"არ გამოვრიცხავ, ხელისუფლებამ ახალი თამაში შემოგვთავაზოს და დასავლეთის დასანახად ბიძინა ივანიშვილთან დიალოგი დაიწყოს!"

"მმართველ გუნდში რეალურად გაჩნდა საფრთხე, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ივანიშვილთან ბრძოლაში ერთიანი არ იქნებოდა, ამიტომაც გახდა აუცილებელი პრემიერად ისეთი მძიმეწონოსანი ფიგურის დანიშვნა, როგორიც ნაციონალური მოძრაობისთვის ვანო მერაბიშვილია. ახლა მთლიანი სხეული გაერთიანდა - ვანო მმართველი გუნდის თავიც გახდა და ხერხემალიც, თუმცა, გუნდში დაძაბულობა, ვფიქრობ, ჯერ კიდევ არ ჩამცხრალა. მართალია, ძირითად მოთამაშეებად ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი დარჩნენ, მაგრამ ჯერ კიდევ ჩაჩოჩებულია გიგა ბოკერია. ამასთან ფაქტი, რომ ლილოს დასახლებაში მომხდარი ინდიცენტისას გიგი უგულავა ადგილზე არ გამოჩნდა, ბევრ რამეზე მიანიშნებს", - აცხადებს ექსპერტი ირაკლი მელაშვილი გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ირაკლი მელაშვილი: "არ გამოვრიცხავ, ხელისუფლებამ ახალი თამაში შემოგვთავაზოს და დასავლეთის დასანახად ბიძინა ივანიშვილთან დიალოგი დაიწყოს!"

"სამწუხარი რეალობაა, პარლამენტში პოლიტიკური ფიგურები არ არიან. შესაბამისად, თუ მერაბიშვილს არჩევნების ბედს ანდობ, იგი სრულ ძალაუფლებას ბუნებრივად მოითხოვს, სააკაშვილს სხვა გამოსავალი აღარ დარჩა და ვანოს აღზევებასაც, ფაქტია, უყოყმანოდ დათანხმდა. საერთოდ სისტემა, რომელიც სააკაშვილმა ჩამოაყალიბა მის გვერდით ძლიერი პოლიტიკური ფიგურების არსებობას არ ითვალისწინებდა. მან ყველა განდევნა გუნდიდან, ვისაც საზოგადოებაში მეტ-ნაკლებად მაღალი რეიტინგი ჰქონდა. ეს სტრატეგია ამართლებს, როცა პოლიტიკურ ველზე კონკურენტი არავინ გყავს, მაგრამ ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ, კარგად გამოჩნდა ნაციონალური მოძრაობის მთავარი სისუსტე - რეიტინგული პიროვნებების ნაკლებობა. ისე, ტრადიციულად, მთავრობის ცვლილებას ყოველთვის სხვა ქვეპროცესები მოჰყვებოდა ხოლმე - მაგალითად, ოქრუაშვილის გუნდიდა გაშვება, ბურჯანაძის ოპოზიციაში გადანაცვლება. სააკაშვილის მმართველობის პირობებში პოლიტიკურ ძალთა გადაჯგუფება უმიზეზოდ არ ხდება. შესაბამისად, დაპირისპირების ნიშნები მომავალშიც გამოჩნდება. ჭორის დონეზე იმასაც ამბობენ, ერეკლე კოდუა დაიბრუნებს საკუთარ ადგილს შსს-შიო, მაგრამ მერაბიშვილის თავზე გადახტომა, მით უმეტეს ახლა, ყველას გაუჭირდება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.

"დღეს ვერავინ უარყოფს, რომ მთელი გუნდი უფრო მეტად დამოკიდებული გახდა ვანო მერაბიშვილზე, თუმცა მას ღია სისუსტეებიც აქვს, ნაკლებად საზოგადოებრივი ფიგურაა, რაც თავადაც კარგად იცის. სწორედ ამიტომ მოუხადა, პირვლ რიგში ჟურნალისტებს ბოდიში. რაც უნდა ჩამოკიდებული იყოს მიშას კალთაც თუნდაც ბაჩო ახალაია, მას პოლიტიკური რეპრესიების გაძლიერებისთვის ხელ-ფეხი გახსნილი არ ექნება, თუ, რა თქმა უნდა, ვანოსგან არ აირებს ნებართვას. როცა ვანო გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებდა, მასზე მაღლა პრემიერი არ იდგა. დრეს კი პრემიერ-მისტრი პირდაპირ პოლიტიკური ფიგურა გახდა. კარგად დააკვირდით მის განცხადებებსაც - "მე ვამბობ ამას, მე ვარ პოლიტიკური ფიგურა, ეს მთავრობის პროგრამაა და არა საპრეზიდენტო" და ა.შ. - სადამდე მივა ეს თამაშიმ ვის როდის რა მოუვა თავში, დღეს მხოლოდ მკითხაობის საგანია, თუმცა ფაქტია, ვანო მერაბიშვილს დღეს ბევრად მეტი რესურსი გაუჩნდა თავისი კურსის გასატარებლად, ვიდრე მინისტრთა კაბინეტიდან ჰქონდა. სხვათა შირის, სანამ სამთავრობო გადაადგილებების შესახებ გახდებოდა ცნობილი, დარწმუნებული ვიყავი, ამ გზით, არჩევნებამდე ვერ მივიდოდით", განაგრძობს რესპონდენტი.

