვთ მხოლოდ ხელისუფლების მიერ მოწოდებული ინფოორმაცია, სინამდვილეში ეს დებატები ძალიან საინტერესო და მრავალმხრივი იყო და რა თქმა უნდა, მისით კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება რუსულ ფულთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, ეს არის სააკაშვილის ერთ-ერთი მეგობრული პარტიის წევრი. საქართველოში დაწერილი სტატიაა, რომელზეც ხელი მოაწერინეს, იქ ძალიან ბევრი სიცრუეა. სად გინახავთ ის ფაქტები, მაცივრების გადაცემები და მოსყიდვები, რაზეც ამ სტატიაშია საუბარი? სამწუხაროდ, ბევრი პოლიტიკოსი ევროპარლამენტში ქართველმა პოლიტიკოსებმა შეცდომაში შეიყვანეს", - განაცხადა ივანიშვილმა. მისივე თქმით, სააკაშვილმა და მერაბიშვილმა ის ილაპარაკეს, რაც ხელოვნურად ჩაწერეს და სინმადვილეში 11 გამომსვლელიდან მხოლოდ 1 იყო "ქართული ოცნების" მოსაზრებების მოწინააღმდეგე", - წერს სტატიის ავტორი.
"შეგახსენებთ, რომ ევროპის "სახალხო პარტიის" თავმჯდომარემ ვიფრიდ მარტენსმა განაცხადა, რომ "ლობისტებისა და კომუნიკატორების მთელი არმია ცდილობს დაარწმუნოს მსოფლიო, რომ ახალგაზრდა დემოკრატიის გადარჩენა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია". ხმების ყიდვა, საჯარო მოხელეებისთვის ათჯერ მეტი ხელფასების შეთავაზება, თუ ისინი სამთავრობო სტრუქტურებს დატოვებენ, ათობით ათასი სატელიტური ანტენა, მაცივრები, რომლებსაც პოლიტიკური პარტია არიგებს. ეს ის რეალობააა, რომელიც "ქართულ ოცნება", ბიძინა ივანიშვილის პარტიას აღწერს, რომლსი ლიდერთა ცალკეული ჯგუფის გამონათქვამების შემდგომი ანალიზი ბევრ ევროპარლამენტარს შოკში ჩააგდებს. ჩვენ ყველაფერი ვიცით. ფული და პოლიტიკა შეუთავსებელია. საქართველოს მაგალითი ჯერ კიდევ უცნობი, მაგრამ ცხადი, ნათლად გვახსენებს ასეთი კავშირების საფრთხეს", წერს მარტენსი ფრანგულ გამოცემა "მონდში", - დასძენს სტატიის ავტორი.