"ახლა საინტერესო სწორედ ის არის, რა ნაბიჯებს გადადგამს კოალიციის გასანეიტრალებლად ვანო მერაბიშვილი, რომლის მიმართ ბიძინა ივანიშვილი დროდადრო სიმპათიებსაც გამოხატავდა. არ გამოვრიცხავ, დასავლეთმა კოალიციის ლიდერსა და პრემიერ-მინისტრს შორის დიალოგის დაწყება მოინდომოს. ვფიქრობ, ამის ნიშნები მართლაც გამოიკვეთა. ისიც ფაქტია, რომ მერაბიშვილი მხოლოდ გზების დამგები და კარგი მენეჯერი პრემიერ-მინისტრი არ იქნება. ამისთვის გილაურიც საკმარისი იყო ზურაბ ჟვანიას შემდეგ საქართველოს პრემიერად პოლიტიკური ფიგურა არ ჰყოლია, ამიტომაც როცა მერაბიშვილმა პირველივე განცხადებაში ხაზი გაუსვა პოლიტიკურ ძალებთან ვითანამშრომლებო, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. დრეს მთავრობას მხოლოდ ორი გზა აქვსL დიალოგი ივანიშვილთან ან მეტი სიმკაცრე კოალიციის მიმართ. არ გამოვრიცხავ ხელისუფლებამ ახალი თამაში შემოგვთავაზოს და გუნდის კონსოლიდირების პარალელურად, დასავლეთს დაანახოს, რომ მთავარ ოპონენტთან დიალოგის რეჟიმში ურთიერთობისთვის მზადაა", - მიიჩნევს ირაკლი მელაშვილი.

"ფაქტია, პოლარიზაციამ ხელისუფლებაზე დადებითად ვერ იმუშავა, საგარეო თვალსაზრისით მათ სერიოზული პრობლემები შეექმნათ. არსებობს ალბათობა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ რეპრესიები გაძლიერდეს, თუმცა ფაქტია, დღევანდელი კურსის გაგრძელება ხელისუფლებას გაუჭირდება. დღეს, დიალოგის არარსებობის რეჟიმში, რეპრესიული მანქანის ამუშავებაც მათ ეფექტურ შედეგს ვერ აძლევთ. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას არც არჩევნებამდე მისული კოალიცია აწყობს - თანამდებობის პირები ღიად აცხადებენ, კოალიციას სხვა გზა არ რჩება, ქუჩაში უნდა გამოვიდესო, მაგრამ მმართველი გუნდი იმასაც აცნობიერებს, თუ ადრე ქუჩაში დაბნეულ ოპოზიციას იოლად ამარცხებდა. დღეს ვითარება შეცვლილია - შესაძლოა ხელისუფლებისთვის პროცესის ქუჩაში გადატანა წარმატებით სულაც არ დასრულდეს", - განმარტავს ექსპერტი.

"საბედნიეროდ, ივანიშვილი ქუჩაში გასვლას არ ჩქარობს და ხაზგასმით აფიქსირებს, რომ მისი მთავარი ამოცანა არჩევნებამდე მისვლაა - ახლა უკვე დასავლეთიც კარგად ხედავს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს პროცესის ქუჩაში გადასატანად და მმართველი გუნდი სწორედ აქ უშვებს ყველაზე დიდი შეცდომას. ამ ფონზე მნიშვნელოვანი პროცესების დაწყებას ველოდები. იცით, რომ რამდენიმე ვერსია უკვე მუშავდება - შესაძლოა, ხელისუფლებამ "ოცნების" შუა რგოლის მოშორება მოინდომოს და კონტროლის პალატის პოზიციებიც გამკაცრდეს, რაც ოპოზიციას, ფაქტობრივად მოქმედების საშუალებას არ მისცემს, თუმცა ამ ყველაფერს დასავლეთი აქტიურად ადევნებს თვალს", - დასძენს ირაკლი მელაშვილი და შეკითხვას - "გამოდის, მერაბიშვილის ახალი სამთავრობო პროგრამის, პარტიების დაყადაღების, ბიძინა ივანიშვილის ქონების აუქციონზე გატანის ფონზე, კოალიცია დასავლეთის იმედად რჩება?" - პასუხობს:

"საერთოდ, ჩანს, რომ, მმართველ გუნდს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტაქტიკა შემუშავებული არ აქვს. ყველანი კარგად ვხედავთ, რომ ნაცმოძრაობის პირები სამი დღის განმავლობაში ურთიერთსაპირისპირო გადაწყვეტილებებს ირებენ, რაც "მასთ ქერის" მაგალითზეც კარგად გამოჩნდა. დღეს ოპოზიციას სერიოზული ბერკეტები გააჩნია საგარეო პოლიტიკაში საბრძოლველად, განსაკუთრებით კონტროლის პალატის მიერ დაშვებული შეცდომების ფონზე. ფაქტია, "ქართუ ჯგუფის" დაყადაღება აბსოლუტურად უკანონო გადაწყვეტილება იყო, თუმცა უტა ივანიშვილს, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა, მარტივად შეუძლია საფრანგეთის სასამართლოში იჩივლოს. თუ ბიძინა ივანშივილი ამ შანსს ბოლომდე გამოიყენებს, ხელისუფლება სერიოზული დილემის წინაშე აღმოჩნდება - მმართველ გუნდს გაუჭირდება ევროპული სასამართლოსთვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა. რაც შეეხება მერაბიშვილის მიერ წარდგენილ პროგრამებს, ფაქტია, მან ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული ციფრები გაააოთხმაგა, რაც მორიგი შეცდომაა - არ მგონია, უცხოელ "პიარშიკებს", რომელიც მმართველ გუნდს მრავლად ჰყავს, ეს ნაბიჯი მოსწონებოდათ... ეს შედეგი მომტანი არ არის, მერაბიშვილი 4 მილიარდს შესთავაზებს საზოგადოებას თუ 40-ს. ხელისუფლებამ რესურსი ბოლომდე ამოწურა. მოდით დაველოდოთ ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ ნაბიჯებს".